ნუშებთან დაბრუნება

15.06.20

პანდემიით გამოწვეულმა ცვლილებებმა და შიშებმა ბევრი ადამიანი მიწასთან დააბრუნა. პროფესიით მუსიკოსი, 44 წლის გვანცა თამარაშვილი ერთ-ერთია მათ შორის ვისთვისაც სოფელი და მეურნეობა მომავლის ინსპირაციად იქცა. გვანცა წლები მუსიკალურ სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა. პანდემიის დროს, მან ოდესღაც ნუშის ხეებით, პურის ყანებით და ქერის მინდვრებით ცნობილ თელეთში, წინაპრების მიწაზე, მეურნეობის შექმნა გადაწყვიტა. სახლი, რომელშიც არავის უცხოვრია, მისთვის თავშესაფრად იქცა. ახალმა ცხოვრებამ ახალი წინააღმდეგობებიც გააჩინა.ნუშებთან დაბრუნება ნაწყვეტია ენთუზიაზმით და იმედებით სავსე ქალის ცხოვრებიდან, რომელიც ბუნებასთან სიახლოვით, ახლად დარგული ნუშის ბაღებით ცდილობს თავიდან დაიწყოს ცხოვრება.