19.11.2021 - 23.11.2021

Chai Khana-ს წიგნის პრეზენტაცია და გამოფენა

Artarea
19 ნოემბერს Chai Khana და KOLGA TBILISI PHOTO ნორვეგიის საელჩოს მხარდაჭერით გეპატიჟებით წიგნის პრეზენტაციასა და ფოტო გამოფენაზე!
 
"მთელის ნაწილაკები" ფოტო ალბომია და საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა ეთნიკურ და ენობრივ ჯგუფზე გვიყვება. ზოგიერთი შედარებით დიდია, მაგალითად, ეთნიკური სომხები და აზერბაიჯანელები; ზოგიერთი კი - პატარა. წიგნი იმ ადამიანების შესახებაც მოგვითხრობს, რომლებიც გადაშენების პირას მისულ ენებზე საუბრობენ: წოვა თუშური, სვანური და უდიური. მათი სარწმუნოებაც მრავალფეროვანია - ისლამი, იუდაიზმი, იეზიდი. ზოგიერთი მათგანი საქართველოში პოლონეთიდან ჩამოსახლდა, ზოგიერთი, საბერძნეთიდან. პრინციპში, ციფრებს არც აქვთ მნიშვნელობა - რამდენიმე ასეულისგან შემდგარი თემიც შეიძლება იყოს ის მნიშვნელოვანი ნაწილაკი, რომელიც ავსებს და ამდიდრებს მოზაიკას.
 
დაარსების დღიდან (2015), Chai Khana ცდილობს ასახოს და აირეკლოს ყველა თემის ხმა სამხრეთ კავკასიიდან; ძლიერი ვიზუალური გამოსახულებით გვაჩვენოს და გაგვაცნოს ხალხი, რომელსაც საკუთარ თემში გამუდმებით საზღვრებს უწესებენ. ექვის წლის თავზე, ჩვენი გამოცემაც პირველად სცდება ციფრულ საზღვრებს და ამ ხალხის ისტორიებს ბეჭდურ წიგნში აცოცხლებს.
 
ახალი თავგადასავლისთვის გაერთიანდნენ რედაქტორები მონიკა ელენა, ნინო-ანა სამხარაძე და ფოტოგრაფები: ნატა აბაშიძე-რომანოვსკაია, ლანა ანკოსი, თამუნა ჩქარეული, გიორგი დუნდუა, ხატია ნიქაბაძე, დინა ოგანოვა, ტომ პინეგარი, თაკო რობაქიძე, ელენე შენგელია, დარო სულაკაური და მანო სვანიძე.

 
- საგამოფენო სივრცის ნაწილი ღიაა და დაცულია პანდემიით გამოწვეული რეგულაციები.
- გამოფენაზე მოსული სტუმრებისთვის სავალდებულოა პირბადის ტარება.
- Chai Khana ცხელი სასმელით გაგიმასპინძლდებათ.
recent events