პროტესტის თავშესაფარი
თბილისის ხმაურს გაქცეული არქიტექტორი ლევან ტყემალაძე, ქალაქის ცენტრისგან მოშორებით, ბაბუის სახლის სახლ-მუზეუმად გადაკეთებას იწყებს, როცა მმართველი პარტია ე.წ. აგენტების კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა არეგისტრირებს და თბილისი მასობრივ საპროტესტო გამოსვლებში ეხვევა.
აპრილში, როცა საქართველოს მოსახლეობა ჯერ კიდევ საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ზეიმობდა, მმართველმა პარტიამ, ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში ხელახლა დაარეგისტრირა. გადაწყვეტილებას მალევე მოჰყვა სამოქალაქო პროტესტი და თბილისის ქუჩებში, ფაქტობრივად, უწყვეტი საპროტესტო აქციები იმართებოდა.
ორასი ათასზე მეტი ადამიანი გააერთიანა სოციალურ ქსელში შექმნილმა ჯგუფმა „დაიტოვე“, რომლის მიზანიც აქციის მონაწილეების დახმარება იყო.
საპროტესტო ტალღას ფილმის გმირი - ლევან ტყემალაძე სწორედ ამ ჯგუფის მეშვეობით შეუერთდა. თბილისის ქაოსს გაქცეული, ბაბუის, ფერმწერ თამაზ ჯინჭარაძის სახლში ცდილობდა სიმყუდროვის პოვნას, თუმცა, გარეთ მიმდინარე მოვლენებმა მისი გეგმებიც შეცვალა.