ქალები კარგად არიან: ცხოვრება მენოპაუზის შემდეგ

ავტორი: სოფი ბერია, სოფი მდივნიშვილი
18.09.19
ბევრი ჩვენგანის ცოდნა მენოპაუზის შესახებ უკბილო ხუმრობებით შემოიფარგლება და მისი მსხვერპლი ნებისმიერი ქალი შეიძლება გახდეს. „რა კლიმაქსიანივით იქცევი“ - ის ფრაზაა, რომელსაც დაუფიქრებლად ვისვრით, შედეგებზე კი არ ვფიქრობთ. რასაკვირველია, საზოგადოებაში ნებისმიერ თემაზე არსებობს დეზინფორმაცია და მითები. ამ თვალსაზრისით არც მენოპაუზა წარმოადგენს გამონაკლისს, - ყვება 54 წლის ანა*, პედაგოგი. ხშირად მომისმენია ასაკოვანი  ქალის მიმართ შეურაცხმყოფელი, სექსისტური გამონათქვამები, რომ ის ქალად არ გამოდგება, გამოშტერდა, კლიმაქსი აქვს.“ შეკითხვაზე, უგრძნობინებიათ თუ არა თავი არასასიამოვნოდ, მპასუხობს, რომ იშვიათად, მაგრამ ყოფილა შემთხვევები, როდესაც თავი უხერხულად უგრძვნია.

სამედიცინო გაგებით, მენოპაუზა ბუნებრივი პროცესია, რომელიც ქალს 45-დან 55 წლამდე ასაკში ეწყება. ის სამი ნაწილისგან შედგება: პერიმენოპაუზა, მენოპაუზა და პოსტ-მენოპაუზა. ესტროგენის დონე იკლებს. საკვერცხეები ფოლიკულების მომწიფებას წყვეტენ. მენსტრუაცია წყდება.   ტამპონებსა და პაკეტებზე ფულს აღარ დავხარჯავთ, არც ტკივილგამაყუჩებლებს დავლევთ მუცლის აუტანელი ტკივილის გამო. აღარ დაგვჭირდება კონტრაცეფცია და არც დარდი იმაზე, რომ შემთხვევით ორსულად დავრჩებით - შვილს ხომ ვეღარ ვიყოლიებთ; ბუნებრივად, ყოველ შემთხვევაში.

მენოპაუზაზე არ ვფიქრობთ მანამ, სანამ ერთხელაც ფაქტის წინაშე არ დავდგებით. არავინ ისვამს 20-30 წლის ქალს გვერდით და არ უხსნის, რას უნდა ელოდოს: რა მოჰყვება ესტროგენის დაბალ დონეს, ან როგორ გაუმკლავდეს ალებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში. თუკი ყველანი ვთანხმდებით, რომ მენსტრუაციის შესახებ ინფორმაცია გოგონებს გარდატეხის ასაკამდე უნდა მივაწოდოთ, მაშინ რატომ არ ვაკეთებთ იმავეს მენოპაუზის შემთხვევაში? ორივე გამოცდილება ხომ ასე მჭიდროდაა დაკავშირებული. ინფორმაციის არქონაც ერთნაირად უსუსურ მდგომარეობაში გვაყენებს: არ ვიცით რას ველოდოთ, როდის, და, რაც მთავარია, ვის უნდა მივმართოთ. რასაკვირველია, ქალმა უნდამოუსმინოსსაკუთარი სხეულის ხმას. მენოპაუზის დადგომამდე უნდა ისწავლოს მისი  სიგნალების  მიღება დაგაშიფრვა, აღნიშნავს ანათუმცა, ეს არ გამორიცხავს სიურპრიზებს, რომელთა შორისაც, პირველ რიგში, წონაში მომატებას დავასახელებდი.“

„ხშირად მომისმენია ასაკოვანი ქალის მიმართ შეურაცხმყოფელი, სექსისტური გამონათქვამები, რომ ის ქალად არ გამოდგება, გამოშტერდა, კლიმაქსი აქვს.“
სამედიცინო გაგებით, მენოპაუზა ბუნებრივი პროცესია, რომელიც ქალს 45-დან 55 წლამდე ასაკში ეწყება. ტამპონებსა და პაკეტებზე ფულს აღარ დავხარჯავთ, არც ტკივილგამაყუჩებლებს დავლევთ მუცლის აუტანელი ტკივილის გამო.
„რასაკვირველია, ქალმა უნდა „მოუსმინოს“ საკუთარი სხეულის ხმას. მენოპაუზის დადგომამდე უნდა ისწავლოს მისი სიგნალების მიღება და „გაშიფრვა“, აღნიშნავს ანა.
ბევრი საკუთარ თავს ვეღარ აღიქვამს, განიცდის დისკომფორტსა და ტკივილს. თითქოს სხეული, რომელიც ოდესღაც გვქონდა - გაქრა და ეს შემაძრწუნებელია. სხეული იცვლის ფორმას და ფიქრობ, ნუთუ ეს მე ვარ? არ გშველის დიეტა, რომელსაც გიჟური სამუშაო რეჟიმის გამო ვერ იცავ, გიწევს გარდერობისა და ჩაცმის სტილის შეცვლა. საყვარელ შარვალში ვეღარ ეტევი, მაგრამ მაინც ინახავასეთ სიტუაციასთან გამკლავებაში  ძირითადად  იუმორი  მეხმარება. სიცილი საუკეთესო საშუალებაა ახალი, გასუქებულიმესგასაცნობად და მასთან ჰარმონიული ურთიერთობის დასამყარებლად.“ 

ნაცნობი სიტუაციაა? ეს განცდები ქალებს გარდატეხის ასაკშიც გამოგვივლია: მენსტრუაცია, თმიანობა, ჰორმონები და გაუცხოვება საკუთარი შეცვლილი სხეულის მიმართ. შიში, რომ პირვანდელ - შეჩვეულ სახეს ვეღარ დავუბრუნდებით. მაგრამ, მენოპაუზისგან განსხვავებით, მენსტრუაციის მოსვლას საზოგადოება (და ოჯახი) დღესასწაულად მიიჩნევს. „ქალობაშიშევაბიჯეთ. ფასი მოგვემატა. სხეული უკვე მზადაა ყველაზე წმინდა და საკრალული როლის - რეპროდუქციის - შესასრულებლად.

და ამის საპირწონედ არის მენოპაუზა. ყველა ის უჯრედი, რომელიც რომელიღაც განმარტებითა თუ აღწერით ქალის კატეგორიაში გვსვამს, ისევ ადგილზეა, თუმცა ფუნქცია დაკარგული აქვს. გვეშინია
მენოპაუზა ავტომატურად სიბერესთან ასოცირდება, ეს კი ტაბუდადებული თემაა. სიბერე არ არის ავადმყოფობა და მას ვერ შევებრძოლებით, ამბობს ანა. თუმცა, ასაკთან ბრძოლის უამრავი მაგალითი გვაქვს გარშემო: ჭაღარა უნდა დავიფაროთ, კანი - გადავიჭიმოთ, ხოლო ვაგინა - გავიახალგაზრდავოთ. სტრესი გვემატება, როცა ნაოჭების საწინააღმდეგო კრემის რეკლამაში სახეგადაწმენდილ, 25 წლის კარა დელავინს ვხედავთ.

საზოგადოების მესიჯი გასაგებია: ასაკში შესული ქალი სექსუალური არ არის, და ჩვენც ეჭვი გვჭამს: არსებობს მენოპაუზის შემდეგ სექსი და ორგაზმი? რას ნიშნავს იყო ქალი, რომელსაც შვილის ყოლა აღარ შეუძლია? არსებობს სხვანაირი ცხოვრებაც? და თუ კი, მაშინ როგორია ის? მიუხედავად იმისა საკუთარ თავს როგორ განვსაზღვრავთ, საზოგადოება მაინც ჩვენი რეპროდუქციული ორაგნოებითა და შთამომავლობის დატოვების უნარით განგვსჯის. რასაც არ უნდა ვფიქრობდეთ საკუთარ სქესზე, გენდერზე, იდენტობასა თუ ბედზე, ფაქტია, რომ ფიზიკურად ვიცვლებით და თუ მენსტრუაციით საზოგადოების თვალშიქალები ვხდებით“, მენოპაუზით - „ქალობას ვკარგავთ“.

და რა რჩება ამ დროს ჩვენგან? ან რისი დაკარგვის უფრო გვეშინია - ფემინურობის, თუ ქალობის? იქნებ უფრო საინტერესო ისაა, რამდენად განსხვავდება ეს ორი ერთმანეთისგანთუ ქალობა მხოლოდ შვილის ყოლის უნარით განისაზღვრება, მაშინ მენოპაუზა ხომ ჩვენ მენსტრუაციამდელ თავთან დაბრუნებას ნიშნავს? როგორია ქალი, რომელიც გათავისუფლდა საზოგადოების მიერ გაწერილი სექსუალური და რეპროდუქციული ბედისწერისგან? იქნებ ცხოვრების ამ ეტაპზე უფრო მეტს ვიძენთ, ვიდრე ვკარგავთ? ქალობა ხომ მხოლოდ შვილის ყოლითა და სხვის თვალში სასურველობით არ იზომება. ბუნებრივია, რომ არა

ბევრი საკუთარი თავს ვეღარ აღიქვამს, განიცდის დისკომფორტსა და ტკივილს. თითქოს სხეული, რომელიც ოდესღაც გვქონდა - გაქრა და ეს შემაძრწუნებელია.
„სხეული იცვლის ფორმას და ფიქრობ, ნუთუ ეს მე ვარ?
მენოპაუზა ავტომატურად სიბერესთან ასოცირდება, ეს კი ტაბუდადებული თემაა.
მენოპაუზა ტრანზიციის სიმბოლოა. იგი უამრავ კითხვას აღძრავს და ყველა მათგანის გადააზრებას მოითხოვს. მეტაფორულად რაღაცის სიკვდილს და ამავდროულად, განახლებას ნიშნავს - ქალის თავისუფლებას, რომელიც კაცის მზერისგან, სექსუალიზებისა და გასაგნებისგან საბოლოოდ გათავისუფლდა. ეს ბრძოლაა, რომელსაც ქალები უკვე დიდი ხნის წინ შევეჩვიეთ. ქალობა და ფემინურობა, დაბადებით, თუ დროთა განმავლობაში, ფლუიდური პროცესია და ბუნებრივია, თუ გვაშინებს. გასაკვირი არც ის არის, თუ ამ პროცესში მოულოდნელად, საკუთარ თავს ვიპოვით


ქალი ნებისმიერ ასაკში შეიძლება იყოს სასურველი  და ჰქონდეს  ჰარმონიული სექსუალური ცხოვრება“, ამბობს ანა და მართალია; სექსუალური ლტოლვა ავტომატურად არ ქრება ასაკის მატებასთან ერთად. შესაძლოა სიამოვნების მიღების ტექნიკა შესაცვლელი, ან გასაუმჯობესებელი გაგვიხდეს, თუმცა სწორი კომუნიკაცია და ცოტა ფანტაზია ამ პრობლემასაც გადაგვალახინებს. დღეს უამრავი საშუალება არსებობს მენოპაუზის სიმპტომების სამკურნალოდ, თუ შესამცირებლად. გინეკოლოგის უპირველესი მოვალეობა კი სწორედ ის არის, რომ თითოეულ შესაძლო ვარიანტზე გვესაუბროს, რომ ჩვენი სხეულისთვის საუკეთესო არჩევანი გავაკეთოთ. მთავარია საკუთარ თავში არ ჩავიკეტოთ, ან თვითმკურნალობა არ დავიწყოთ. ექიმთან კონსულტაცია აუცილებელია,“ ამატებს ანა.

თუ ქალი ვერ ლაპარაკობს მენოპაუზაზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა მას ეს პირადად ეხება ან აწუხებს, ეს რასაკვირველია იმ სოციუმის, იმ გარემოს ნაკლზე მიუთითებს, სადაც ის ცხოვრობს. მაგრამ, რეალობა ისაა, რომ საუბარი ამ პრობლემებთან გამკლავებაში გვეხმარება“, გვიხსნის ანა. ნებისმიერ  თემაზეა საუბარი შესაძლებელი, როცა ადამიანი ამას თანდათან ეჩვევა. აღზრდის პროცესში, რომელშიც მშობლებთან ერთად, პირდაპირ თუ ირიბად, ჩართულია სკოლა, პედაგოგები, ნათესავები, აგრეთვე მეზობლები, გარემო, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები და ა.შ. გოგონას უნდა  აუხსნანასწავლონ, რომ მას აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება. თუმცა, ჩვენს საზოგადოებაში სამწუხაროდ დღესაც შთააგონებენ გოგონებს, რომ თავი უნდა შეიკავონ, მოითმინონ მაშინაც კი, როცა რაღაც აწუხებთ. ესტრადიცია“  ხშირად დედიდან ქალიშვილზე გადადის, განსაკუთრებით რეგიონებში და საზოგადოება სიამოვნებით იტყუებს თავს, რომ ყველაფერი რიგზეა. სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უპირველესი გამოწვევა ქალებისთვის სწორ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობაა. ინფორმირებულობა კი იმ ილუზიის, შეიძლება ითქვას მითის დაძლევაში დაგვეხმარება, რომ თითქოს მენოპაუზის დადგომა  აქტიური ცხოვრების დამთავრებას ნიშნავს. ჩვენ შეგვიძლია გვიყვარდეს და ვუყვარდეთ, ჩვენ ნებისმიერ ასაკში შეგვიძლია ვიამაყოთ საკუთარი შესაძლებლობებით!“
მენოპაუზა ტრანზიციის სიმბოლოა. იგი უამრავ კითხვას აღძრავს და ყველა მათგანის გადააზრებას მოითხოვს.
საზოგადოების მესიჯი გასაგებია: ასაკში შესული ქალი სექსუალური არ არის, და ჩვენც ეჭვი გვჭამს: არსებობს მენოპაუზის შემდეგ სექსი და ორგაზმი? რას ნიშნავს იყო ქალი, რომელსაც შვილის ყოლა აღარ შეუძლია? არსებობს სხვანაირი ცხოვრებაც? და თუ კი, მაშინ როგორია ის?
რასაც არ უნდა ვფიქრობდეთ საკუთარ სქესზე, გენდერზე, იდენტობასა თუ ბედზე, ფაქტია, რომ ფიზიკურად ვიცვლებით და თუ მენსტრუაციით საზოგადოების თვალში „ქალები ვხდებით,” მენოპაუზით - „ქალობას ვკარგავთ.”
ქალობა და ფემინურობა, დაბადებით, თუ დროთა განმავლობაში, ფლუიდური პროცესია და ბუნებრივია, თუ გვაშინებს. გასაკვირი არც ის არის, თუ ამ პროცესში მოულოდნელად, საკუთარ თავს ვიპოვით.
ვინაიდან ანა ერთადერთი იყო, ვინც ამ სტატიაში გამოცდილების გაზიარებაზე დაგვთანხმდა, ვკითხე, უჭირს თუ არა მენოპაუზაზე ლაპარაკი? რაზეც მპასუხობს, რომ საუბრობს  ბუნებრივად  და ძირითადად  მაშინ, როცაკლიმაქსისმოახლოებით დაშინებულ ქალებს ხედავს. ვცდილობ ისინი დავამშვიდო და დავარწმუნო, რომ მენოპაუზა არ ნიშნავს იყო არასასურველი, ან თუნდაც უფუნქციოდ დარჩენილი  ქალი.“ 

მენოპაუზა არ უნდა იყოს ტაბუ, არ უნდა იყოს ის, რასაც მარტოები გავივლით. ამისთვის ნარატივში ცვლილებებია საჭირო. საზოგადოება უამრავ სტანდარტს, უამრავ პასუხისმგებლობას გვიწესებს და თუნდაც ხანდახან ვფიქრობდეთ, რომ ჭკუიდან ვიშლებით, ერთადერთი გამოსავალი ისევ ისაა, რომ საკუთარ თავთან გულწრფელები ვიყოთ. მოვუსმინოთ ჩვენ სხეულებს და ჩვენი თავის ადვოკატები თვითონ ვიყოთ. ბუნებრივია, რომ სხეული ასაკთან ერთად იცვლება, ხოლო იმისთვის, რომ საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლი დავიბრუნოთ, ჩვენს გრძელვადიან სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაში უნდა ჩავდოთ ინვესტიცია - ასაკისა და ჰორმონების დონის მიუხედავად

*სტატიაში, რესპონდენტის თხოვნით, სახელი შეცვლილია. 

 

ტექსტი: სოფი ბერია
ფოტო: სოფო მდივნიშვილი

სოფი ბერია ახალგაზრდა აქტივისტია და ადამიანის უფლებების მიმართულებით მუშაობს. განსაკუთრებით აინტერესებს და იკვლევს ისეთ საკითხებს, რომლებიც გენდერულ თანასწორობას, ახალგაზრების ჩართულობას, სექსუალურ განათლებას, ასევე სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებს უკავშირდება. ის არაერთი ტრენინგის მონაწილე და ორგანიზატორიასოფი პირველი ქართული ვებგვერდის www.allaboutyou.ge- თანაავტორია, რომელიც ახალგაზრდებს საკუთარი სხეულისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ აწვდის ინფორმაციას. 2019 წლის თებერვლიდან სოფი YouAct-ის, სექსუალურ და რეპროდუქციულ უფლებებზე მომუშავე ევროპის ახალგაზრდული ქსელის ხელმძღვანელი კომიტეტის თავმჯდომარეა.


გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია