სამხრეთ ოსეთის მიმდებარე სოფლებში, ცხოვრება უკიდურესად მძიმეა. Რუსეთის საქართველოში შემოჭრის შემდეგ, რეგიონში რუსული ჯარებია ჩაყენებული. გატაცებებს, უკანონო დაკავებებს, ეთნიკური ქართველების მიმართ დისკრიმინაციას რეგულარული ხასიათი აქვს. Რუსული სამხედროები საოკუპაციო ხაზთან გავლებულ ე.წ. საზღვარს ყოველდღიურად წევენ და საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიას ნელ-ნელა უფრო უახლოვდებიან.
“ახლაც მბურძგლავს 2008 წლის ომი რომ მახსენდება. Ჩემი სოფელი დაიბომბა, Ხალხი დაიღუპა. Მე და ჩემი ოჯახი გორში წავედით, მაგრამ იმავე წელს უკან დავბრუნდით,” იხსენებს 23 წლის მარიამ ლომსაძე. Მარიამმა უნივერსიტეტი დაამთავრა და სოფელ ზემო ნიქოზში ცხოვრობს, თბილისიდან 67 კილომეტრში, რუსეთის მიერ კონტროლირებული სამხედრო საგუშაგოს გვერდით.
18 წლის მარი მელაძე დედასთან ერთად სოფელ ოძისში ცხოვრობს, რომელიც ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის რეგიონის გვერდით მდებარეობს.
“Სულ ყურადღებით უნდა იყო, სად მიდიხარ. Შეიძლება რუსმა სამხედროებმა გაგიტაცონ. არის ადგილები, სადაც ოკუპირებული ტერიტორიის ე.წ. საზღვრები ჩანს, ზოგიერთ ადგილას ჩვენ ვიცით, რომ გავლა არ შეიძლება,”ამბობს მარი.
ეს სიტუაცია იქ მცხოვრებ ახალგაზრდებს მომავალს ართმევს. Სიღარიბე და უმუშევრობა უმწვავესი პრობლემაა, შესაძლებლობები ძალიან შეზღუდულია: იმ შემთხვევაშიც კი, თუ რომელიმე მათგანმა უნივერსიტეტში ჩაბარება შეძლო, ფინანსებისა და მხარდაჭერის ნაკლებობის გამო, უფრო მეტ დროს დაბალანაზღაურებად სამუშაოზე ატარებენ, ვიდრე აუდიტორიაში.
Სოფელ ოძისის სკოლაში მოსწავლეებმა სკოლის დამთავრება ხალისით აღნიშნეს. Მათ უნივერსიტეტში მისაღები გამოცდების ჩაბარებისა და საოცნებო კარიერის არჩევის იმედი ჰქონდათ. თუმცა, სტუდენტების უმრავლესობისთვის, საუნივერსისტეტო ცხოვრებას დიდი ფასი აქვს. Პარალელურად, სუპერმარკეტში, ან სავაჭრო ცენტრებში უნდა იმუშაონ, ღამეების გათენებაც უწევთ.
19 წლის დიანა გოგოლაძე ჭიათურიდან არის. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციების დასრულების შემდეგ, პირდაპირ სამსახურში გარბის. ოჯახი მას ფინანსურად ვერ ეხმარება, ამიტომ მხოლოდ საკუთარი თავის იმედზეა. “დღე-ღამეში 2-3 საათი მძინავს. Სამსახურიდან სახლში გავრბივარ, ცოტა ვფხიზლდები და მაშინვე მეცადინეობას ვიწყებ. Მერე ლექციებზე მივრბივარ, იქიდან პირდაპირ სამსახურში. Შევეჩვიე ამ რუტინას, მაგრამ რაც დრო გადის, უფრო რთული ასატანი ხდება. ორი საათი გზაში ვარ, ექვსი საათი აუდიტორიაში, თორმეტი საათი სამსახურში. გამოცდების დროს განსაკუთრებით რთულია. თითქმის ყველა სტუდენტი ვმუშაობთ. ცოტა გვძინავს, ეს სწავლაზე აისახება, რასაც ყველაზე მეტად განვიცდი,”ამბობს დიანა.
Რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 2022 წლის თებერვლიდან, სტუდენტების ბრძოლა გადარჩენისთვის კიდევ უფრო აუტანელი გახდა. Რუსების მიგრაციის ახალმა ტალღამ თბილისში ბინის ქირის ფასები რეკორდულად გაზარდა. ბინის დაქირავება მათთვის, ფაქტობრივად, შეუძლებელი გახდა. Ბოლო რვა თვის განმავლობაში სტუდენტები საშინელ კონკურენციაში აღმოჩნდნენ; უფრო მეტი უნდა ემუშავათ, უფრო შორ მანძილზე ევლოთ და ამის პარალელურად, კარგი ნიშნებიც მიეღოთ.
“ამ წელს ძალიან კარგად ვისწავლი და ოცნებას ავიხდენ. ფსიქოლოგი გავხდები, თბილისში ჩავაბარებ და პარალელურად, ტატუს არტისტად ვიმუშავებ,”ამბობს მარი.
მარიამი სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს და ისიც დარწმუნებულია, რომ შრომა და თავდადება დაუფასდება და შვილთან ერთად უკეთესი მომავლი ექნება.
“დაჩი უკვე 4 წლის არის და იცის, რომ დედა უნივერსიტეტში სწავლობს, თუმცა დღის ბოლოს მასთან აუცილებლად დაბრუნდება.”
დიანაც საკუთარი მომავლისთვის დამოუკიდებლად იბრძვის. ის თავის უნივერსიტეტში სტუდენტური გაერთიანების წევრია, რომელსაც მხარს ევროკავშირი უჭერს. Სტუდენტები ქვეყანაში ხარისხიან უმაღლეს განათლებას მოითხოვენ.
“Სტუდენტები მარტო ვართ. ფაქტობრივად, დაღუპვის პირას. ვამთავრებთ უნივერსიტეტს და არ ვიცით მერე სად წავიდეთ, სად ვიმუშაოთ და როგორ განვვითარდეთ,”ამბობს დიანა.
“ახალგაზრდებს ბაკალავრის ხარისხი აქვთ და მხოლოდ სუპერმარკეტში ახერხებენ დასაქმებას. ეს მხოლოდ განათლების ბრალი არ არის, მთლიანად სისტემის პრობლემაა. ერთხელ ვცხოვრობთ და ყველას უნდა გვქონდეს შესაძლებლობებით სავსე, ნორმალური ცხოვრება. ამიტომ მიდის უამრავი ადამიანი ემიგრაციაში. ვერ ეტყვი ვერავის ამ ქვეყანაში დარჩიო, თუ მას გარემოს არ შეუქმნი. Სამყაროს შეცვლას არ ველოდები, სწავლით და შრომით ჩემს ცხოვრებას შევცვლი უკეთესობისკენ.”
ფოტოპროექტი მომზადებულია Kulbroan-ისა და Chai Khana-ს თანამშრომლობის ფარგლებში, "ახალი დემოკრატიის ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით.
გააკეთე დონაცია