ჩემმა პირადმა ტრანსფორმაციამ, პარკებისა და მწვანე სივრცეების მნიშვნელობის გადააზრებამ, შთამაგონა გამეგო სხვა ადამიანების ცვლილების შესახებაც. რამდენიმე კვირის განმავლობაში ვიკვლევდი, ვკითხულობდი სხვადასხვა ტექსტებს; ველაპარაკებოდი აქტივისტებს, მეგობრებსა და პარკში აქტიურ მოსიარულეებს. აღმოვაჩინე რომ ჩემ გარშემო, მწვანე სივრცის დამფასებლების რიცხვი კიდევ უფრო გაზრდილიყო. ბოლო წლებში, თბილისის მწვანე საფარის განადგურებაც, ამ ფონზე კიდევ უფრო მტკივნეულად მეჩვენა.
ავტორები
ანნა ძიაპშიპა
ანნა ძიაპშიპა საქდოკ ფილმის ერთ-ერთი დამფუძნებელია, ამჟამად მუშაობს კომპანიაში როგორც პროდიუსერი და პროექტების მენეჯერი. მანამდე, 5 წლის განმავლობაში იყო კინოექსპორტის დეპარტამენტის ხელძღვანელი საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში. მისი ძირითადი საქმიანობა საერთაშორისო ფონდებთან და ორგანიზაციებთან კონტაქტი იყო, ასევე ქართული ფილმების წარდგენა საერთაშორისო ფესტივალებსა და კინობაზრობებზე. 2009 წელს მან ორგანიზება გაუწია დოკუმენტური ფილმების პირველ ფორუმს Pitch.Doc. ანნა ასევე მუშაობდა სხვადასხვა ტრეინინგებისა და ვორქშოფების ორგანიზებაზე. ამჟამად მუშაობს საკუთარ დოკუმენტურ ფილმზე როგორც რეჟისორი. 2015 ოგასავარა - რეჟ., ტატო კოტეტიშვილი 2015 ორმაგი უცხოები - რეჟ., უგის ოლტე, კო-პროდიუსერი., ულდის ჩეკულისი 2011 ბახმარო - რეჟ., სალომე ჯაში
ავტორის ისტორიები
მიწიერი ტკბობის ბაღები
რას ნიშნავს ქართული სახელოვნებო პროტესტი ან აქტივიზმი და რამდენად ეხმიანება ის ჩვენ ტურბულენტურ უახლეს ისტორიას? ეს ფილმი ერთგვარი მცდელობაა მონიშნოს ამ პროცესის მონაწილეების ნაწილი და ინტერვიუების მეშვეობით სხვადასხვა მხრიდან შეეხოს საკითხს. ოთხი რესპოდენტი ისტორიული, კულტურულოგიური, დოკუმენტური და სახელოვნებო პერსპექტივით ლაპარაკობს არტისტულ პროტესტზე, იშველიებს მაგალითებს და პასუხების გარდა საინტერესო კითხვებსაც სვამს.
ხელოვნება და პროტესტი
“წარმოუდგენელია ამის გავლა კიდევ ერთხელ შევძლო” - მითხრა გურამ წიბახაშვილმა, როდესაც მის არქივში 1990-იანი წლების ამსახველ აურაცხელი რაოდენობის ფოტოებს ვათვალიერებდით. გურამს ფოტოები წლების მიხედვით აქვს დახარისხებული. ყველა ფოტო ორ, ან ხანდახან უფრო მეტ განსხვავებულ ამბავს ყვება: იმას რასაც ვხედავთ და იმას რასაც ვგრძნობთ, როდესაც უახლესი წარსულის ეპიზოდები გვახსენდება. საქართველოში თავისუფლება დემონსტრაციებით, დარბეული მიტინგებით, სამოქალაქო ომით, კრიმინალური გარჩევებით, ეთნიკური კონფლიქტებით, შიმშილით და უშუქობით დაიწყო. თუმცა თავისუფლებამ ასევე მოიტანა ძალიან საინტერესო პროცესები ხელოვნებაში. წიბახაც ამ პროცესის მონაწილე იყო, ის შიგნიდან იცნობდა სხვადასხვა ხელოვანთა მოძრაობას, მეგობრობდა მათთან და გამუდმებით იღებდა. მისი კამერა თითქოს დამატებითი თვალია, რომელიც ყველა მნიშვნელოვან მოძრაობას აფიქსირებს და ინახავს. ქვეყანაში სადაც ხშირად ისტორიას პათეტიკური და ნაციონალისტური ელფერი დაჰკრავს, ეს არქივი ყველაზე ძვირფასი წყაროა გასახსენებლად და დასაფიქრებლად.
"ძვირფასი ბინძური თბილისი"
თითქმის არ მახსოვს ადამიანი, ვისაც სოლოლაკში, გ. ქიქოძის 11-ში მდებარე სახლისთვის ყურადღება არ მიუქცევია. ე.წ. მახარაძის სახლის ფართო აივნები, მაღალი ჭერი, აივნის წინ პალმა საბჭოთა საქართველოს სისხლიან ისტორიებს ინახავს. 1914 წელს აშენებული, მოდერნის სტილის შენობის შიგნით მოძალადის და მსხვერპლის ერთმანეთში გადახლართული ამბები იმალება. ეს სახლი მოდელია, რომელიც ბევრ სხვა “ტერორის სახლთან” ერთად საბჭოთა საქართველოს ისტორიის მოწმეა. სახლი საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის წითელი ტერორის ამსახველი ტურის ერთ-ერთი ობიექტია. ორგანიზაციის მკვლევარი, ირაკლი ხვადაგიანი ამ სახლის და მისი მაცხოვრებლების ამბებს ყვება.
ჭვრეტა
ყველაზე მეტად ბავშვობის მეხსიერების აღდგენა მაინტერესებს. ამისთვის თითქმის ყველა ხერხს მივმართავ. ცოტა ხნის წინ ფრაგმენტულად შემორჩენული მოგონებების გახსენება VHS-ის ვიდეოკასეტების გაციფრულებით გადავწყვიტე. VHS-ების დიდი დასტა მაგიდაზე მეწყო, ზოგს გადახვევით, ზოგს კი თავიდან ბოლომდე ვნახულობდი. რამდენიმე დღის განმავლობაში ვუყურებდი იატაკქვეშეთში რუსულად გახმოვანებულ ფილმებს, საოჯახო ვიდეოებსა და MTV-დან ჩაწერილ მუსიკალურ კლიპებს. კასეტების ყურებისას მეხსიერებიდან თითქმის საერთოდ გამქრალი დღეებიც კი ამომიტივტივდა. წარსულთან ამ უცნაური კომუნიკაციისას ერთ მნიშვნელოვან კასეტას წავაწყდი. სწორედ ეს დაზიანებული, მაგნიტური ფირი გამოვიყენე ჩემი ექსპერიმენტული ვიდეოს შესაქმნელად.
უფრო მეტი, ვიდრე სიტყვა
ეს მულტიმედია პროექტი 2012 წლის დღიურის ამონარიდებისგან შედგება. იმ დროიდან ბევრი პირადი ვიდეო, აუდიო, ტექსტი და ფოტო დამიგროვდა. როდესაც მათი შერწყმა და გასაჯაროება გადავწყვიტე, ჩემივე მასალაში დავიკარგე. გამოსავლის ძებნა აღიარების სირთულეს გავდა. მედიუმების გაერთიანების მცდელობისას გავიაზრე, რომ პირადი პორტრეტის პატარა, მაგრამ მნიშვნელოვან დეტალს გავცემდი.
მე მქონდა ცარიელი სივრცე
იმისთვის რომ მთლიანობა მიმეღო, სხეულები და სიტყვები დავანაწევრე. სისრულის მოსაძებნად ყველაზე ფემინურ და საკრალურ სივრცეში შევედი. სივრცეში სადაც, ერთი შეხედვით ყველაზე მეტი “სხეულებრიობაა”, თუმცა ზუსტად ამის ხარჯზე ხდება სხეულის დავიწყება, სილამაზის სტანდარტების დათმობა და ერთიანი, დიდი, ქალური სხეულის და სათქმელის შექმნა. ყველაზე მკვეთრად, ალბათ ამ ვიდეოზე მუშაობისას გავიაზრე გამოსახულების და ტექსტის ძალა, დანაწევრების ხარჯზე ერთიანობის მიღების მცდელობა. მაგრამ, ზუსტად იმავეს რასაც შეუძლია შექმნა, აქვს დაშლის უნარი. ამ უნარს დღევანდელი სამყაროც იყენებს, სარეკლამო ტექსტები და ფოტოები ყოველდღიურად ხდება ჩვენი არასრულყოფილების, სხეულების განადგურების მიზეზი. ჩვენი გზა დღევანდელი სამყაროს მიერ შემოთავაზებულ იდეალამდე ჩვენივე თავის დანაწევრებაზე, საკუთარი თავის გაუცხოვებაზე გადის. როდესაც ამ ვიდეოს ამეტყველებაზე ვფიქრობდი, ქალების ტექსტებთან მივედი, მათი სიტყვები იყო თამამი და გულწრფელი. მე მათი გაერთიანება მინდოდა თუმცა ისინი cut-up-ის ტექნიკით დავჭერი. უცნაურია, რაც მათი შერწყმის მერე მივიღე, პირადად ჩემი და ალბათ ბევრი ქალის მანიფესტი აღმოჩნდება. ჩვენი ერთიანი, სრულყოფილი სხეული და მისი ხმა.
მონადირე აარსებს ქალაქს
დოკუმენტალისტ ანა ძიაპშიპას ექსპერიმენტული ვიდეო ეროვნების და იდენტობის სირთულეზე ყვება. როგორია იცხოვრო განსხვავებული ჟღერადობის სხვა გვარით საქართველოში, რომელიც ყურადღების გარეშე არასოდეს რჩება. კონკრეტულად ამ გვარზე, ან დინამოს ცნობილი ფეხბურთელი ნიაზ ძიაპშიპა ახსენდებათ, ან დაკარგული აფხაზეთი. თუმცა მისი სწორად წარმოთქმა და დაწერა ყოველთვის გამოწვევაა.
ძიაპშიპად ყოფნის შესახებ
რეპროდუქციული ჯანმრთელობა პოლიტიკური საკითხია, გადამწყვეტი ქალების გაძლიერებისთვის, სოციალური სტატუსისთვის, ჯანმრთელობისთვის და არჩევანის უფლებისთვის. იმისთვის, რომ ამ თემისთვის ვიზუალური განზომილება მეპოვნა სიტყვა “რეპროდუქციის” სხვა მნიშვნელობებზეც ვფიქრობდი. მინდოდა, საარქივო მასალა გამომეყენებინა და იმ ქალების ხმაც გამეგო, რომლებსაც ამ საკითხის შესახებ ცოდნა არ ქონდათ. არქივის “რეპროდუსირებამ” კი სხვადასხვა პერიოდის ქალების დიალოგამდე მიმიყვანა, იმ გამოწვევებამდე და წარმოდგენებამდე, რომლებიც განსხვავებული დროითი განზომილების და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიუხედავად საერთო გვაქვს.
რას ფიქრობთ მაშინ, როდესაც ოცნებობთ სახლზე
საქართველოს უახლესი ისტორია პროტესტის ისტორიაა, მათ შორის ინდივიდუალური პროტესტის. იმ დროსაც კი, როდესაც აზრის გამოთქმა ძნელად წარმოსადგენი გვეჩვენებოდა, ადამიანები გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას სისტემის, ძალაუფლების და რეჟიმების წინააღმდეგ, მათ შორის მარტოც.