სკოლის მოსწავლეები დისტანციური სწავლების გამოცდილებაზე

ავტორი: ClickMedia

30.09.21

წელიწადნახევრის შემდეგ, ბავშვები საკლასო ოთახებში ბრუნდებიან. მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები დისტანციური სწავლების პირველ გამოცდილებას იხსენებენ. 

ახალი სასწავლო წლის დაწყებას ონლაინ, მშობელთა და მოსწავლეთა დიდი ნაწილი უარყოფითად შეხვდა. მიზეზი გასულ წელს მიღებული გამოცდილებაა, როცა სასწავლო პროცესი დიდი წინააღმდეგობებით, ხშირად კი, მხოლოდ ფორმალურად წარიმართა. 

50 000-ზე მეტი მოსწავლე საერთოდ არ დარეგისტრირებულა Microsoft Teams პორტალზე, რომელიც განათლების სამინისტრომ მთავარ სასწავლო პლათფორმად გამოაცხადა. ამის მიზეზი კომპლექსური იყო და სამ ძირითად ფაქტორს უკავშირდებოდა: არ იცოდნენ პორტალის გამოყენება, არ ჰქონდათ ინტერნეტი და შესაბამისი ტექნიკური საშუალებები. ანალოგიური პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ მასწავლებლებიც. განათლების სპეციალისტების შეფასებით, დისტანციურმა სწავლებამ სოციალური უთანასწორობა კიდევ უფრო გაზარდა.

ეს ვიდეო მოგვითხრობს, როგორი იყო დისტანციური სასწავლო პროცესის გამოცდილება ჩიბათში, წეროვანსა და თბილისში მცხოვრები ოჯახებისთვის.

 


ვიდეო პანდემიის დასაწყისში, ვირუსის გავრცელების პირველი ტალღის დროს არის გადაღებული და შარშანდელი სასწავლო წლის პერიოდს ასახავს.

ვიდეო მომზადდა IWPR-ის მიერ მხარდაჭერილი პროექტის საფუძველზე. თავდაპირველი პროექტი შეგიძლიათ იხილოთ აქ