სეზონური სამუშაოს გარეშე
ადამიანები, რომლებიც სეზონურად თურქეთში სამუშაოდ გადადიოდნენ, უმუშევრები დარჩნენ. ბათუმთან ახლოს, ხელვაჩაურში, ყოფილი სამხედრო ბატალიონის ტერიტორიაზე, აჭარის მაღალმთიანი რეგიონებიდან საცხოვრებლად ჩამოსული ასეულობით ოჯახისთვის შემოსავლის ერთადერთი წყარო თურქეთში თხილის და ჩაის კრეფა იყო. პანდემიის დროს მხოლოდ სოციალურ შემწეობას იღებდნენ.