სიმონა

ავტორი:

11.10.17


სოფელს, რომელიც ასი კილომეტრითაა დაშორებული დედაქალაქს,  სასმელი წყალი კვირაში მხოლოდ სამჯერ, გრაფიკით მიეწოდება. ყოველდღიური საზრუნავით გადაღლილი სიმონა, მეზობლის მიტოვებული სახლის, მტვრიან წიგნებში პოულობს გასართობს. საბჭოთა კავშრის დროინდელი საგმირო თავგადასავლები, ბრეჟნევისა თუ ჟუკოვის ტექსტები, აქ ჯერ კიდევ ცოცხალია. სადღაც, წარსულის ფრაგმენტებში გაჩერებული დროის სევდას, სიმონას მხიარული სიცილი აფრთხობს. ესაა სამყარო, სადაც აწმყოც კი მოგონებებს ჰგავს, გაურკვეველ მომავალზე კი ფორტეპიანოს რამდენიმე აკორდი, სიმონას ხმაურიანი მუსიკა ჰყვება.