21.07.2022

ფილმის ჩვენება: "სრბოლა 2022"

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსები, რომლებიც რეჟიმს ღიად უპირისპირდებოდნენ, სხვა ქვეყნებში გაიქცნენ. 30,000-ზე მეტი რუსი საქართველოში ჩამოვიდა. ზოგიერთი მათგანი პოლიტიკურ ზეწოლასა და სანქციებს გამოექცა. მასპინძელ ქვეყანაში რუსებს არაერთგვაროვნად დახვდნენ, რადგან რუსეთს საქართველოს 20% ოკუპირებული აქვს.

მიტია ახალგაზრდა რუსი აქტივისტია. ის თბილისში ახლახანს ჩამოსულ რუსებს გვაცნობს, რომლებიც საქართველოში თავის დამკვიდრებას ცდილობენ. მან და მისმა მეგობრებმა ყოველდღიურად უნდა დაამტკიცონ, რომ ისინი რუსეთის ხელისუფლების მსხვერპლნი არიან და არა აგრესორები…
 
ეს ფილმი შეიქმნა Chai Khana-ს სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში.
recent events