მდინარის ტვირთი

20 min.

,,მდინარის ტვირთი’’ არქტიტექტორი მარიამ ბაქრაძისა და ურბანისტი ზურა ბაქრაძის თვალით დანახული ვერეს ხეობის ისტორიაა, რომელიც ერთი მხრივ, გვიყვება იმ მძიმე ეკოლოგიურ პრობლემებზე, რომელიც ადამიანისგან მივიწყებულ მდინარე ვერეს ხეობაშია, მეორე მხრივ კი, გვიბიძგებს გადავიაზროთ ვერეს ხეობა და წარმოვიდგინოთ ის რეკრეაციულ ზონად, რომელიც სასიცოცხლოდ სჭირდება თბილისს.


მონტაჟი: სოფო აფციაური
კამერა: პაპუნა პატარიძე
დრონი: ნიკოლოზ მუსერიძე


ფილმი მომზადდა არტ ჯგუფ ,,კოლექტიური მარცხის'' მიერ, USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ფარგლებში. აქვეყნებს Chai Khana.