დევნა

27 min.

დევნა

11.07.25

ცნობილი მსახიობი და ტელეწამყვანი საქართველოში დაწყებული მასშტაბური წინააღმდეგობის სათავეში ექცევა და სხვა ახალგაზრდა მსახიობებთან ერთად, თეატრის სცენიდან ქუჩაში ინაცვლებს.

40 წლის კახა კინწურაშვილი აფხაზეთიდან დევნილია. დემონსტრაციების წინა ხაზზე ის 2023 წლიდან ჩნდება, როცა ქვეყანაში ე.წ. ,,აგენტების კანონს” [კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ] იღებენ. მალევე მის კოლეგას და მეგობარს პროევროპულ აქციებში მონაწილეობისთვის აპატიმრებენ და სისხლის სამართლის მუხლით ასამართლებენ. საპასუხოდ, მსახიობების ნაწილი ერთიანდება და უწყვეტი წინააღმდეგობის კერებს ქმნის.

ქალაქის მთავარ გამზირზე პროტესტი და სასამართლო პროცესები მსახიობის რუტინად იქცევა. რადიკალურად შეცვლილ რეალობაში მსახიობს ოჯახის პასუხისმგებლობებს, პირად ცხოვრებასა და სამოქალაქო აქტივიზმს შორის ბალანსის პოვნა უჭირს.

,,დევნა” სახლიდან ერთხელ უკვე გამოდევნილი ადამიანის ამბავს ყვება, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ იგივე აღარ გამოცადოს.