მიზანდასახული, მებრძოლი და მეოცნებე დუხობორი გოგო ჯავახეთიდან, გზის გასაყარზე დგას: დაშამ თავისი ჯადოსნური სამყაროს დატოვების და ახალი ცხოვრების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო.გორელოვკაში სკოლის დამთავრების შემდეგ, ის სწავლის გასაგრძელებად თბილისში მიემგზავრება. ფილმი დაშას ცხოვრების გარდამავალ პერიოდს ასახავს - შრომით დატვირთულ, სევდითა და დიდი ცვლილებების მოლოდინით სავსე დღეებს.
ავტორები
ხატია ნიქაბაძე
ავტორის ისტორიები
დაშა
2020 წლის დასასრული ოქროს საბადოებს შორის მოქცეულ პატარა ინდუსტრიულ დაბა კაზრეთში.
კაზრეთი საქართველოს უდიდესი სამთომომპოვებელი საბადოს დასახლებაა, რომლის მოსახლეობა, ძირითადად, საწარმოში მუშაობს. მედიაში ამბებს კაზრეთიდან მხოლოდ დასაქმებულების პროტესტისა და გაფიცვის დროს გვიზიარებენ.
დოკუმენტური ფილმი „კაზრეთის საშობაო სახლები“ ერთგვარი ჰორიზონტია, რომელზეც ადგილობრივები განსხვავებული სურვილებით, მიზნებით, მისწრაფებებითა და სადარდებლით ჩანან. ისინი გვიზიარებენ, როგორია ყოველდღიურობა დაბაში, რომელიც დანარჩენი საქართველოსთვის აქტუალური მხოლოდ სოციალური კრიზისის დროს ხდება.
ხატია ნიქაბაძე:
“ისტორიიდან ვიცით, რომ გამანადგურებელი პანდემიების გამოცდილება არსებობდა, მაგრამ ჩვენს დროსა და რეალობაში კორონა ვირუსი მაინც ძალიან დიდი მოულოდნელობა იყო. ყოველდღიურობა თავდაყირა დადგა.
უფრო ფართო კონტექსტში ჩემთვის რამდენიმე საკითხი გამოიკვეთა:
სახელმწიფოს მხრიდან, პანდემიის გამოყენება როგორც ადამინების კონტროლისა და ძალაუფლების დემონსტრირების ერთ-ერთი მექანიზმი. ამან უსამართლობის განცდა გამიმძაფრა.
განსაკუთრებით შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი ჩემთვის ადამიანების მხრიდან გამოვლენილი სოციალური სოლიდარობის აქტები აღმოჩნდა. ურთიერთობებისთვის ახალი შესაძლებლობები გაჩნდა. ზრუნვა და თანაგრძნობა კიდევ უფრო მეტად დავაფასეთ. ამ რთულ და უცნაურ წელს, პატარა ინდუსტრიულ დასახლებაზე დაკვირვება, რომელიც ძირითადად პროტესტის დროს ახსენდებათ, განსაკუთრებით საინტერესო იყო.”
კაზრეთის საშობაო სახლები
21 მარტს, გაზაფხულის ბუნიობას, მილიონობით ადამიანი სამიათასწლიან ტრადიციას აცოცხლებს და ახალი წლის დადგომას აღნიშნავს.