ადამიანები, რომლებიც სეზონურად თურქეთში სამუშაოდ გადადიოდნენ, უმუშევრები დარჩნენ. ბათუმთან ახლოს, ხელვაჩაურში, ყოფილი სამხედრო ბატალიონის ტერიტორიაზე, აჭარის მაღალმთიანი რეგიონებიდან საცხოვრებლად ჩამოსული ასეულობით ოჯახისთვის შემოსავლის ერთადერთი წყარო თურქეთში თხილის და ჩაის კრეფა იყო. პანდემიის დროს მხოლოდ სოციალურ შემწეობას იღებდნენ.
ავტორები
გიორგი ბოლქვაძე
ავტორის ისტორიები
06.30.2020
გარდამავალი პერიოდი
სეზონური სამუშაოს გარეშე
04.10.2020
ბოლო წლებში საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების ყველაზე მძიმე გამოწვევას მიგრაცია წარმოადგენდა. ახლა, როცა მსოფლიო COVID-19-ს ებრძვის და სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველოშიც საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, მოსახლეობის ნაწილმა, საფრთხის თავიდან ასაცილებლად ქალაქიდან წასვლა გადაწყვიტა. მაღალმთიან აჭარაში, საგვარეულო სახლში მცხოვრები ოჯახის მაგალითზე ნახავთ, როგორ შეცვალა ახალმა ვირუსმა სოფლის რეალობა.
იზოლაცია