დაშა

22.09.20

მიზანდასახული, მებრძოლი და მეოცნებე დუხობორი გოგო ჯავახეთიდან, გზის გასაყარზე დგას: დაშამ თავისი ჯადოსნური სამყაროს დატოვების და ახალი ცხოვრების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო.გორელოვკაში სკოლის დამთავრების შემდეგ, ის სწავლის გასაგრძელებად თბილისში მიემგზავრება. ფილმი დაშას ცხოვრების გარდამავალ პერიოდს ასახავს - შრომით დატვირთულ, სევდითა და დიდი ცვლილებების მოლოდინით სავსე დღეებს.