კვლევებით დასტურდება, რომ სოფლად მცხოვრებ ქალებს განსაკუთრებული სიხშირით უხდებათ იმ სოციალურ და კულტურულ ბარიერებთან შეჯახება, რომლებიც მათ პოლიტიკური თუ ეკონომიკური გაძლიერებისკენ მიმავალ გზაზე ეღობებათ. მიუხედავად ამისა, მაგალითად სამეგრელოში, ისევე, როგორც საქართველოს სხვა კუთხეებში, მოიძებნებიან ქალები, რომლებიც საზოგადოების მიერ დაწესებულ უხილავ საზღვრებს არღვევენ და ტრადიციულ გენდერულ როლებს წარმატებით ცვლიან.
ავტორები
სალომე კობალავა
ავტორის ისტორიები
ქალები სოფლად: გენდერული როლების გარდაქმნის ისტორიები
გორში, საბჭოთა კავშირის დროინდელ ფოსტის შენობას, ნატყვიარები ისევ ამჩნევია. ტყვიების კვალი, რომელიც მიმდებარე შენობებსაც გასდევს, 2008 წლის აგვისტოს ომსა და რუსეთის ოკუპაციას მნახველს ყოველდღიურად ახსენებს. 2008 წლის ომი მათ ცხოვრებაში, ვისაც ის შეეხო და ვისაც მის გამო სახლების დატოვება მოუხდათ, დღესაც გრძელდება. ამ ომის მძიმე შედეგებმა განსაკუთრებით ხანდაზმულები და კიდევ უფრო, ის ხანდაზმული ქალები დააზარალა, რომელთაც მოხუცებულობის გატარება სიდუხჭირეში მოუწიათ. 68 წლის მაყვალა ჭიღლაძე ერთ-ერთია იმ მრავალთაგან, რომელმაც ათი წლის წინ, რუსული ჯარის ქალაქზე თავდასხმისას, გორი იძულებით, ოჯახთან ერთად დატოვა და თბილისისკენ მიმავალი, უკან ადევნებულ ჯარს დაუსხლტა.