მენოპაუზაზე არ ვფიქრობთ მანამ, სანამ ერთხელაც ფაქტის წინაშე არ დავდგებით. არავინ ისვამს 20-30 წლის ქალს გვერდით და არ უხსნის, რას უნდა ელოდოს: რა მოჰყვება ესტროგენის დაბალ დონეს, ან როგორ გაუმკლავდეს ალებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში. სამედიცინო გაგებით, მენოპაუზა ბუნებრივი პროცესია, რომელიც ქალს 45-დან 55 წლამდე ასაკში ეწყება.
ავტორები
სოფი მდივნიშვილი
ავტორის ისტორიები
ქალები კარგად არიან: ცხოვრება მენოპაუზის შემდეგ
კიბო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა საქართველოში, ძუძუს კიბო მათ შორის პირველ ადგილზეა. ამ დიაგნოზით გარდაცვლილთა რაოდენობაც ყველაზე მაღალია. მიუხედავად იმისა, რომ დაავადების გამოვლენის ადრეულ ეტაპზე, ბევრი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეიძლება (მარი ბობოხიას შემთხვევაშიც, დაავადება რემისიის სტადიაშია), მაინც ბევრი ქალი იღუპება. “ზოგჯერ მიზეზი მხოლოდ უფულობაა, მკურნალობის ფულს ვერ იხდიან,” ამბობს ანა მაზანიშვილი “ევროპა დონნა საქართველოს” პრეზიდენტი და “ვარდისფერი სივრცის” თანადამფუძნებელი.
ქალები ვარდისფერი ბაფთით
ბავშვობაში როცა თავს სევდიანად ვგრძნობდი, ოთახში ვიკეტებოდი, ფანჯარას ვაღებდი, იატაკზე ვწვებოდი და ღმერთს ველოდებოდი სალაპარაკოდ. ღმერთთან აღარ ვმეგობრობ, მაგრამ ეს ტრადიცია საკუთარ თავთან სალაპარაკოდ შევინარჩუნე.
როცა საკუთარ სხეულს ვერსად გაურბიხარ
ჩემი იდენტობა ჩემს სოციალურ ვალდებულებებთან სულ წინააღმდეგობაში იყო. არასოდეს მიგრძვნია თავისუფლება, ჩემი ცხოვრების წესს მე ვერ ვირჩევდი. იმ გარემოში, სადაც ვიზრდებოდი, ოჯახში ძალადობა, სმა, აზარტული თამაშები, ქალების ჩაგვრა ძალიან ჩვეულებრივი რამ იყო. უფრო მეტიც, მხოლოდ ასეთი ქცევა აღიქმებოდა “კაცურად”.
შიში და გაუცხოება
სამხრეთ კავკასიაში მცხოვრები სექსუალური უმცირესობებისთვის, სახლი სულაც არ ნიშნავს სამოთხეს. სამივე ქვეყანაში სექსუალური უმცირესობები მხოლოდ იმის გამო ისჯებიან, რომ ისინი საკუთარ იდენტობას არ უარყოფენ. ევროპულ ქვეყნებს შორის, ყველაზე გაუსაძლისი მათი ცხოვრება აზერბაიჯანშია. იქ გეი და ტრანსგენდერ მოქალაქეებს პოლიცია უკანონოდ აკავებს და ზოგჯერ აწამებს კიდეც.