ავტორები
მარიამ უგრეხელიძე
ავტორის ისტორიები
ნინა პეტროვა ინტერიერი დიზაინერია, რომელმაც საკუთარი საქმე მიატოვა და ბიო ფერმერობას მიჰყო ხელი. ლისი ტბასთან ახლოს, ის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს თავის ოჯახთან ერთად აწარმოებს. ბიო ფერმერები ყოველდღე ერთნაირად ებრძვიან მავნებლებსა და ეკონომიკურ პრობლემებს.
წისქვილთან მებრძოლი
ვაჟა ჩუბინიძე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირია. მან გზა სოხუმიდან თბილისისკენ ფეხით, ჭუბერის უღელტეხილზე გამოიარა. გზაში თავს გადამხდარი უსიამოვნო ამბების შემდეგ ვაჟამ სრულიად ახალი ცხოვრება დაიწყო. როგორი იყო ჭუბერის ე.წ სიკვდილის გზა და როგორ გაუმკლავდა მევიოლინე და სოხუმის ფილარმონიის დირექტორი ცხოვრების ახალ გამოწვევებს, ნახეთ ჩვენს მულტიმედიაში.
მევიოლინე აფხაზეთიდან
ჰომეოპატია, როგორც მკურნალობის ალტერნატიული საშუალება ჯერ კიდევ ჰიპოკრატემ აღმოაჩინა. პრინციპი „მსგავსი მსგავსით იკურნება“, სულ უფრო იხვეწებოდა საუკენეების განმავლობაში და დღეს ინგლისში, გერმანიაში, საბერძნეთში, ინდოეთში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში საკმაოდ პოპულარულია. ასეთი ქვეყნების რიცხვშია საქართველოც. რა მდგომარეობაა დღეს საქართველოში ამ კუთხით, როგორ საქმიანობენ ექიმი ჰომეოპატები და რა მთავარი გამოწვევები აქვს ალტერნატიულ მედიცინას დღეს საქართველოში- ნახეთ და წაიკითხეთ ჩაი-ხანას მულტიმედია ისტორიაში.
მაგიური წვეთები
თამადობა ძალიან ძველი ტრადიციაა, რომელიც თანამედროვე საქართველოში გარკვეულწილად ტრანსფორმირდა და დღეს უკვე ნებისმიერს შეუძლია ისარგებლოს სერვისით: თამადა გამოძახებით.
თამადა
ნათია ბაბუნაშვილს კომუნიზმის სჯერა. საბჭოთა კავშირი 25-ზე მეტი წლის წინ დაიშალა, თუმცა 40 წლის მარტოხელა დედა დღემდე საქართველოს კომუნისტური პარტიის გულშემატკივარია, რადგან თვლის, რომ ეს ერთადერთი პარტიაა, რომელიც ყველა მოქალაქეს შორის თანასწორობას უჭერს მხარს. სტაბილური სამსახურის არქონის გამო ნათიას შვილების, 13 წლის თამუნასა და 9 წლის გიორგის გაზრდა უჭირს. ორივე შვილი აქტიური პიონერია, კომუნისტური პარტიის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის წევრი, სადაც სკაუტების მსგავს აქტივობებს კომუნისტური იდეოლოგიის ელფერი დაჰკრავს.
ამხანაგი ბაბუნაშვილი
ელეონორას ისტორია უნიკალურია, თუმცა მსგავსი ისტორიები ქვეყანაში საკმაოდ ხშირია. საქართველოში ქალზე ოჯახური ძალადობა გავრცელებული პრობლემაა და ყველანაირ სოციალურ და კულტურულ საზღვრს სცდება. გაეროს ქალთა ორგანიზაციის 2017 წლის ეროვნული კვლევის მიხედვით, 6,000 გამოკითხული ქალიდან 14 პროცენტი კაცის მხრიდან ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლია. იგივე კვლევის მიხედვით, საქართველოში მცხოვრები დაახლოებით 15 000 ქალი ერთხელ მაინც ყოფილა ძალადობის მსხვერპლი ორსულობის დროს. ქალთა უმეტესობა ძალადობას ჩუმად ითმენს. ისინი მიჩვეულები არიან ძლიერ პატრიარქალურ სოციალურ ნორმებს. გარდა ამისა, მათ არ აქვთ იმედი, რომ კანონი დაიცავთ. ამ ფაქტის წინაშე დადგა უგულავაც, რომელმაც რამდენჯერმე სცადა პოლიციასთან დაკავშირება, მაგრამ პოლიციამ მის მოძალადე ქმარს მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.
გაქცევა
47 წლის მაია გოჩაშვილმა ომის გამო სახლი ორჯერ დაკარგა. პირველად, 1991 წელს, როდესაც საომარი მოქმდებების გამო ცხინვალი დატოვა, მეორედ კი 2008 წელს დედულეთის, ახალგორის დატოვებაც მოუწია. მაიას სახლი ახლა წეროვანშია, სადაც თავდაპირველად "ხეებიც კი არ იყო და ჩიტები სახლის სახურავზე ისხდნენ და იმას ფხაჭნიდნენ, საშინელი ხმები ისმოდა, ძალიან რთული იყო”- იხსენებს მაია.