8 min.
არქივი

ტრანსპორტის მუსიკა

რეჟისორი: შორენა თევზაძე

15.12.16

ქალაქის ცხოვრება თავისებური მუსიკაა. მატარებლების რაკუნი, ძველი ტაქსის ღრჭიალი, ავტობუსების ვიბრაცია ჩვენ ირგვლივ ქალაქის რიტმს ქმნის. ტრანსპორტის ხმები სხვადასხვა დროში და ქვეყანაში არაერთი მუსიკოსისათვის ყოფილა ინსპირაციის წყარო. მე–20 საუკუნის 20–ანი წლებიდან მოყოლებული ადამიანები ქმნიდნენ მუსიკას გემების სიგნალებით, მატარებლებით, მანქანებითა თუ ვერტმფრენებით. მუსიკა განვითარდა და კლასიკური ინსტრუმენტების გარდა,  მოიცვა ყველანაირი ხმა, რომელსაც ირგვივ არსებული საგნები გამოსცემენ.

“ტრანსპორტის მუსიკა” ერთგვარი ექსპერიმენტია, სადაც ქართველი კომპოზიტორი, ნიკა მაჩაიძე ურბანული ხმაურითა და ტექსტებით მუსიკას ქმნის. მაჩაიძე ერთ-ერთი პირველია საქართველოში, ვინც მუსიკალური რიტმების შესაქმნელად სატრანსპორტო საშუალებები გამოიყენა.

 

არქივი

ყველა ახალი ამბავი ძველდება. 2015 წლიდან დეკადის განმავლობაში Chai Khana ასახავდა ამბებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან. არქივი სწორედ ამ პერიოდის ფოტოპროექტებს, დოკუმენტურ ფილმებს და სტატიებს აერთიანებს, რომლებიც რეგიონის ისტორიად იქცა.