12 ევრო საათში | ქართველი სტუდენტები გერმანიის მაკდონალდსში

ფოტოგრაფი: ანა გაბისიანი
22.01.24

12 ევრო საათში, სამთვიანი საზაფხულო სამუშაო გერმანიაში - მაკდონალდსში, ქართველ ახალგაზრდებს სტაბილურ შემოსავალს და საზღვარგარეთ დამოუკიდებლად ცხოვრების შანსს აძლევს.

23 წლის ფოტოგრაფი ანა გაბისიანი 2023 წლის საზაფხულო პროგრამაში დარეგისტრირდა და გერმანიაში სამუშაოდ წასული ქართველი სტუდენტების გამოცდილების აღბეჭდვა გადაწყვიტა. უფრო სწორად, იმ პარადოქსმა დააინტერესა, როგორ შეიძლება უცხო ქვეყანაში, მინიმალური ხელფასით, კომფორტულად ცხოვრება შეძლო, მაშინ როცა საქართველოში, კვალიფიციური სამუშაოთი ყოველთვიურად თავის გატანა გიჭირდეს.

Საცხოვრებელი კორპუსი, სადაც ქართველი სტუდენტები ბინას ქირაობენ.

,,ჩემთვის გერმანიაში  ცხოვრება და მუშაობა მშვიდობისა და კეთილდღეობის პერიოდთან ასოცირდება,”ამბობს ანა. ,,უცხო ქვეყანაში ცხოვრებამ თითქოს პასუხისმგებლობებისგან გამათავისუფლა. არავინ მიცნობდა, ზედმეტ კითხვას არავინ სვამდა, ყველას თავისი საქმე ჰქონდა. არავის აინტერესებდა, რამდენად წარმატებული ვიყავი, ან რას მივაღწიე უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ. Მემგონი, გერმანიაში ვისწავლე, რას ნიშნავს აქ და ახლა ცხოვრება.”

Დაბადების დღეს მილოცავდნენ კორეულ, ალბანურ, პოლონურ, იტალიურ და გერმანულ ენებზე. Ტელეფონით საქართველოდან მილოცავდნენ.

დაახლოებით 15 წელია გერმანიაში მომსახურების სფეროში (კაფეები, ბარები, რესტორნები, სასტუმროები) ქართველ და უცხოელ სტუდენტებს საზაფხულო სამუშაოზე ასაქმებენ. Პროგრამა, რომელიც ორგანიზებულია გერმანიის Bundesagentur fur Arbeit-ის (დასაქმების ფედერალური ბიურო) მიერ, აკრედიტირებული უნივერსიტეტებისა და კოლეჯის სტუდენტებს საზღვარგარეთ ცხოვრებას და თვეში დაახლოებით 1500 ევროს (4,400 ლარამდე) სთავაზობს. ამისთვის მათ ინგლისური ან გერმანული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა მოეთხოვებათ.

დასაქმების პროგრამაში მონაწილეობის მიღება გერმანიის გარეთ, 18-დან 35 წლამდე სტუდენტს შეუძლია. ზუსტი სტატისტიკა, რამდენი ქართველი სტუდენტი მონაწილეობს ყოველ ზაფხულს პროგრამაში, ხელმისაწვდომი არ არის. 

,,მიუხედავად იმისა, რომ გერმანიაში მუშაობა სტრესულია, ანაზღაურება იმდენია, რომ ამ დაღლილობას გიკომპენსირებს,”ამბობს 22 წლის სოფო შერაზადიშვილი.

,,რა ხდება საქართველოში? თუ სერვისის სფეროში მუშაობ, არ აქვს მნიშვნელობა სად, საკმაოდ სტრესული თვის ბოლოს, 800 ლარს გირიცხავენ. ამაზე Ძალიან მეშლება ნერვები, მართლა. Ზოგიერთ სამსახურში უფასო საკვებიც კი არ გეკუთვნის. Საერთოდ არ ვნანობ აქ რომ წამოვედი. Სხვა ქართველებიც არიან ჩამოსულები სამუშაოდ. ვერთობით ერთად, ბევრ თემაზე ვცვლით აზრს, ხანდახან ერთად ვწუწუნებთ ხოლმე და მერე თავს უკეთ ვგრძნობთ. Მიკვირს, პირველ კურსზევე რატომ არ წამოვედი გერმანიაში.”

ანა ამბობს, რომ გერმანიაში გატარებულმა დრომ კიდევ უფრო კარგად დაანახა, როგორი აცდენილია საქართველოში შენი შრომა და ის, თუ როგორ გიფასდება ეს შრომა.

,,გერმანიაში ყოფნამ კიდევ უფრო გამიმძაფრა უსამართლობის შეგრძნება. ვფიქრობდი, თუ აქ შემიძლია ჩემი ხელფასით დამოუკიდებლად ვიცხოვრო, თან ისეთი სამუშაოთი, რომელიც სპეციალური ტრენინგისა და ფიზიკური მომზადების გარეშე გამომდის, რატომ უნდა ვიმუშაო  24 საათი ჩემს ქვეყანაში და სანაცვლოდ, მაინც კაპიკებს ვიღებდე?! თან სულ მეგონოს, რომ ჩემი მუშაობა საკმარისი არ არის. Მიყვარს ჩემი საქმე და ახლაც მზად ვარ მოხალისედაც ვიმუშაო საქართველოში, მაგრამ რაც უფრო იზრდები, პასუხისმგებლობებიც გემატება და ტვირთად გაწვება,”ამბობს ანა.

ფინანსურ სტაბილურობაზე მეტად, საზაფხულო სამუშაო დამოუკიდებლად ცხოვრების შანსია; ცხოვრებისეული გამოწვევების გამოცდის უნიკალური შესაძლებლობა.

Ეს ჩვენი ოთახი იყო. Დალაგების დრო არასოდეს გვქონდა. Ღამის ცვლაში მუშაობის შემდეგ, ერთი სული გვქონდა, დაგვეძინა.

Ზაფხული, 2022. Ერთ ბინას 9 ადამიანი ვიყოფდით. Მიუხედავად იმისა, რომ კომფორტული ნამდვილად არ იყო, მაინც ვერთობოდით.

,,გერმანია ტურისტისთვის ძალიან კარგი ქვეყანაა. ამის მიუხედავად, ამ პროგრამაში მონაწილეობას აღარ მივიღებდი და სამი თვე გერმანიაში აღარ ვიმუშავებდი. ეს იყო გამოცდილება, რომელიც უნდა მიმეღო და მორჩა,”ამბობს 21 წლის შოთა გელაშვილი.

,,თუ გადავწყვეტ, რომ საზღვარგარეთ უნდა წავიდე სამუშაოდ, მინდა ისე გამიმართლოს, რომ შტატებში მოვხვდე. Მომავლისთვის სხვა გეგმები მაქვს. გაზაფხულის სემესტრს გაცვლითი პროგრამით ხორვატიაში გავივლი. Მაგისტრატურაზეც საზღვარგარეთ მინდა ვისწვალო.”

ანა და მისი მეგობრები საზაფხულო სამუშაოს დასრულების შემდეგ, გერმანიაში დაბრუნების გზებს ეძებდნენ. თუმცა, ამ დრომდე უშედეგოდ. ანა ამბობს, რომ ეს გამოცდილება მისთვის შეუცვლელი იყო. 

,,როცა ლაიფციგის მაკდონალდსში დავიწყე მუშაობა, რომელსაც ჩემი ქართველი მეზობლები პრესტიჟულად არ მიიჩნევდნენ, ერთი ღრმად ამოვისუნთქე. ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი თავდაჯერება/საკუთარი თავის იმედად ყოფნა. გავაცნობიერე, რომ შემეძლო მეცხოვრა, მემუშავა, მემოგზაურა, და ჩემით აღმომეჩინა რაღაცები,” ამბობს ანა.

,,გერმანიიდან დაბრუნებულმა კიდევ უფრო მძაფრად ვიგრძენი მუშათა კლასის კონტრასტი ამ ორ ქვეყანაში. Მაკდონალდსში მუშაობამ საკუთარ თავთან წინააღმდეგობებიც გამიჩინა… ღამის ცვლაში გადავედი, სადაც დასუფთავებაზეც მე ვიყავი პასუხისმგებელი, ამ დროს ყველა წაკითხული წიგნი; კონფერენცია, რომელსაც დავსწრებივარ; დავალება და სტატია, რომელზეც მიმუშავია, თვალწინ დამიტრიალდა. ეს მდგომარეობა არც მაინცდამაინც უსიამოვნო იყო და არც არსებითად ცუდი. უფრო უცნაური და უჩვეულო. თითქოს ჩემს არსებობას სხვა პერსპექტივიდან ვუყურებდი.”

მარიამი
Როცა ჩემს ჯგუფელებს ვუყურებდი, როგორი დაქანცულები მოდიოდნენ უნივერსიტეტში პირდაპირ სამუშაოდან, საქართველოში მუშაობის სურვილი საერთოდ დავკარგე. Ზოგჯერ ლექციების გაცდენაც უწევდათ და მერე პროგრამას ვეღარ ეწეოდნენ.

Სამსახურში წასვლამდე ყოველთვის ვიმზადებ საუზმეს არაქისის კარაქით და ბანანით.

Საბოლოო ჯამში, სამსახურში თავს უსაფრთხოდ ვგრძნობ. არ მაგრძნობინებენ, რომ სხვა კულტურას ვეკუთნი. Შეიძლება, ჩემი სამუშაო ეთიკის გამო.

Ზოგჯერ შეკვეთები არ სრულდება. ერთხელ ფასდაკლება გვქონდა ბიგ მაკზე, ერთ ევროდ ყიდულობდი. უამრავი შეკვეთის გამო, სამჯერ მეტი შრომა მოგვიწია იმ დღეს. Მენეჯერს ვთხოვე, ხუთწუთიანი შესვენება მოეცა. Მახსოვს, გარეთ დავჯექი და სტრესისგან და ემოციისგან ძალაგამოცლილმა, ტირილი დავიწყე. Მოგვიანებით ვაჟა მოვიდა და ნაყინი მომიტანა.

თავიდან სიტუაცია აუტანელი იყო. Სახლში რომ მივდიოდი, მაშინვე დაძინება მინდოდა. მერე მივეჩვიე. 

ყველაზე დაბალი ხელფასი რაც გერმანიაში ამიღია, თვეში 1300 ევრო იყო. ჯამში, Სამ თვეში გამომუშავებული ფული საკმარისი აღმოჩნდა სწავლის გადასახადის დასაფარად, ორი თვის ქირისა და გადასახადების გადასახდელად, ლეპტოპის საყიდლად, საშოპინგოდ… ამიტომ ჩამოვედი აქ მეორედ. Საქართველოს ხელფასს რომ შეადარო, გაცილებით მაღალია.

Ლაიფციგში მაკდონალდსში მუშაობით ჩემს ოჯახსაც ვეხმარებოდი ფინანსურად. Ფულის გადასარიცხად რომ მივდიოდი, ბევრ ქართველს ვნახულობდი.

Ჩემი მშობლები პატივს სცემენ ჩემს გადაწყვეტილებას და მხარს მიჭერენ. Მე-11 კლასში ვიყავი, როცა ამერიკაში FLEX-ის გაცვლით პროგრამაში გავიმარჯვე და სასწავლებლად უფასოდ წავედი. Ჩემი მშობლებიც ძალიან ბედნიერები იყვნენ. გერმანიაში მუშაობას რაც შეეხება, რატომ უნდა ყოფილიყვნენ წინააღმდეგები? ფულსაც გამოვიმუშავებ, სამოგზაუროდაც დავდივარ და თან ვერთობი.

Როცა სხვადასხვა კულტურაში გაზრდილ ადამიანთან გაქვს ურთიერთობა, კულტურათაშორის განსხვავებებზე უთანხმოება გარდაუვალია და ამისთვის მზად უნდა იყო. Დისტანციური ურთიერთობაც დიდი გამოწვევაა. Როცა საქართველოში დავბრუნდი,  მივხვდი, რომ ჩემს შეყვარებულთან ისევ ისე ვეღარ ვიქნებოდი.

Ხელფასის გარდა, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც გერმანიაში წამოსვლა გადავწყვიტე, გამოცდილების მიღებაა, რომელსაც საქართველოში ვერ შეძლებ. აქ დამოუკიდებლად ცხოვრობ, ქირას მარტო იხდი, საჭმელს თვითონ იმზადებ. უცხო გარემოში ხარ, სხვა ქვეყნის კულტურას ეცნობი, მოგზაურობა შეგიძლია.

შოთა
Საქართველოს ხელფასთან შედარებით, აქ თვეში 3-ჯერ მეტს გამოვიმუშავებ. Საშუალოდ, 2000 ევროს. Ბინის ქირაში 375 ევროს ვიხდი. 15 ევროდ მთელი კვირის სამყოფ პროდუქტს ვყიდულობ. Სურსათი აქ ძალიან იაფია. Მაგალითად, ერთი შეკვრა - 6 ცალი იოგურტი 0.99 ცენტი ღირს. ფლიქსბასით [Flixbus] ევროპაში მოგზაურობაც იაფია. თუ ფული არ ფლანგე, ზაფხულში მაკდონალდსში მუშაობით, სამ თვეში, საშუალოდ, 2700 ევრო შეგიძლია დააგროვო.  Მერე ბრუნდები საქართველოში. Მე ასე გავაკეთე. ფოსტაში ვინც კურიერად მუშაობს, ყველაზე მეტს ისინი გამოიმუშავებენ. დაახლოებით, 5000 ევრომდე.

Შოთა ღამის ცვლაში.  Ის სამზარეულოზეც პასუხისმგებელია და დასუფთავებაზეც. 

დამოუკიდებლად ცხოვრება საქართველოში ძალიან რთულია. Მე როგორღაც მოვახერხე. გამიმართლა. Ჩემი მეგობრები ძალიან დამეხმარნენ. Ჩვენთან მარტო ცხოვრების კულტურა არც არის, მით უმეტეს, როცა 18 წლის ხარ. ალბათ, არც ერთ მშობელს არ ენდომება, რომ თავისი შვილი სხვა ქვეყანაში წავიდეს სამუშაოდ. ოთხი ათასი კილომეტრით დაშორება ადვილი არ არის. Ჩემი მშობლები შეეგუვნენ იმ ფაქტს, რომ სულ მოძრაობაში ვარ. Მაგალითად, მარტში, ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში,  ფინეთში რომ მივდიოდი, დედაჩემს ერთი კვირით ადრე დავურეკე. ვუთხარი: ,,დედა, ამა და ამ დღეს ფრენა მაქვს და როგორც ჩავალ, დაგირეკავ-მეთქი.’’

Ჩემს მშობლებს ჩემთვის არაფერი აუკრძალავთ. იციან, რომ მე ჩემი ცხოვრება მაქვს.

გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა ჩემთვის სად წავიდოდი. Მთავრი იყო საზღვარგარეთ დამოუკიდებლად ცხოვრების გამოცდილება მიმეღო. ორი კარგი მეგობარი შევიძინე გერმანიაში. Რამდენიმე ქართველი სტუდენტიც გავიცანი, რომლებთან ერთადაც ამ წელს უნივერსიტეტში სწავლას გავაგრძელებ. Ჩემთვის ცხოვრება მუდმივი მოძრაობა, ცვლილება და ადრენალინია. ერთ სამსახურშიც დიდხანს გაჩერება არ შემიძლია. ოთხ წელიწადში ოთხი სამსახური შევიცვალე. Მაკდონალდსი მეხუთეა. 

Მარიამს უნივერსიტეტიდან ვიცნობ და ჩემთვის მასთან ერთად ცხოვრება პრობლემა არ ყოფილა. მაგრამ ერთი შემთხვევა შემიძლია გავიხსენო, როცა ნიჟარა გასარეცხი ჭურჭლით იყო სავსე და წყალსაც ვერ ვუშვებდი, რომ დამელია. 

Მზად ვიყავი მისთვის ბალიში გადამეგდო. Სანამ არ გარეცხავდა ჭურჭელს, არ დავაძინებდი. Ერთ ოთახში ცხოვრებამ უფრო მეტად დაგვაახლოვა.

ამ პროგრამას, ძირითადად, ხელფასის გამო და სწავლის ფულის შესაგროვებლად ირჩევენ. Საქართველოში მარტო ცხოვრება და მოგზაურობა რომ შეძლო, მაგდენს სერვისის სფეროში არავინ გადაგიხდის, მით უმეტეს, მაკდონალდსში. ეს არის მინიმალური ხელფასი, საათში 12.3 ევრო. 

ყველაზე ცუდი გამოცდილება რაც მახსენდება, ჩამოსვლიდან მე-5 დღეს იყო. Როცა სამზარეულოში ბევრი შეკვეთა არ გვქონდა, რატომღაც მე ამომარჩიეს და ეზოში ნაგვის ურნის გასაწმენდად გამიშვეს. Ძალიან ჭუჭყიანი იყო. თან Მარტო უნდა დამესუფთავებინა. 

Საშინლად დამამცირებელი იყო. თუ ენა არ გესმის და ვერ აპროტესტებ, არავინ დაგიჭერს მხარს.  ამ დროს ვფიქრობ ხოლმე, რომ რაც არ უნდა მოვინდომო და ვეცადო, მაინც უცხოდ დავრჩები აქ, “Auslander-ად.”

იმ ფულით, რაც ზაფხულში გერმანიაში მუშაობით შევაგროვე, უკვე ოთხ ქვეყანაში ვიმოგზაურე.  Მაგალითად, სამდღიანი მოგზაურობა პრაღაში 150 ევრო დამიჯდა. Ჩემი ქალაქიდან პრაღა სამი საათის გზაზეა. FlixBus-ით ერთი გზა 15 ევრო ღირს.  Რამდენიმე მუზეუმში ვიყავით, კაფეებში, დრეგ შოუზეც კი წავედით და ბევრი დავლიეთ. Ეს ფული მაკდონალდსში დღენახევარში შეგიძლია გამოიმუშაო. Საქართველოში  კიდე მაქსიმუმ 40 ლარი გადაგიხადონ, რომელიც ორი კოქტეილის საყიდლადაც კი არ გეყოფა.

Ზოგჯერ მგონია, რომ აქ არ უნდა ვიყო. Როცა ვინმეს უახლოვდები, მაშინვე ხვდები, რომ ან ძალიან იცავს თავის პირად სივრცეს, ან პირიქით. Ზოგადად, ადამიანებთან კომუნიკაცია ადვილად გამომდის. Მაგრამ აღმოჩნდა, რომ გერმანიაში მხოლოდ ძალიან ფორმალური ურთიერთობები მაქვს. Ჩემი დაკვირვებით შემიძლია ვთქვა, რომ აქ ხალხი ქუჩაში ისე დადის, თითქოს მხოლოდ საკუთარი თავისთვის ცხოვრობს. ეს განწყობა ჩემს ხასიათზეც აისახა. 

სოფო
თითქმის ყველა სტუდენტმა იცის გერმანიაში სამთვიანი საზაფხულო სამუშაოს შესახებ. Შარშან ჩემი დაც წავიდა სამუშაოდ ექთნის დამხმარედ. Მე მეგონა, რომ გერმანულის ცოდნა სავალდებულო იყო. Რამდენიმე თვის წინ, ჩემი მეგობრებისგან გავიგე, რომ ელემენტარული ინგლისურის ცოდნაც საკმარისია. ამიტომაც გავაგზავნე აპლიკაცია. Ჩემი მთავარი მიზანი ფულის შეგროვება იყო. Ბაკალავრიატის პროგრამა უკვე დავასრულე. Მაგისტრატურა ევროპაში მინდა გავაგრძელო.

Ამ სახლში მარტო გადმოვედი. Განცხადება ვნახე ერთ-ერთი უძრავი ქონების  სააგენტოს ვებსაიტზე, 200 ევროდ ქირავდებოდა. Ამ ბინაში Ოთხ გერმანელთან ერთად ვარ და ძალიან კარგად შევეწყვეთ ერთმანეთს. Ერთ-ერთმა ბრიტნი სპირსის მაისური მაჩუქა. Კარგად ვგრძნობ აქ თავს. მშვიდად ვარ. Სივრცეც დიდია და არავინ მაწუხებს. Ჩემი პირადი სივრცე მაქვს.

იმ ფულს, რასაც სამ თვეში გერმანიაში მაკდონალდსში მუშაობით შოულობ, საქართველოში მთელი წელი ვერ შეაგორვებ.  Რომ შეადარო, უკეთესია აქ მინიმალურ ხელფასზე იმუშაო, ვიდრე საქართველოში უფრო მაღალ პოზიციაზე. Მით უმეტეს, თუ ცოტა დანაზოგიც გინდა გააკეთო. Ჩემს მეგობრებს, რომლებმაც ბაკალავრიატი ციფრული მედიისა და კომუნიკაციის მიმართულებით დაამთავრეს, კარგი სამსახურები აქვთ, მაგრამ მაინც ჩემზე ნაკლებს გამოიმუშავებენ.

Ლობიში მუშაობა არავის უყვარს. Მარტო არიან და მოსაწყენია. Მე კიდე მიყვარს მარტოობა. Სამზარეულოდან გამოვდივარ და ადამიანებს ვაკვირდები. გასართობად ხშირად ვეკითხები საკუთარ თავს: ნეტა, როგორ ცხოვრობენ ეს ადამიანები? პასუხებით მართლა კარგად ვერთობი ხოლმე.

Მთავარი მიზანი, რატომაც გერმანიაში სამუშაოდ წამოვედი, იმ სიტუაციიდან თავის დაღწევა იყო, რაც საქართველოშია. Რაღაც მომენტში ხვდები, რომ ძალიან დაიღალე. Მთელი ცხოვრება საპროტესტო აქციებსა და დემონსტრაციებში მონაწილეობა დამქანცველია. Საქართველომ ტოტალიტარულ ზეწოლას თავი ვერ დააღწია. Სახელოვნებო სფერო ამის კარგი მაგალითია.

Ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა, ჩემი ოჯახი და მეგობრები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ. ქართული ხელოვნებაც მიყვარს: კინო, მუსიკა, მხატვრობა. Მაგრამ გერმანიაში თავს უფრო დაცულად/უსაფრთხოდ ვგრძნობ. გაცვლითი პროგრამით შარშან საფრანგეთში ვსწავლობდი. იქაც ზუსტად იგივე შეგრძნება მქონდა. Ჩემი ყოველთვიური სტიპენდია 800 ევრო იყო. 400 ევროს ვიხდიდი ქირაში. დარჩენილი 400 ევროთი თავს უფრო დაცულად ვგრძნობდი, ვიდრე საქართველოში. ფინანსური დამოუკიდებლობა მართლა ძალიან მნიშვნელოვანია.

Მზის ამოსვლისას ყოველთვის ვხუმრობ ხოლმე: რა კარგი დღეა კაპიტალიზმის მონობისთვის-მეთქი. Გერმანელები მაკდონალდსში არ მუშაობენ. Ძირითადად, ემიგრანტები. Ერთ გერმანელს რომ ვკითხე, შენ რატომ მუშაობ-მეთქი, ,,ადვილი ფულიაო” მიპასუხა. Ეს ჩემთვის პირველი კულტურული შოკი იყო.

Მაკდონალდსში მუშაობა ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო. ადამიანები და მათი ამბები ჩემთვის ყოველთვის შთამაგონებელია. Მით უმეტეს მაშინ, როცა მათ განსხვავებული კულტურა და ტრადიციები აქვთ.

Ჩემმა კოლეგამ სირიიდან მითხრა, რომ ომს გამოექცა. ეშინოდა, რომ იქ მოკლავდნენ. ალბანელმა კოლეგამ მითხრა, რომ გერმანიას იაფი და გამოუცდელი მუშახელი სჭირდება განვითარებადი ქვეყნებიდან. Სხვათა შორის, ამ გოგოს მაგისტრის ხარისხი ჰქონდა. Მასწავლებელი იყო. Ჩემმა მაროკოელმა თანამშრომელმა მითხრა, რომ მან აქ რელიგიურ და კულტურულ მარწუხებს დააღწია თავი. გავაცნობიერე, რომ მხოლოდ ქართველები არ გარბიან. 

თავიდან დედაჩემმა მითხრა, რომ ჯობდა კარგი სამსახური მეპოვა და კარიერის შექმნა საქართველოში მეცადა. Მამამ მითხრა, რომ საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლა საუკეთესო გადაწყვეტილება არ იყო, მით უმეტეს, თუ ფულის შეგროვება მინდოდა. ამის მიუხედავად, არც ერთს გაუპროტესტებია. Საფრანგეთში რომ წავედი, მაშინაც მხარი დამიჭირეს. Წინა წლებთან შედარებით, მშობლების დამოკიდებულება შვილების საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლაზე, იცვლება. თითქოს უფრო ბუნებრივი ხდება. Ზოგიერთი სტუდენტი ვინც აქ ჩამოდის, ქუთაისიდან არის, ზოგი ზუგდიდიდან, ზოგიც გურიიდან. Შეიძლება ვიღაც ფიქრობდეს, რომ ეს დამოკიდებულება მხოლოდ დედაქალაქში იცვლება, მაგრამ ასე არ არის. Რეალობაა, რომ ეს ცვლილება ქვეყნის მასშტაბით არის.

ვაჟა
აქ ყველა პოზიცია თანაბარია. Საქართველოში მენეჯერები ნაგვის ურნის გაწმენდას თავს არიდებენ ხოლმე და როგორც წესი, სხვას ავალებენ. აქ კიდე ყველა საერთო საქმეს ემსახურება.

Ვაჟა გრილის მზარეულად მუშაობს. Ცეცხლგამძლე აღჭურვილობა  დამწვრობის თავიდან ასარიდებლად.

ახლახანს ერთმა თანამშრომელმა გოგომ მითხრა, გერმანიაში მაკდონალდსში მუშაობა ცოტა დამამცირებელიაო. ფიქრობენ, რომ თუკი მაკდონალდსში მუშაობ, ესე იგი, სხვა უნარები საერთოდ არ გაქვს და შენთვის ეს ერთადერთი არჩევანია. ამიტომ, თუ დეითზე მივდივარ, სხვა სამსახურს ვიგონებ ხოლმე.

Ვაჟა თავის ბინაში, სადაც Ტანსაცმლის საშრობი არ იყო, ამიტომ ყოველთვის სკამს იყენებდა.

თუკი საქართველოში სტუდენტი მარტო ცხოვრებას გადაწყვეტს, გაუჭირდება. გერმანიაში კარგ ბინას (ოთახს)  500 ევროდ იქირავებ, შენი თვიური ხელფასი კი მინიმუმ 1500 ევროა. ამ დროს საქართველოში 500 ლარი გაქვს ხელფასი,  ქირა კი ამაზე ორჯერ ძვირი გამოდის. Პროდუქტი და გადასახადებიც ძალიან ძვირია.

აქ ჩამოსვლის მთავარი მიზანი ჩემი ოჯახისგან დისტანცირება იყო, რადგან ჩვენ ძალიან მიჯაჭვულები ვართ ერთმანეთს. ვიღაცას შეიძლება გაუკვირდეს, მაგრამ აქ ჩამოსვლამდე, მათ გარეშე 10 დღეზე მეტი არ ვყოფილვარ. ამიტომაც ეს გამოცდილება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

Ბინის მეპატრონისგან მესიჯი მივიღე, წყლის პრობლემაზე გვწერდა და ერთი კვირით სხვა ბინაში გადასვლას გვთავაზობდა. დავთანხმდით. ერთი კვირა გავიდა და მოულოდნელად გადაიფიქრა. Მოგვწერა:  ,,თუ პირობები არ მოგწონთ, შეგიძლიათ ახალი ბინა იქირაოთო.” ფაქტობრივად, მოგვატყუა. 
Შედეგად, ახლა ვცხოვრობთ ბინაში, რომელსაც საბჭოთა ესთეტიკა აქვს და ზოგჯერ დეპრესიაშიც კი მაგდებს.

გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია