თითქმის ყველა კაცს შეუძლია, შვილს მამობა გაუწიოს, მაგრამ ეს ბავშვზე ზრუნვაში აქტიურ ჩართულობას მოითხოვს. მსოფლიოს გარშემო ეს ჩართულობა სხვადასხვა მიზეზით იზრდება.
ავტორები
თამთა ჯიჯავაძე
ავტორის ისტორიები
ნაკლებად ცნობილი დეკრეტი საქართველოში
ახილეს ჩირაჰიდისის სახლზე აღმართული საბერძნეთის დროშა პატრონს მუდმივად ახსენებს წარმომავლობას. ამის მიუხედავად, 60 წლის ჩირაჰიდი საქართველოს აღმოსავლეთით მდებარე დიდ ირაგაში სეირნობისას, ისევე გრძნობს თავს ქართველად, როგორც სოფლის დანარჩენი 161 მაცხოვრებელი. მისთვის და თეთრწყაროს მუნიციპალიტეტში დარჩენილი სხვა ბერძნებისთვის სამშობლო მარტივი ცნება არ არის.
ბერძნები საქართველოში, ორ სამშობლოს შუა
გიორგი ჭანტურიამ მამობის ტვირთი პირველად მაშინ გამოსცადა, როცა 26 წლის იყო და მისი შვილის, სანდროს, გაუჩერებელი ტირილი და უძილობა მას და მის ცოლს მოსვენებას აკარგვინებდა. გიორგიმ, რომელიც მაშინ განათლების სამინისტროში მუშაობდა, ქართველი კაცებისათვის უჩვეულო ნაბიჯი გადადგა და დეკრეტული შვებულება აიღო.
ნაკლებად ცნობილი დეკრეტი საქართველოში
ლაბირინთი, სადაც ერთმანეთთან მჭიდროდ მიწყობილი მაღაზიები მოყავისფრო თუნუქითაა გადახურული, 1995 წელს გაიხსნა. 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლამ საქართველო ორ სამოქალაქო ომამდე მიიყვანა, რამაც ქვეყნის ეკონომიკა მიწასთან გაასწორა, ხალხი კი პურის უსასრულო რიგში ჩააყენა. სასოწარკვეთილი თბილისელები ახალგახსნილ ბაზრობას მიაწყდნენ, რათა სააბაზანო ოთახებისა თუ სახლის სახურავების შესაკეთებლად მასალები იაფად ეყიდათ. მას შემდეგ, ყოველდღიურად, აქ ათასობით მოვაჭრე ყიდის საშხაპე მილებსა და ონკანებს, ქანჩებსა და ჭანჭიკებს, სახრახნისებსა და ჩაქუჩებს, კაბელებსა და შედუღების აპარატებს, საღებავებსა და ფუნჯებს – ყველაფერს, რაც შეიძლება დაგჭირდეს.