KIU PHOTO ფოტოკონკურსი

31.01.2021

KIU PHOTO ახალგაზრდული ფოტოკონკურსია, რომლის უმთავრესი მიზანია ახალგაზრდა ფოტოგრაფების პროფესიული ზრდის ხელშეწყობა, მათი გამოვლენით, მხარდაჭერითა და გაძლიერებით. ფოტოკონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც პროფესიონალ, ასევე მოყვარულ ფოტოგრაფებს 18-დან 30 წლის ჩათვლით (მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს, ასევე, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს). ფოტოკონკურსს აფინანსებს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“.

კონკურსის თემაა „საქართველო – ფოტოებით მოთხრობილი ისტორიები“.  

ფოტოკონკურსი სამ ძირითად კატეგორიად იყოფა: პროფესიონალი ფოტოგრაფები, მოყვარული ფოტოგრაფები და ერთი კადრის კატეგორია. თითოეულ კატეგორიაში გამოვლინდება სამი გამარჯვებული, რომელთაც გადაეცემათ ფულადი პრიზები.

პრიზები პროფესიონალ ფოტოგრაფთა კატეგორიაში გამარჯვებულთათვის:
I ადგილი – 10 000 ლარი
II ადგილი – 7 000 ლარი
III ადგილი – 4 000 ლარი

პრიზები მოყვარულ ფოტოგრაფთა კატეგორიაში გამარჯვებულთათვის:
I ადგილი – 7 000 ლარი
II ადგილი – 5 000 ლარი
III ადგილი – 3 000 ლარი

პრიზები ერთი კადრის კატეგორიაში გამარჯვებული მონაწილეებისთვის:
I ადგილი – 3 000 ლარი
II ადგილი – 2 000 ლარი
III ადგილი – 1 000 ლარი

კონკურსში მონაწილოება შეუძლიათ მხოლოდ 18-დან 30 წლამდე მოყვარულ და პროფესიონალ ფოტოგრაფებს.

პროფესიონალთა და მოყვარულთა კატეგორია:

• პროექტის სათაური, დაწყება-დასრულების წელი და იდეის აღწერა ქართულ და ინგლისურ ენებზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა.
• მინიმუმ 10 და მაქსიმუმ 15 ფოტო შემოთავაზებული პროექტიდან (2000 px, JPEG, ფაილის ზომა მაქს. 2 MB )
• თითოეული ფოტოს დასახელებაში მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი და ფოტოს ნუმერაცია. მაგ: სახელი_გვარი01
• ფოტოზე არ უნდა იყოს არანაირი წარწერა/ლოგო/საავტორო უფლებების აღმნიშვნელი ნიშანი

ერთი კადრის კატეგორია:

• მინიმუმ 1 და მაქსიმუმ 3 ფოტო, (2000 px, JPEG, ფაილის ზომა მაქს. 2 MB )
• თითოეული ფოტოს დასახელებაში მითითებული უნდა იყოს ავტორის გვარი, სახელი და ფოტოს ნუმერაცია. მაგ. სახელი_გვარი01
• ფოტოზე არ უნდა იყოს არანაირი წარწერა/ლოგო/საავტორო უფლებების აღმნიშვნელი ნიშანი

ფოტოების გაგზავნისას, გთხოვთ, დაამატოთ ფაილები ZIP არქივში. ფაილის სათაურში მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი (სახელი_გვარი) და გააგზავნეთ შემდეგ მისამართზე: submissions@kiuphoto.ge

იმეილის სათაურის ველში მიუთითეთ შესაბამისი კატეგორია.

ერთ მონაწილეს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს ერთზე მეტ კატეგორიაში - მოყვარულთა და ერთი კადრი ან პროფესიონალთა და ერთი კადრი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ფინალისტებს მოეთხოვებათ მაღალი რეზოლუციის RAW ან JPEG ფაილების წარდგენა.

კონკურსში ნამუშევრების გაგზავნით, თქვენ ავტომაურად აძლევთ KIU ფოტო კონკურსის ორგანიზატორებს ნამუშევრების არაკომერციული მიზნებით გამოყენების უფლებას ( კონკურსის სარეკლამო კამპანიები სოციალურ ქსელებსა და ონლაინ მედიაში, გამოფენები, ბროშურები და ა.შ.), იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ნამუშევრები ფინალში არ გავა. ნამუშევრის გამოყენების შემთხვევაში დაცული იქნება საავტორო უფლებები, ხოლო ავტორს ეცნობება წინასწარ.

მომავალი შესაძლებლობები