მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური
02.26.2020
მარინა ბერიძე აჭარელი ეკომიგრანტია, რომელიც “ოცნების ქალაქის” ერთ-ერთი პირველი მცხოვრები გახდა. მისმა ოჯახმა ბათუმთან ახლოს პატარა ქოხი მას შემდეგ ჩადგა, რაც 2012 წელს ახალმა ხელისუფლებამ აჭარელ ეკომიგრანტებს ახალი სახლების აშენების პირობა მისცა. მას შემდეგ მარინასთან ერთად აქ ასობით ოჯახი ჩამოვიდა და დღეს 1700-ზე მეტი ცხოვრობს უკვე.