Unified Filmmakers ფესტივალი 2021

31.03.2021

Unified Filmmakers ახალი საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალია, რომელიც Covid-19 პანდემიის საპასუხოდ შეიქმნა და შესაძლებლობას აძლევს კინემატოგრაფებს მთელ მსოფლიოში, გააზიარონ თავიანთი პირადი ისტორიები ამ უჩვეულო დროზე.
 
მათ შორის ფესტივალი ეძებს ფილმებს საქართველოდან, რომლებიც შემდეგ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს:
 
თემა: ფილმები კრიზისის და კრიზისის შემდგომ პერიოდზე
ფილმების მეტრაჟი: 5 წუთამდე ან 5-20 წუთი
ფესტივალის თარიღები: 1 მაისი - 31 ივლისი, 2021
ფიზიკური ჩვენებები: Filmfest München 2021
 
ჟიურის და მაყურებლის ჯილდო:
I ადგილი - 1000 ევრო
II - 500 ევრო
III - 250 ევრო
 
თუ გაქვთ მოკლე ფილმები, რომლებიც ამ მოთხოვნებს პასუხობს, გთხოვთ დაუკავშირდეთ Parachute Films-ს ელ-ფოსტაზე: parashutki@gmail.com
სათაურის ველში მიუთითეთ: Unified Filmmakers
 
თუ თქვენი ფილმი შექმნილია ჩვენს პლატფორმაზე, ფილმის გასაგზავნად დაუკავშირდით Chai Khana-ს: natali.chkhartishvili@chaikhana.media

მომავალი შესაძლებლობები