17.09.2023 - 24.09.2023

Chai Khana-ს ფილმები CinéDOC / BIAFF 2023-ზე

Batumi

წარმოგიდგენთ Chai Khana-ს ოთხ დოკუმენტურ ფილმს, რომლებიც CinéDOC-ის საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსში მონაწილეობენ. წელს ფესტივალი ბათუმში, ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალთან BIAFF-თან თანამშრომლობით ტარდება, 18-დან 24 სექტემბრის ჩათვლით. 

 

ანას პროცესი
რეჟ. თამარა მშვენიერაძე, მარიამ ჯაჭვაძე

ანა აბაშიძე, 36 წლის ადვოკატი და უფლებადამცველი, რომლის ანგარიშზეც 30-ზე მეტი პრეცედენტული სასამართლო საქმეა, მიუყვება პროცესს, რომელიც არამხოლოდ მისთვის, შესაძლოა, საქართველოსთვის მომავლისთვისაც, გარდამტეხი აღმოჩნდეს. 


18 / 09 | 21:30 
ერას მოედანი

21 / 09 | 21:30 
კინოთეატრი "აპოლო" (მ.აბიშიძის ქუჩა 17)


ციებ-ცხელების შემდგომ
რეჟ. სალომე ჯაში

სწრაფად გამდიდრების შესაძლებლობამ საქართველოს ბევრი რეგიონი შეიპყრო. Tesla Media — ეს სახელი, ბავშვსაც კი ეკერა პირზე. ჯავახეთის მაგალითზე, რეჟისორი სალომე ჯაში ფინანსური პირამიდის შედეგებს იკვლევს. 


21 / 09 | 20:00 
ერას მოედანი

23 / 09 | 19:00 
კინოთეატრი "აპოლო" (მ.აბიშიძის ქუჩა 17)

 


ოცნების ქალაქი 
რეჟ. მარადია ცაავა

პანდემიის დასრულების შემდეგ, უნივერსიტეტის დამამთავრებელ კურსზე, დედაქალაქში საცხოვრებლად გადმოსული მარიშა აღმოაჩენს, რომ სტუდენტური ცხოვრება იმაზე რთულია, ვიდრე ელოდა. ხელმისაწვდომი საცხოვრისის არარსებობა მარიშას სწავლის პროცესს უქმნის საფრთხეს.

 

22 / 09 | 21:30 
კინოთეატრი "აპოლო" (მ.აბიშიძის ქუჩა 17)

23 / 09 | 22:20 
ერას მოედანი


დღე და ღამე 
რეჟ. ნინო გოგუა

ფილმი "დღე და ღამე" 57 წლის მარტოხელა ქალის ცხოვრების რამდენიმე ეპიზოდზე გვიყვება. დიანა დაბადებიდან უსინათლოა და დაბადებიდან მებრძოლი. მიუხედავად ყოველდღიური გამოწვევებისა, დიანა მზადაა, გაგვიზიაროს, როგორია უსინათლო ქალის ცხოვრება იმ სტერეოტიპული მოლოდინებისა და სტიგმის მიღმა, რომელიც ასე გავრცელებულია ჩვენ გარშემო.

 

18 / 09 | 21:30 
ერას მოედანი

21 / 09 | 21:30 
კინოთეატრი "აპოლო" (მ.აბიშიძის ქუჩა 17)

recent events