ამბავი
04.01.2019
რუსლან გუჯარაიძე თრუსოს ხეობაში, კართსოფელის ერთადერთი მცხოვრებია. ეს შორეული სოფელი ჩრდილოეთ საქართველოში, რუსეთის ფედერაციის საზღვარსა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვარს შორის მდებარეობს. თრუსო კავკასიის შუაგულია, სადაც მდინარე თერგი სათავეს იღებს, შემდეგ ჩეჩნეთსა და დაღესტანში მიედინება და ბოლოს კასპიის ზღვაში ჩაედინება.