ბაქოდან მარნეულში: ღმერთის ძიებაში

ავტორი: ნანა სისვაძე

30.03.17

ბაქოდან მარნეულში: ღმერთის ძიებაში

 

რუბაბა მუხტაროვა გულმოდგინედ ელოდება თავის კორეელი, ამერიკელი და გერმანელი მეგობრების ნახვას. ყოველ კვირას 48 წლის წარმოშობით აზერბაიჯანელი რუბაბა თითქმის მთელ დღეს ატარებს მათთან ერთად. ლოცულობენ, გიტარაზე უკრავენ, გალობენ, ბიბლიას კითხულობენ—ყოველ ჯერზე სხვა სახლში იკრიბებიან. პროტესტანტთა თემის შეხვედრებში, რომლებშიც რუბაბა მონაწილეობს, არაფერი იქნებოდა უჩვეულო, რომ არა მათი ადგილმდებარეობა მარნეულში, ეთნიკურად აზერბაიჯანელი, ძირითადად სუნიტი მუსლიმებით დასახლებულ პატარა ქალაქში.   

2014 წელს რუბაბა მუხტაროვამ დატოვა მშობლიური ბაქო და გადასახლდა მარნეულში, რამდენიმე წლის შემდეგ, რაც თავის მუსლიმ მეუღლესა და ოჯახის სხვა წერვებთან მოუვიდა კონფლიქტი პროტესტანტობის მიღების გამო. საქართველო რთულად წარმოსადგენია როგორც რელიგიურ უმცირესობათა თავშესაფარი—მათ მაინცდამაინც არ ულხინთ ქვეყანაში, სადაც რელიგიურ საფუძველზე დისკრიმინაცია ხშირია. მაგრამ რუბაბასთვის მარნეული ზედგამოჭრილი იყო. ამ ენერგიულ, თინეიჯერი ბიჭის ახლა უკვე მარტოხელა დედას ერჩივნა, გადასულიყო აზერბაიჯანულად მოლაპარაკე ქალაქში,რომელშიც გაგონილი ჰქონდა პროტესტანტულ თემზე.

რუბაბას დრო არ დაუკარგავს—ჩასვლისთანავე აქტიურად ჩაერთო რელიგიური თემის საქმიანობაში და მალევე დაიწყო მუშაობა მარნეულის ადგილობრივ რადიოში, რომლისთვისაც აზერბაიჯანულ ენაზე ამზადებს მასალებს ქალთა უფლებებზე.

პროტესტანტებმა მარნეულში 2012 წელს მოიყარეს თავი. დღეს თემი დაახლოებით 50-მდე ადამიანს მოიცავს, სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ხალხს: ფერმერებს, მასწავლებლებს და მკვლევრებს. ერთდროულად ინგლისურად, გერმანულად, აზერბაიჯანულად, კორეულად და რუსულად მოლაპარაკე ეს პატარა ჯგუფი გამოხატავს კოსმოპოლიტურ სულისკვეთებას იმ ადგილას, სადაც ეს ყველაზე ნაკლებ მოსალოდნელია.  

გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია