მაგიური წვეთები

ავტორი: მარიამ უგრეხელიძე
05.02.16
გამოცემა: ჯანდაცვა

ჰომეოპატია, როგორც მკურნალობის ალტერნატიული საშუალება, საქართველოში ჯერ კიდევ კომუნისტური რეჟიმის პერიოდიდან იყო პოპულარული. 2014 წლამდე საქართველოს შრომის და ჯანდაცვის სამინისტრო ექიმ ჰომეოპატებს გამოცდებს უტარებდა, რის შემდეგაც პიროვნებას შეეძლო საექიმო პრაქტიკა დაეწყო ჰომეოპატიაში. 2014 წლიდან დღემდე ჰომეოპატების სერტიფიცირება და მათი საქმიანობის კონტროლი აღარ მიმდინარეობს.

როგორც პაატა ბუკია, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს პროფესიული რეგულირების დეპარტამენტის უფროსი, ამბობს ჰომეოპატია არ არის მტკიცებითი მედიცინის ნაწილი, წამლების ზემოქმედება არ არის მეცნიერულად ახსნილი და სწორედ ამიტომ, ჯანდაცვის სამინისტრომ შეწყვიტა ექიმი ჰომეოპატებისთვის სერტიფიკატების გაცემა

პაატა ბუკია

სულ საქართველოში 67 ჰომეოპატია დარეგისტრირებული, მაგრამ ეს არ შეიძლება ჩაითვალოს ზუსტ მონაცემად, ვინაიდან უკვე მე-2 წელია რაც სახელმწიფო აღარ აკონტროლოებს ჰომეოპატებს, განმარტავენ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგლირების სააგენტოში. ასევე არ მოწმდება ის წამლები, რომელსაც ჰომეოპატები ამზადებენ და ის პირობები, სადაც წამლები მზადდება. თუმცა, როგორც სააგენტოში განაცხადეს მხოლოდ გარკვეულ ადგილებშია ნებადართული წამლების დამზადება. ჰომეოპატიური წამლების საზღარგარეთიდან შემოტანის დროს სახელმწიფო არ ამოწმებს წამლებს, რომელიც აფთიაქში იყიდება, მიზეზი კი ისაა, რომ პარტნიორ ქვეყნებს უბრალოდ ენდობიან და ეჭვი არ შეაქვთ უცხოური ჰომეოპატური წამლებისა და მათი მწარმოებელი კომპანიების საქმიანობაში. ადგილობრივი წარმოების წამლების რეგისტრაცია კი მხოლოდ ნებაყოლობით ხდება და 2009 წლიდან სრულიად კანონიერად ითვლება სამკურნალო საშუალებების თვითნებურად გაყიდვა, იმ პირობით,რომ ასეთ საშუალებას წამალი არ ერქმევა. წამლის მოქმედებაზე პასუხისმგებელი პირიც წამლის მწარმოებელია და არა სახლმწიფო.

ჰომეოპატიური წამლები არ გადიან შემოწმებას ტოქსიკურობაზე ან ეფექტურობაზე. ნაილი შენგელიძე, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს, ფარმაცვეტული დეპარტამენტის რეგისტრაციის სამმართველოს უფროსი, განმარტავს, რომ ჰომეოპატიური პრეპარატები არ არის სტანდარტული წამლები და მათი შემოწმება ფიზიკურად შეუძლებელია წამლის წყალში დიდი რაოდენობით განზავების გამო.

ფარმაკოლოგიური და სამკურნალო საშუალებების კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, ნუგზარ ჯუგლიძე საუბრობს იმ მიზეზებზე, რატომ არ მოწმდება ჰომეოპატიური წამლები ტოკსიკურობასა და ეფექტიანობაზე.

საქართველოში ჰომეოპატები თვლიან, რომ მათ წამლებს შემოწმება არ სჭირდებათ, რადგან ამ სამკურნალო საშუალებების ეფექტურობა თავად ბევრჯერ დაამტკიცეს და სჯერათ იმისიც, რომ წამალი თუ პაციენტს არ უშველის, არც ავნებს. 30 წლიანი გამოცდილებით ჰომეოპატიაში, ექიმი გია ნადარეიშვილი განმარტავს ჰოეოპატიის მთავარ პრინციპს „მსგავსი მსგავსით იკურნება“.

ექიმი ჰომეოპატი განმარტავს როგორ მოქმედებს ჰომეპატიური წამლები, რა უპირატესობები აქვს მკურნალობის ამ მეთოდს და კვანტური ფიზიკისა და ჰომეოპატიის მჭიდრო კავშირზეც საუბრობს.

ასევე 30-წლიანი პრაქტიკა აქვს ექიმ ჰომეოპატ თორნიკე ალადაშვილს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჰომეოპატია მომავლის მედიცინაა და სულ მალე, პაციენტების უმეტესობა ბუნებრივად დამზადებულ წამლებს ამჯობინებს ქიმიურად დამზადებულებს. თორნიკე ალადაშვილი თვლის, რომ 21-ე საუკუნეში გამოწვევები ჰომეოპატიასაც აქვს და მკურნალობის ალტერნატიულ საშუალებას უფრო მეტი მეცნიერული და აკადემიური კვლევა/აღიარება სჭირდება.

გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია