პარალელური მოძრაობები
პარალელური მოძრაობები
ქართველი მიგრანტების ევროპული მოგზაურობა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლებისთვის
,,პარალელური მოძრაობები” ოთხი სხვადასხვა გმირის გამოცდილებას საბოლოოდ ერთ ამბად ჰყვება. საფრანგეთში ემიგრირებული ქართველები სიცოცხლის გადასარჩენად თავდაუზოგავად იბრძვიან. მათ შიშებს და გაუცხოებას თარჯიმანი ამსუბუქებს, რომლის მისიაც კულტურებს შორის ხიდის გადებაა.
ერთერთი ყველაზე ტურისტული ქალაქი მსოფლიოში არაერთი ემიგრანტის თავშესაფარი და ბოლო იმედია. ფილმი პარიზში ისეთ ადგილებს აღმოაჩენს, რომელიც ტურისტული ატრაქციებით ცნობილ ქალაქში თითქოს გადამალულია.
პარიზის ქუჩებში ქართველი ემიგრანტების მიერ გამართული მანიფესტაციაც ფილმის ნაწილად იქცევა. ევროპული მომავლის დაკარგვის საფრთხე მათთვის კიდევ უფრო ხელშესახებია.
,,პარალელური მოძრაობები” საზღვრებს გარეთ გასული მიგრანტების საქართველოა. ის ყველა იმ ქართველის ამბავს ეხმიანება, რომელიც უკვე წავიდა, მიდის, ან მომავალში დატოვებს ქვეყანას.