გაქცევა

ელეონორა უგულავა 8 შვილის დედაა, რომელზეც ქმარი 22 წლის განმავლობაში ძალადობდა. იგი ცოლს ორსულობის პერიოდშიც სცემდა.

48 წლის ელეონორა უკვე 4 წელია რაც ქმარს გაშორდა და ახლა შვილებთან ერთად, რომელთა ასაკი 5-დან 25 წლამდეა, ზემო ფონიჭალაში ცხოვრობს. ტრავმული წარსულის შემდეგ, იგი საკუთარი იდენტობის დაბრუნებას ცდილობს.

ელეონორას ისტორია უნიკალურია, თუმცა მსგავსი ისტორიები ქვეყანაში საკმაოდ ხშირია. საქართველოში ქალზე ოჯახური ძალადობა გავრცელებული პრობლემაა და ყველანაირ სოციალურ და კულტურულ საზღვრს სცდება. გაეროს ქალთა ორგანიზაციის 2017 წლის ეროვნული კვლევის მიხედვით, 6,000 გამოკითხული ქალიდან 14 პროცენტი კაცის მხრიდან ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლია. 

იგივე კვლევის მიხედვით, საქართველოში მცხოვრები დაახლოებით 15 000 ქალი ერთხელ მაინც ყოფილა ძალადობის მსხვერპლი ორსულობის დროს.

ქალთა უმეტესობა ძალადობას ჩუმად ითმენს. ისინი მიჩვეულები არიან ძლიერ პატრიარქალურ სოციალურ ნორმებს. გარდა ამისა, მათ არ აქვთ იმედი, რომ კანონი დაიცავთ. ამ ფაქტის წინაშე დადგა უგულავაც, რომელმაც რამდენჯერმე სცადა პოლიციასთან დაკავშირება, მაგრამ პოლიციამ  მის მოძალადე ქმარს მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.

2013 წელს ელეონორა უგულავამ დახმარება არასამთავრობო ორგანიზაციას საფარი სთხოვა.

ეს ამბავი ქალზეა, რომელმაც დაძლია მოძალადისგან წამოსვლის შიში და ახლა ცხოვრებას დამოუკიდებლად აგრძელებს. ეს არის ამბავი ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების მუდმივ ბრძოლაზე.


ივნისი 2018, იდენტობა