ამბავი
07.19.2017
როგორც სხვა ასობით ადამიანი, რომელმაც 14 ივლისს თბილისის ქუჩებში მუსლიმების იმიგრაცია გააპროტესტა, 25 წლის ულტრანაციონალისტი თემური ამტკიცებს, რომ ქართული ელიტებისაგან მარგინალიზებული პატარა ჯგუფის წარმომადგენელია. თუმცა, მის თაობას ერთი მნიშვნელოვანი იარაღი აქვს, რაც წინა თაობის ნაციონალისტ ჯგუფებს არ ჰქონდათ - ფეისბუკი, რომელსაც ქართული საზოგადოება 24 საათის განმავლობაში თვალს ადევნებს.