გველეშაპი

35 min.

რეჟისორი: ეკა წოწორია

გველეშაპი

13.11.23

ბაჩო და ცოტნე აღმოაჩენენ, რომ მათი სოფლის გული, ბალდის კანიონი, კერძო კომპანიას გადაეცა 40 წლით. რა ხდება მაშინ, როცა საკრალური ადგილი იყიდება?

სოფელ ბალდას თავისი საგანძური აქვს: ულამაზესი კანიონი, რომელიც სიცხეში ადგილობრივების თავშესაფარირიტუალების მასპინძელი და მთავარი თავშესაქცევია.

ბაჩოსთვის ეს ინიციაციის ადგილია. ადგილი, რომელიც ძალას აძლევს. 

ერთ დღესაც აღმოაჩენს, რომ კანიონი, რომელიც მისი და მისი ძმის ბავშვობის ფანტაზიებსა და მოგონებებს ირეკალავს, კერძო კომპანიას იჯარით აქვს გადაცემული. სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებულია და ვიღაცას მდინარეც შემოუღობავს. 

ადგილობრივები მდინარისთვის ბრძოლას იწყებენ. როგორც ზღაპრებშია, გველეშაპის წინააღმდეგ, რომელიც ხალხს მდინარეს ართმევს.


ფილმი მომზადდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით. ფილმში  გამოთქმული ყველა მოსაზრება ეკუთვნის ავტორს და არ გამოხატავს ფრიდრიხ ებერტის ფონდის პოზიციას.