მიმი შეიძლება შენზეც გააკეთონ: ახალგაზრდები პოლიტიკურ შეხედულებებს ვიზუალურად გამოხატავენ

ავტორი: გვანცა დარსანია
08.04.24

Სულ უფრო მეტად პოლიტიზებულ მედიაგარემოში, ქართველებმა პოლიტიკურ პროცესებზე რეფლექსიისთვის ახალი ფორმები აითვისეს. Ძირითადად, მიმები - ვიზუალური გამოსახულებები მოკლე და სხარტი აღწერებით. 

ბრიტანელი ბიოლოგის, რიჩარდ დოკინსის მიერ 1976 წელს "მიმებად" წოდებული ფენომენი დღეს მთელ მსოფლიოში  სხვადასხვა თემაზე აზრის გამოხატვის დემოკრატიულ საშუალებად იქცა. Მათი პოპულარობა ნაწილობრივ განაპირობა იმ ფაქტმა, რომ ტრადიციულ მედიასთან შედარებით, ინტერნეტმა აუდიტორიას აზრის გამოთქმის უფრო ფართო პლატფორმა შესთავაზა, ცენზურისგან და ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის შიშისგან დაცლილი.

გერმანიაში 2022 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებიც ინტერნეტით პოლიტიკური შინაარსის მიმებს აზიარებენ, სჯერათ, რომ მათთვის უფრო უსაფრთხოა ამ გზით თავიანთი აზრებისა და შეხედულებების გამოხატვა, რაც არ უნდა წინააღმდეგობრივი და საკამათო იყოს ისინი. კვლევის ავტორების მტკიცებით, ადამიანებს ამ დროს უჩნდებათ კავშირის შეგრძნება იმ ხალხთან, ვინც მათნაირად ფიქრობს. კვლევის ავტორი ანი ლეიზერი ამბობს, რომ მიმებს ადამიანებისთვის მოაქვს ის, რაც მათ იდენტობისთვის, მიკუთვნებულობის განცდისთვის და გართობისთვის სჭირდებათ, თუმცა, ამავე დროს, ისინი საზოგადოებრივ დაძაბულობასაც ქმნიან. Მიმები კარგი ილუსტრაციაა იმის, როგორ უკავშირდება ინდივიდი და კოლექტივი ერთმანეთს ციფრულ სამყაროში.

Საქართველოში მიმები მძლავრ ინსტრუმენტად იქცა პოლიტიკოსების გადაცდომების გასაშარჟებლად, ან არაპოპულარულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე ყურადღების გასამახვილებლად. ეს შემთხვევა იყო 2020 წელს, როცა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სიტყვა ,,კარანტინის” ნაცვლად, შემთხვევვით ,,კარანტინა” ახსენა. Მოგვიანებით, ,,კარანტინა” ჰეშთეგად იქცა და მიმების მთელი ტალღა წამოვიდა, რომელიც მთავრობას პანდემიის არაეფექტიან მართვაში აკრიტიკებდა.

ცოტა ხნის წინ,  თბილისის მერი კახა კალაძე მიმების ახალი ტალღის ინსპირაციის წყარო გახდა, როცა მან წერეთლის გამზირის მიმდინარე, დროში გაწელილ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე განცხადება გააკეთა. Მან თქვა, რომ სარემონტო სამუშაოები დათქმულ ვადაში აუცილებლად უნდა დასრულებულიყო, თუნდაც ამისთვის სამუშაო პროცესში პირადად მისი ჩართულობა გამხდარიყო საჭირო. ამის საპასუხოდ, ფოტომანიპულაციით შეიქმნა მიმები, სადაც კახა კალაძე სამშენებლო ჯგუფის წევრია.

2024 წლის თებერვალში მმართველი პარტიის ,,ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას, როცა პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ირაკლი კობახიძემ შეცვალა, ქართველებმა უამრავი მიმით უპასუხეს.

არის შემთხვევები, როცა მიმები [ციფრულ] მოძრაობებად გარდაიქმნება. 2023 წლის მარტში,  ახალგაზრდებმა ონლაინ მიმები საპროტესო ბანერებად აქციეს, როცა თბილისში მრავალრიცხოვანი აქციები იმართებოდა ,,უცხოეთის გავლენის აგენტების” კანონის წინააღმდეგ. შემოთავაზებული კანონი პრესის თავისუფლებას ზღუდავდა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს აფერხებდა.

 

ამ საპროტესტო ბანერებით ისინი დასცინოდნენ ყველას და ყველაფერს, ვინც ამ კანონს იწონებდა. Მედიამ ამ აქციებს GEN Z-ის პროტესტი უწოდა და აქცენტს აკეთებდა იმაზე, რომ ახალგაზრდებმა თავიანთი პოლიტიკური შეხედულებების გამოსახატად პროტესტის ახალი ფორმები მოძებნეს.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე ნატა ურიდია ამბობს: ,,მიმებისგან არავინ არის დაცული.”

,,ეს ვართ ჩვენ და ამ ენით ვაპროტესტებთ. Მარტში მოგვეცა შანსი, რომ პროცესებისთვის იუმორით შეგვეხედა და გვეჩვენებინა - we are too cool to turn into Russia (ზედმეტად კარგები ვართ იმისთვის, რომ რუსეთად გადავიქცეთ),”ამბობს ნატა და იმასაც გვიმხელს, რომ ამდენი მიმის გამოყენება თავიდან სულაც არ ჰქონიათ დაგეგმილი, უბრალოდ,  საერთო ბრძოლაზე სხვების გაცინება უნდოდათ.

Ნატას ახლაც ახსოვს, როგორ ჩქარობდა TikTok-ზე კომენტარების ნახვას ბანერებზე, რომლებსაც დემონსტრაციიდან აქვეყნებდა. ,,მარტო ქართველები არ გვიწერდნენ კომენტარებს. ბევრი იყო სხვა ქვეყნიდან, მათ შორის, უკრაინიდან. თითქოს ყველა საერთო ენაზე ვლაპარაკობდით და ამ ხალხს ჩვენი გასაჭირი და პრობლემები ესმოდა.

მიმები პოპულარული ძალიან სწრაფად ხდება, თუმცა მათ ასევე სწრაფად ივიწყებენ. Პრინციპში, ასეა ციფრულ/ონლაინ აქტივიზმშიც. ადამიანები, რომლებიც მიმებს იწონებენ და აზიარებენ, აქტიურები ხშირად მხოლოდ ვირტუალურ რეალობაში არიან. Მაგრამ პოლიტიკური განცხადებების სახით მიმების ქუჩაში გადმოტანამ, მომიტინგეებს შესაძლებლობა მისცათ ემოციები და რეაქციები რეალურ ცხოვრებაშიც გამოეხატათ.  

დაჩი ლეფსვერიძეც Gen Z თაობის წარმომადგენელი და აქციის ერთ-ერთი მონაწილეა. Მისთვის მიმები საკომუნიკაციო არხად იქცა.

,,როცა ჩემს ვოლზე (კედელზე) მიმებს ვაზიარებ და ვიღაც ამას იწონებს, ან საკუთარ გვერდზე აზიარებს, ეს უკვე ნიშნავს, რომ ჩვენ თანამოაზრეები ვართ და ამ კონკრეტულ თემაზე დამატებითი დისკუსია საჭირო აღარ არის,” ამბობს დაჩი, თუმცა იმასაც იაზრებს, რომ დროის ფაქტორი ამ შემთხვევაში პრობლემაა.

,,თუ მე სიღრმისეულ სტატიას დავწერ, ან ოპედს/მოსაზრებას კონკრეტულ პოლიტიკურ მოვლენაზე, ის დიდი ალბათობით ვირუსულად ვერ გავრცელდება. Მაგრამ მასთან მიბრუნება და ხელახლა წაკითხვა თვეების შემდეგაც რელევანტური იქნება. Მაგრამ, თუკი ამ პოლიტიკურ მოვლენაზე მიმს გავაკეთებ, ის რელევანტური შეიძლება იყოს ერთი ან ორი კვირა, მაგრამ ამის შემდეგ, მისი აქტუალობა და კონტექსტი იკარგება,” ხსნის დაჩი. 

Პოლიტიკის მეცნიერი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი სანდრო ტაბატაძე ამბობს, რომ მიმების მთავარი ძალა ადამიანებს შორის კავშირის გაჩენაა. 

,,როცა მიმს ნახულობ, შინაარსზე კი არ გეცინება, მის შემქმნელთან გრძნობ რაღაცნაირ კავშირს. იაზრებ, რომ შენც იფიქრე ამ თემაზე, მანაც იფიქრა და ასე გამოხატა. Მიმი არის ზუსტად ის, რაზეც შენც იფიქრე და სხვამ მარტივად გადმოსცა. ეს არის მთელი იდეა. Მარტივი უნდა იყოს, მაგრამ ეს სიმარტივე მასისთვის ან ადამიანთა კონკრეტული ჯგუფისთვის შინაარსითაც და ფორმითაც აღქმადი უნდა იყოს,” განმარტავს სანდრო.

ლიმორ შიფმანი 2013 წელს გამოცემულ თავის წიგნში ,,მიმები ციფრულ კულტურაში” ამბობს, რომ მიმები თანდათან გავლენას ახდენენ ჩვენს აზროვნებასა და ქცევაზე. ამ წიგნში ის ამტკიცებს, რომ მიმები შესაძლებელს ხდიან ინდივიდუალურ გამოხატვასაც და საზოგადოებრივ კავშირსაც. ისინი ფაქტობრივად აერთიანებენ ,,ქსელური ინდივიდუალიზმის” კონცეფციას. 

Მიუხედავად მიმების დადებითი მახასიათებლებისა, ისინი შეიძლება პროპაგანდის ინსტრუმენტადაც გამოიყენონ და კონკრეტული პოლიტიკური რეჟიმის გამამართლებლადაც. კვლევამ, რომელმაც ორი ნაწილობრივ დემოკრატიული სახელმწიფო - უკრაინა და ვენესუელა - შეადარა ერთმანეთს, აჩვენა რომ პროსამთავრობო და მთავრობის მოწინააღმდეგეების მიმები ერთმანეთისგან განსხვავდება. Პროსამთავრობო მიმები პროპაგანდისტულია, დაშინების ტექნიკასაც იყენებს. Რეჟიმზე დადებითი სურათის შესაქმნელად და ოპონენტების დემონიზაციისთვის მარტივ მესიჯებს მიმართავენ, ეროვნულ სიმბოლოებს იყენებენ და ძლიერ ემოციებს იწვევენ. Მათ აკლიათ იუმორი განსხვავებით უფრო კრეატიული, ანტისამთავრობო მიმებისა. 

Პოლიტიკის მეცნიერი სანდრო ტაბატაძე აღნიშნავს, რომ მიმები, როგორც ცოდნის/ინფორმაციის მიღების წყარო, შეიძლება პრობლემური იყოს:  ,,დიდი რისკია მანიპულაციის და პოლიტიკური ოპონენტების გაშავების.” სანდრო ამბობს, რომ მიუხედავად მათი რელევატურობისა ჩვენს საზოგადოებაში, მიმების კულტურა საქართველოში ჯერ შესწავლილი არ არის. 

ისიც ცხადია, რომ მიმებმა საქართველოს პოლარიზებული პოლიტიკური ველი ყველა მხრიდან დაიპყრო. Მიუხედავად იმისა, რომ პროსამთავრობო მიმების პოვნა შეიძლება გაგიჭირდეთ, ანტიოპოზიციურ მიმებს სპეციალურად შექმნილი სოციალური გვერდები აქტიურად აზიარებენ. ყველაზე ხშირად გვხვდება ოპოზიციის ლიდერების მიმები, რომლებსაც ფოტოშოპით ამუშავებენ და აშარჟებენ. Როგორც წესი, მათი დამფინანსებლები ანონიმური წყაროებია. Შედეგად რას ვიღებთ? ციფრულ ეკოსისტემას, სადაც კრიტიკული და პროპაგანდისტული ინფორმაცია თანაარსებობს. ეს კი ქმნის რისკს, რომ დეზინფორმაცია და ყალბი ამბები, მარტივი ვიზუალით და იუმორით გაჯერებული, შეიძლება ძალიან სწრაფად გავრცელდეს.

ამ დრომდე არ ვიცით, სინამდვილეში რა გავლენას ახდენს ქართველი ახალგაზრდების მოსაზრებებზე ეს პროპაგანდისტული ან ნამდვილი ინფორმაცია. თუმცა, წელს პირველი არჩევნები იქნება, როცა Gen Z თაობის წარმომადგენლები, რომლებიც ინფორმაციის წყაროდ ძირითადად ციფრულ რესურსებს იყენებენ, ამომრჩევლების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ. ამის გათვალისწინებით, არ არსებობს მტკიცებულებებზე დაფუძნებული კვლევა, რომელიც ამბობს, რა გავლენას ახდენს ეს ციფრული ტენდენციები მათი, როგორც ამომრჩევლების ქცევაზე.

Სანდრო სკეპტიკურად უყურებს პოლიტიკურ მიმებს, როგორც საზოგადოებრივი აზრის ან უკმაყოფილების მომწიფების საფუძველს.

,,საქართველოში მხოლოდ იმიჯებით რეალურ აქტივიზმს ვერ გამოიწვევ, ჰეშთეგებით კონკრეტულ საკითხზე ან პრობლემაზე ონლაინ კამპანია შეიძლება წამოიწყო. Მიმებს რაც შეეხებათ, მათი გაზიარებითაც სხვადასხვა ,,ბაბლი” იქმნება, რომლებიც გემოვნების მიხედვით ხშირად იცვლება და იმდენად მრავალფეროვანია, რომ ერთი იდენტობის ქვეშ მათი გაერთიანება ძალიან რთულია.”

გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია