პანდემიით გამოწვეულმა ცვლილებებმა და შიშებმა ბევრი ადამიანი მიწასთან დააბრუნა. პროფესიით მუსიკოსი, 44 წლის გვანცა თამარაშვილი ერთ-ერთია მათ შორის ვისთვისაც სოფელი და მეურნეობა მომავლის ინსპირაციად იქცა. გვანცა წლები მუსიკალურ სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა. პანდემიის დროს, მან ოდესღაც ნუშის ხეებით, პურის ყანებით და ქერის მინდვრებით ცნობილ თელეთში, წინაპრების მიწაზე, მეურნეობის შექმნა გადაწყვიტა. სახლი, რომელშიც არავის უცხოვრია, მისთვის თავშესაფრად იქცა. ახალმა ცხოვრებამ ახალი წინააღმდეგობებიც გააჩინა. “ნუშებთან დაბრუნება” ნაწყვეტია ენთუზიაზმით და იმედებით სავსე ქალის ცხოვრებიდან, რომელიც ბუნებასთან სიახლოვით, ახლად დარგული ნუშის ბაღებით ცდილობს თავიდან დაიწყოს ცხოვრება.
ავტორები
შორენა თევზაძე
ავტორის ისტორიები
ნუშებთან დაბრუნება
მარიამ დოლიძე მსახიობია, თუმცა მისი ცხოვრება მხოლოდ სცენით არ შემოიფარგლება. 30 წლის მარიამი მოძრაობის „რუსეთი ოკუპანტია“ ერთ-ერთი ლიდერია. ესაა ახალგაზრდების ჯგუფი რომელიც მუდმივად აპროტესტებს რუსულ ოკუპაციას. დღის ერთ მონაკვეთში მარიამი კონფლიქტის ზონის მცხოვრებლებს ეხმარება, იცავს ადამიანის უფლებებს და აპროტესტებს უსამართლობას, საღამოს კი სპექტაკლში ფ. დოსტოევსკის რომანის „მოთამაშე” ერთ-ერთ პერსონაჟს განასახიერებს. მარიამის ყოველდღიურობა კონტრასტული და მრავალფეროვანია. ის და მისი თანამოაზრე ახალგაზრდები აქტიურად არიან ჩართული ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. დადიან სხვადასხვა რეგიონში, ხვდებიან ხალხს და სჯერათ რომ საერთო საზოგადოებრივ სიკეთეს ემსახურებიან.
მაშინ როცა ქალაქი იძინებს, მარიამი მეგობრებთან ერთად ახალ აქტივობას გეგმავს. ზოგჯერ, მათი ბრძოლა ექსტრემალურიც შეიძლება აღმოჩნდეს და ერთგვარ ანონიმურობასაც მოითხოვს. თავგადასავლებით დატვირთულ ღამეს კი ახალი დღე მოყვება. მარიამი ისევ სცენაზეა და როგორც მისი პერსონაჟი ამბობს – „თამაში იწყება“.
რამდენიმე აქტი
გამქრალი ტბის ნაპირზე
შალომ კობოშვილის ნახატები ერთგვარი მოგზაურობაა იმ უცნობ სივრცესა და დროში, რომლისგანაც თითქმის აღარაფერი შემორჩა. მე-19 საუკუნის მიწურულის ახალციხის ებრაული თემი თავისი ეთნო-კულტურული სპეციფიკით უნიკალურია. ამ ხალხის ცხოვრებაზე დოკუმენტური მასალა, პრაქტიკულად, მხოლოდ კობოშვილის ნახატებმა შემოგვინახა. მხატვარმა ისინი სიცოცხლის უკანასკნელ სამ წელიწადში შექმნა, მაშინ როცა ებრაელების მუზეუმში დარაჯად დაიწყო მუშაობა. კობოშვილის ხმაურიანმა და ფერადმა ახალციხემ დიდი ხანია უკვე მუზეუმის სიმშივიდეში გადაინაცვლა.
“მეხსიერების დარაჯი” არის ამბავი იმაზე, თუ როგორ აუხდა ერთ უბრალო ადამიანს ბავშვობის ოცნება სიბერეში და როგორ გახდა ის პირველი ებრაელი მხატვარი საქართველოში.
პროექტი საქართველოში ისრაელის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა.
სრული პროექტის სანახავად გადადით ბმულზე.
მეხსიერების დარაჯი
ბებიაჩემისა და ბაბუაჩემის სახლი, სადაც ბავშვობის არდადეგებს ვატარებდი, კარგა ხანს მაშინებდა. ჩემს ბავშვურ წარმოსახვაში ბევრი რამ ჩნდებოდა: სიბნელის შიში, მარტოობის შიში, ერთგვარი მისტიციზმი. ზოგჯერ საგნებსაც კი, სულიერ არსებებად აღვიქვამდი. სოფლის სახლს მომავალში სამყაროსგან მოწყვეტილ, მარტოსულ და ბუნებაში ჩაკარგულ არსებად წარმოვიდგენდი ხოლმე.
არდადეგები
ეს არის ახალი წლის პორტრეტი, სადაც ჯადოსნური და ზღაპრული არაფერია. სპეციალურად მორთულ ქუჩებში კი დაბნეული თოვლის ბაბუა და ასობით პოლიციელი დააბიჯებენ.
ერთი დღე ახალ წლამდე
ქალაქის ცხოვრება თავისებური მუსიკაა. მატარებლების რაკუნი, ძველი ტაქსის ღრჭიალი, ავტობუსების ვიბრაცია ჩვენ ირგვლივ ქალაქის რიტმს ქმნის. ტრანსპორტის ხმები სხვადასხვა დროში და ქვეყანაში არაერთი მუსიკოსისათვის ყოფილა ინსპირაციის წყარო. მე–20 საუკუნის 20–ანი წლებიდან მოყოლებული ადამიანები ქმნიდნენ მუსიკას გემების სიგნალებით, მატარებლებით, მანქანებითა თუ ვერტმფრენებით. მუსიკა განვითარდა და კლასიკური ინსტრუმენტების გარდა, მოიცვა ყველანაირი ხმა, რომელსაც ირგვივ არსებული საგნები გამოსცემენ.“ტრანსპორტის მუსიკა” ერთგვარი ექსპერიმენტია, სადაც ქართველი კომპოზიტორი, ნიკა მაჩაიძე ურბანული ხმაურითა და ტექსტებით მუსიკას ქმნის. მაჩაიძე ერთ-ერთი პირველია საქართველოში, ვინც მუსიკალური რიტმების შესაქმნელად სატრანსპორტო საშუალებები გამოიყენა.
ტრანსპორტის მუსიკა
ფილმი აკვირდება ველო აქტივისტის, იგივე ველო მერის - მარ მიხელიძის წინააღმდეგობებს, რომელსაც ის გამუდმებით აწყდება და ასახავს იმ აბსურდს, რომელიც ერთი შეხედვით უწყინარი ტრანსპორტის, ველოსიპედის გარშემო ვითარდება.
ველო მერი
ფილმი აკვირდება რუსული ჭურვით დაზიანებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის აღდგენით სამუშაოებს და მის გარშემო ცხოვრებას.
პირ-იქით
ქართველი მიგრანტების ევროპული მოგზაურობა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლებისთვის
პარალელური მოძრაობები
ბოლო ათწლეულის მანძილზე თბილისი მშენებლობების ბუმმა მოიცვა. ქალაქი აივსო ახალი, მრავალსართულიანი საცხოვრებლებით. ცენტრალური უბნები გადაჭედილია კორპუსებით, რომელიც ჩვენი ქვეყნის გარდამავალი პერიოდის სევდიან სურათს ქმნის. სურათი, რომელიც ჯერაც დაუსრულებელია. ადამიანები, რომლებიც რიგ შემთხვევებში საზღვრებს გარეთ, მძიმეშრომის შედეგად აშენებდნენ უზრუნველი მომავლის იმედს, იმედგაცრუების დიდმა ტალღამ მოიცვა. დაუსრულებელი ნაგებობების ჩონჩხების უკან ბევრი ისტორიაა, რომლის შესახებაც პირადსაუბრებში ყვებიან. ბეტონის კედლები და გულნატკენი, გაბრაზებული ადამიანების ხმა ყრუდ მოისმის. უმრავლესობას არ სურს ეკრანზე გამოჩნდეს, ფიქრობენ რომ მათი ამბავი არავის აინტერესებს. ზოგს უბრალოდ ეშინია თვალში არ მოხვდნენ სამშენებლო კომპანიების პატრონებს, ზოგი კი ფიქრობს რომ სამსახურებში გართულებები შეექმნებათ. ადამიანები სწარმოდგენები ბუნდოვანი და გაურკვეველია, თუმცა იმედი იმისა, რომ მათი სახლები ოდესმე დასრულდება – ჯერაც არ დაუკარგავთ.
საცხოვრებლის ილუზია
სოფელს, რომელიც ასი კილომეტრითაა დაშორებული დედაქალაქს, სასმელი წყალი კვირაში მხოლოდ სამჯერ, გრაფიკით მიეწოდება. ყოველდღიური საზრუნავით გადაღლილი სიმონა, მეზობლის მიტოვებული სახლის, მტვრიან წიგნებში პოულობს გასართობს. საბჭოთა კავშრის დროინდელი საგმირო თავგადასავლები, ბრეჟნევისა თუ ჟუკოვის ტექსტები, აქ ჯერ კიდევ ცოცხალია. სადღაც, წარსულის ფრაგმენტებში გაჩერებული დროის სევდას, სიმონას მხიარული სიცილი აფრთხობს. ესაა სამყარო, სადაც აწმყოც კი მოგონებებს ჰგავს, გაურკვეველ მომავალზე კი ფორტეპიანოს რამდენიმე აკორდი, სიმონას ხმაურიანი მუსიკა ჰყვება.