1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველო, ისევე როგორც სხვა საბჭოთა რესპუბლიკები, ეკონომიკური სირთულეების, პოლიტიკური ქაოსისა და გაზრდილი კრიმინალის წინაშე აღმოჩნდა. თუმცა, ძირითადი სირთულე საკვების მოპოვებას უკავშირდებოდა. “ყველაზე მთავარი გადარჩენა იყო”, - ასე იხსენებს აღნიშნულ პერიოდს 33 წლის, გენდერის მკვლევარი სპეციალისტი მაია გრძელივშვილი. საკვების დეფიციტი პროდუქტის განაწილების ცენტრალიზებული სისტემის ჩამოშლამ გამოიწვია, რამაც ერთ დროს სასოფლო სამეურნო საქმიანობით სახელგანთქმული ერი აიძულა ყველაფერი თავიდან დაეწყო და ხელახალი გზები მოეძებნა საკვების მარაგის შესავსებად. ამის ერთ-ერთი მაგალითი, სპეციალური საბარათე სისტემა და საათობით რიგში დგომა იყო 300 გრამი პურისთვის.
ავტორები
ნანა თაკვარელია
ნანა თაკვარელია სასურსათო უსაფრთხოების სპეციალისტია. მისი ძირითადი ფოკუსი სამხრეთ კავკასიაა, სადაც საქველმოქმედო ორგანიზაცია Oxfam-ში მუშაობდა.
ავტორის ისტორიები
პურზე „სანადიროდ”
სასურსათო ნარჩენები გლობალური პრობლემაა. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის 2013 წლის ანგარიშის თანახმად, მსოფლიოშიწარმოებული საკვების მესამედი სანაგვეზე იყრება „კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის“(CENN) მიერ 2016 და 2018 წლებშიჩატარებული კვლევებით დგინდება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ნარჩენების 40% ორგანულია, საიდანაც მნიშვნელოვანი წილი სასურსათონარჩენებზე მოდის. ქვეყნის თითოეულ მუნიციპალიტეტში საყოფაცხოვრებო ნარჩენები საერთო რაოდენობის უმეტეს ნაწილს შეადგენს. ავტორები: ნანა თაკვარელია, ელენე კობიძე