მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური
01.29.2020
მაშინ როცა საქართველოდან შორს, რამდენიმე აფხაზს შორის პირველად აღმოვჩნდი მარტო, მახსოვს, ბევრი შეკითხვა და ემოცია მომეძალა ერთბაშად. მინდოდა მეტი მცოდნოდა მათზე. მაგალითად, როგორია ჩემი ტოლი აფხაზის ერთი ჩვეულებრივი დღე? თავისუფალ დროს რას აკეთებს? მოგზაურობს თუ არა სადმე? რა გამოწვევები და შესაძლებლობები აქვს ყოველდღიურად? სახლში თუ აქვს რამე კონფლიქტი?