ბრძოლა სრულ განაკვეთზე

26.02.20
მარინა ბერიძე აჭარელი ეკომიგრანტია, რომელიცოცნების ქალაქისერთ-ერთი პირველი მცხოვრები გახდა. მისმა ოჯახმა ბათუმთან ახლოს პატარა ქოხი მას შემდეგ ჩადგა, რაც 2012 წელს ახალმა ხელისუფლებამ აჭარელ ეკომიგრანტებს ახალი სახლების აშენების პირობა მისცა. მას შემდეგ მარინასთან ერთად აქ ასობით ოჯახი ჩამოვიდა და დღეს 1700-ზე მეტი ცხოვრობს უკვე.

8 წელია რაც მარინა ამ დასახლების ლიდერია და ბინის მისაღებად ისე იბრძვის, როგორც შეუძლია. ხელისუფლებას პირობის შესრულებას  პერიოდულად სხვადასხვა გზით ახსენებს და სჯერა, რომ ერთ დღესაც იქ კარგი ქალაქი ნამდვილად აშენდება.