მდინარე მტკვარი მჭიდროდაა გადაჯაჭვული საქართველოს ისტორიასთან. იგი ბევრი პოეტისა და მეომარის შთაგონების წყარო იყო. კავკასიონის მთებსა და დაბლობებზე ჩამომავალი მდინარე ათასწლეულების განმავლობაში, ქვეყნის ისტორიას აყალიბებდა. იგი ასაზრდოებდა უფლისციხის გამოქვაბულების მაცხოვრებლებს რკინის ხანაში, და იცავდა ქვეყნის ქრისტიანულ დედაქალაქ მცხეთას. 435 კილომეტრის მანძილზე იგი კვეთს ქედებსა და ხეობებს და მშვიდად მიედინება თბილისის ცენტრში.
ავტორები
დარო სულაკაური
ავტორის ისტორიები
ყველა მდინარე თავის ამბავს ჰყვება
მტკვარ-არაქსი საუკუნეების მანძილზე აერთიანებდა სამხრეთ კავკასიის მაცხოვრებლებს და იგი არსებობის წყაროს წარმოადგენდა საზოგადოებისთვის, რომლებიც ადამიანის მიერ შექმნილი საზღვრების სხვადასხვა მხარეს ცხოვრობდნენ. თუმცა, როდესაც სახელმწიფოების ინეტრესები თანხვედრაში არ მოდის, მოუგვარებელი რჩება მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის წყლის დაბინძურება. ასეთი უყურადღებობის შედეგად, უფრო და უფრო მძიმდება ცხოვრება მათთვის, ვისი არსებობაც ამ მდინარეებზეა დამოკიდებული. ეს ისტორია ასახავს ამ ორი მდინარის გასწვრივ მცხოვრები ადამიანების ყოფის ხილულ კავშირებს ერთმანეთთან, მათ ბრძოლასა და გამძლეობას.
საზიარო წყლები
სამხრეთ ოსეთის მიმდებარე სოფლებში გატაცებებს, უკანონო დაკავებებს რეგულარული ხასიათი აქვს.