მეგობარი ციხეში, მე - ციხესთან
მეგობარი ციხეში, მე - ციხესთან
და-ძმის პროტესტი ციხის გარეთ, მეგობრობის, თავისუფლების, სოლიდარობის სანიმუშო ამბავს ჰყვება.
როცა დათოს მეგობარს საპროტესტო აქციაზე აკავებენ და ათდღიან პატიმრობას უსჯიან, ის ზაჰესის იზოლატორთან მიდის და პროტესტს იწყებს. მას მალევე და - სალომეც უერთდება. სიცივეში მდგარი და-ძმის უპირობო მხარდაჭერა მეგობრობის, თავისუფლების, სიმართლის დაცვის მაგალითად იქცა. სოლიდარობის ამ აქტმა პროევროპული აქციის ათასობით მონაწილეს ერთიანობისა და თანაგრძნობის ძალა აჩვენა.
2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ საქართველოში მასობრივი საპროტესეტო გამოსვლები იწყება. ამის მიზეზი ანტიდასავლური რიტორიკა, არადემოკრატიული საკანონმდებლო ცვლილებები და არჩევნების სადაო შედეგებია.
პერმანენტულ საპროტესტო მოძრაობას ხელისუფლება ჯერ სასტიკ დარბევებს, მოგვიანებით კი გაათმაგებულ ადმინისტრაციულ ჯარიმებს, რეპრესიულ კანონმდებლობას და დაკავებებს უპისრისპირებს.