მენოპაუზაზე არ ვფიქრობთ მანამ, სანამ ერთხელაც ფაქტის წინაშე არ დავდგებით. არავინ ისვამს 20-30 წლის ქალს გვერდით და არ უხსნის, რას უნდა ელოდოს: რა მოჰყვება ესტროგენის დაბალ დონეს, ან როგორ გაუმკლავდეს ალებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში. სამედიცინო გაგებით, მენოპაუზა ბუნებრივი პროცესია, რომელიც ქალს 45-დან 55 წლამდე ასაკში ეწყება.
ავტორები
სოფი ბერია
სოფი ბერია ახალგაზრდა აქტივისტია და ადამიანის უფლებების მიმართულებით მუშაობს. განსაკუთრებით აინტერესებს და იკვლევს ისეთ საკითხებს, რომლებიც გენდერულ თანასწორობას, ახალგაზრების ჩართულობას, სექსუალურ განათლებას, ასევე სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და
უფლებებს უკავშირდება. ის არაერთი ტრენინგის მონაწილე და ორგანიზატორია. სოფი პირველი ქართული ვებგვერდის www.allaboutyou.ge-ს თანაავტორია, რომელიც ახალგაზრდებს საკუთარი სხეულისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ აწვდის ინფორმაციას. 2019 წლის თებერვლიდან სოფი YouAct-ის, სექსუალურ და რეპროდუქციულ უფლებებზე მომუშავე ევროპის ახალგაზრდული ქსელის ხელმძღვანელი კომიტეტის თავმჯდომარეა.