15 min.

ინკლუზიური განათლება იზოლაციაში

დისტანციურმა სწავლებამ, სოციალური ურთიერთობების ნაკლებობამ და იზოლაციამ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებში ემოციური და ქცევითი აშლილობები გაამწვავა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე სკოლებში სწავლა, დიდწილად,  დისტანციურად მიმდინარეობს. ამ პროცესში ბავშვები, რომლებსაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებები აქვთ,  ყველაზე მეტად დაზარალდნენ. პირველ ეტაპზე, ბავშვების უმრავლესობა საგანმანათლებლო სისტემის მიღმა აღმოჩნდა. შეწყდა ან მუშაობის ონლაინ რეჟიმზე გადავიდა მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, მუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებული, თერაპიები. 

ამ ვიდეოში თბილისსა და რეგიონში მცხოვრები მშობლები გვიყვებიან კრიზისზე, რომელიც ახალმა რეალობამ და ცვლილებებმა მათი შვილებისთვის შექმნა.