ქართველი აზერბაიჯანელი ქალები საზღვრებს მიღმა

ავტორი: იან მაკნოტ დავის, ნურანა მამად, ელენე შენგელია

12.07.18
გამოცემა: იდენტობა

კავკასიაში ბევრი ფიქრობს, რომ ადგილი სადაც დაიბადე განსაზღვრავს იმას თუ ვინ ხარ და მომავალში ვინ გახდები. თუმცა სამმა აზერბაიჯანელმა ქალმა საქართველოში ამ საზღვრების გადალახვის გზები იპოვა და საკუთარ იდენტობა შექმნა.

აიდა ტაგიევა, 29, მსახიობი

აიდა ტაგიევა ერთ-ერთია იმ 11 ადამიანიდან, ვინც ჰეიდარ ალიევის სახელობის აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრის წევრია. საქართველოშ მცხოვრები ეთნიკურ აზერბაიჯანელებიდან ბევრი თვლის, რომ იქ მისი ადგილი არაა.

„საზოგადოებისთვის მიუღებელია ქალები, ვინც თეატრში თამაშობენ”- ამბობს აიდა საკუთარ კოლეგებზე. „ისინი ამორალურობას გვაბრალებენ ჩვენი საქმის გამო”.

ამ დამოკიდებულების გამო, სპექტაკლებში სასიყვარულო სცენები ცენზურას გადიან. თუმცა თბილისში დაბადებული ტაგიევა, რომელიც თეატრის წევრი 16 წლიდანაა და ვერ ხედავს მიზეზს იმისა, რომ სცენიდან წავიდეს.

იგი ფიქრობს რომ პრობლემა სხვაგან არის მოსაძებნი. მისი თქმით საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს, რომლებიც კონსერვატულ, პატრიარქალურ წესევს იცავენ „თეატრის კულტურა არ აქვთ”. „ხალხს არ უყვარს პიესები, რომლებიც მათ ფიქრს აიძულებს,  და განათლებას აძლევს. ძალიან რთულია იმ საზოგადოებისთვის თეატრის დაძალება, რომელიც არ კითხულობს”.

თეატრში ძალიან ცოტა ხალხი დადის, როგორც ტაგიევა ამბობს - ხუთიდან 40 მაყურებლამდე იკრიბება. რადგან მათი შენობა ცუდ მდგომარეობაშია, დასს თბილისის სხვა თეატრებში უწევთ სპექტაკლების გამართვა. ფულის დაზოგვის მიზნით მსახიობებმა საკუთარი კოსტიუმები შექმნეს.

თუმცა თეატრი ტაგიევას ერთადერთი სცენა არაა. იგი ასევე ტელე- ჟურნალისტია და მეგობრებთან ერთად 2015 წელს ვებგვერდი Rennesans.ge დაარასა, სადაც საქართველოს ფარგლებში პოლიტიკასა და სოციალურ საკითხებს აშუქებენ. „ამ ვებგვერდმა საზოგადოებას მისცა ხმა. ამ სოციუმის შეცვლა გვსურდა”- ამბობს იგი.

თუმცა მას შემდეგ, რაც ვებგვერდზე გამოქვეყნდა ანიმაცია, სადაც ახალგაზრდები მეჩეთიდან წიგნებით ხელში გამოდიოდნენ, მეჩეთი კი წარმოდგენილი იყო როგორც ციხე, ვებგვერდი კრიტიკული გამოხმაურების გამო დაიხურა. რადიკალი მუსლიმების მუქარის გამო, ტაგიევამ პოლიციას მიმართა. მან პროექტი ერთი წლის შემდეგ დაასრულა, მაგრამ ამბობს, რომ ანიმაცია ამის მიზეზი არ ყოფილა.

თეატრის მიტოვებას არ ფიქრობს. მისი იდენტობა მსახიობობაა. მიუხედავად იმისა, რომ ხელფასი დაბალია (თვეში 250 – 300 ლარი), დასი საკუთარ შესრულებაში გულს დებს.

„ჩვენს თეატრში ფულის გამო არავინ სწავლობს. თეატრი ჩვენი სიყვარულია. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მძიმე შრომა გვწიევს საზოგადოების შესაცვლელად”.

29 წლის აიდა ტაგივეა გამოსვლისთვის ემზადება. აგიევა ჟურნალისტია, მაგრამ მსახიობობა მისი საყვარელი საქმიანობაა.
ტაგიევა სპექტაკლში „მიწის ქვეშ”. სპექტაკლი ფსიქოლოგიური დრამაა, სადაც იგი აიშას როლშია, რომელიც თაობათა შორის კონფლიქტს უმკლავდება.
თეატრის შესასვლელში გამოფენილია ძველი აფიშა. შენობა თბილისის ცენტრში მდებარეობს და გასარემონტებელია. სპექტაკლები სხვა თეატრში ტარდება.
ტაგიება სხვა მსახიობებთან ერთად. დასში 11 წევრია და მათგან მხოლოდ სამი ქალი. ეთნიკური აზერბაიჯანელებისთვის ქალი მსახიობები ამორალურები არიან.
ტაგიევა პოზირებს თეატრის სცენაზე. საქართველოში მსახიობებს ძალიან ცოტა შემოსავალი აქვთ. აზერბაიჯანულ თეატრსი ხელფასი თვეში 250-300 ლარია, რაც ასევე მოგზაურობის ხარჯებსაც ფარავს.
ტაგიება მაკიაჟს ისვამს, სცენაზე გასვლამდე. თეატრი ცდილობს ქალი მსახიობები აგრესიისგან დაიცვას და ცდილობენ სპექტაკლიდან ისეთი სცენები ამოიღონ, სადც წყვილები ერთმანეთს კოცნიან, ან ერთად არის საძინებელში.
ტაგიევას პორტრეტი სასცენო კოსტიუმში. როგორც იგი ამბობს, მისთვის დიდი სიხარულია სხვადასხვა როლების შესრულება.

კამილა მამადოვა, 33, ჟურნალისტი

კამილა მამადოვამ გააკეთა ის, რასაც ბევრი დიდი სიყვარულით გააკეთებდა. მან საკუთარი ჰობი კარიერად აქცია. მამადოვა მშობლიურ ქალაქში რადიოს ხშირად უსმენდა და საბოლოოდ დააფუძნა რადიო მარნეული, ერთადერთი რადიო სადგური რეგიონში.

მისი სადგური, რომელიც 2006 წელს BBC-ის პროექტის ნაწილი იყო, ადგილობრივ ამბებს აშუქებს, ქართულ და ინგლისურ ენებზე. რადიოს სარედაქციო პოლიტიკა დამოუკიდებელია და სახელმწიფოს კრიტიკასაც არ ერიდება. ღია ეთერი საშუალებას აძლევს ყველას, რომ შემოუერთდნენ დისკუსიას და საკუთარი წუხილი გააჟღერონ.

„ ძალიან ბევრი პრობლემაა ჩვენს რეგიონში. მნიშვნელოვანი იყო რომ ამ პრობლემებზე საზოგადოებას ყურადღება გაემახვილებინა”.

ზოგიერთისთვის მარნეულში ეს მიდგომა პრობლემურია.

მათთვის ვისთვისაც ტრადიციები მნიშვნელოვანია, დაუქორწინებელი ქალი, რომელიც 20 წელს გადაცილებულია, არ უნდა იმკვიდრებდეს საკუთარ თავს საზოგადოებაში და სახელმწიფოს აკრიტიკებდეს. ზოგიერთი მამადოვას ამ წესის პატივისცემას სთხოვს.

„მე ლეზბიანკასა და ამორალურს მიწოდებენ”, ამბობს მამადობა. „ასეთი ცილისწამებით ცდილობენ, რომ ხელი შემიშალონ სწორი ინფორმაციის გავცელებაში, მაგრამ არაფერი გამოუვათ. მე ადამიანი ვარ და როგორც ჟურნალისტი სიმართლის თქმას გავაგრძელებ”.

მამადოვას ორი ხარისხი აქვს, ერთი ჟურნალისტის, ხოლო მეორე იურისტის. მის მიზანია, რომ საქართველოში მცხოვრებმა აზერბაიჯანელება ქართული ისწავლონ, რათა გამოიყენონ საკუთარი განათლება იმისათვის, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა დააკისრონ.

ამის გაკეთება ძალიან რთული აღმოჩნდა. რადიო მარნეული FM-ის ლიცენზია მხოლოდ 2016 წელს მიიღო. საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისია დაგვიანებას ტექნიკურ საკითხებს უკავშირებს. მამადოვა ამბობს, რომ რადიო სადგურის დამოუკიდებლობა და აზერბაიჯანული, სახელმწიფოს ძალოვანებისთვის პრობლემას წარმოადგენდა.

იგი ახალც იგივეს ფიქრობს, მაგრამ ბრძოლას მაინც აგრძელებს: „ჩვენ თავისუფლები ვართ და სიმართლე მიგვაქვს ხალხის ყურამდე”.

33 წლის კამილა მამადოვა მარნეულში. 2006 წელს მამადოვამ რადიო მარნეული შექმნა, რეგიონში ერთადერთი რადიო სადგური, რომელმაც ლიცენზია მხოლოდ ათი წლის შემდეგ მიიღო.
მამადოვა მთელი დღის განმავლობაშ რადიოს უსმებს. „ეს ჩემი ჰობი იყო, რომელიც სამსახურად იქცა” - ამბობს იგი.
მამადოვა ბობ მარლის პოსტერის წინ საკუთარ ოფისში. რადიო მარნეულის მისია ადგილობრივი ამბების ობიექტური გაშუქებაა, მაგრამ როგორც მამადოვა აღნიშნავს ადგილობრივი სახელმწიფო წარმომადგენელები საქმეს ართულებენ.
სამსახურის გარდა ოჯახი კიდევ ერთი მიზეზია, თუ რატომ არ ტოვებს მამადოვა მარნეულს.
მამადოვა საკუთარ ძაღლ კანასთან ერთად, რომელსაც საკუთარ ბავშვს ეძახის. მისი ცხოვრების სტილი განსხვავდება ადგილობრივი აზერბაიჯანელი ქალების სტილისგან.
რადიო მარნეულის სტუდიოში მამადოვა ჩაწერას ესწრება. დონორების მიერ დასპონსორებულ რადიო სადგურში რვა ადამიანია დასაქმებული.
მამადოვა ერთ-ერთ ჟურნალისტთან ერთად. სანამ FM-ის ლიცენზიას მიიღებდა, რადიო მარნეული საკუთარ მასალებს ვებგვერდზე ანთავსებდა. ისინი ასევე ავრცელებდნენ აუდიო მასალას დინამიკების საშუალებით მარნეულის პარკში.

სამილა ისმაილოვა, 27, პოლიტიკოსი

როგორც პირველი აზერბაიჯანელი ქალი საქართველოში, რომელიც ძირითადი პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთი შტაბის ხელმძღვანელია, სამილა ისმაილოვა ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. თუმცა, მის მშობლიურ ბოლნისში ეს პრობლემაა.

ისმაილოვა ერთიანი ნაციონალური მოძრაბის წევრია. იგი ამბობს, რომ მუქარა და პირად ცხოვრებაზე ცილისწამება 2016 საარჩევნო კამპანიის თანმდევი იყო. ეს იყო პოლიტიკოსი ქალის გადაფარვის და დაშინების ერთ-ერთი მორიგი მცდელობა.

ეს დამოკიდებულება ხშირია საქართველოში, სადაც ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობს. „ჩვენს რეგიონში აქტიური აზერბაიჯანელი ქალი იშვიათობაა”.

თუმცა ისმაილოვას ამის შეცვლა სურს.

ისმაილოვა ბოლნისის მუნიციპალიტეტ, სოფელ დარბაზში დაიბადა და მან პირველი პოლიტიკური ნაბიჯი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გადადგა. პარლამენტში სტაჟირების შემდეგ, იგი განათლების სამინისტროში ეთნიკური უმცირესობების საკითხების მრჩეველად მუშაობდა. მოგვიანებით კი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან.

მისი შემდეგი ნაბიჯი პოლიტიკოსობა იყო. „როგორც მოქალაქე და დედა, მე მსურს განვითარებული საქართველოს ნახვა”- ამბოსბ იგი. იგი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ვერ გავიდა, თუმცა ახლა ბოლნისის საბჭოს წევრია.

მისი სამუშაო ეთნიკური აზერბაიჯანელებთ დასახლებულ სოფლებში სიარულსა და ადგილობრივების პრობლემების მოსმენას გულისხმობს. ისინი ძირითადად ინფრასტრუქტურაზე, უმუშევრობასა და განათლებაზე საუბრობენ. ისმაილოვა ცდილობს ადრეული ასაკის ქორწინება წინ აღუდგეს და აზერბაიჯანელ ქალებს პროტესტისა და ცვილებებისკენ უბიძგებს.

მისი მცდელობა გაამართლებს თუ არა უცნობია, მაგრამ ისმაილოვა მომავალს იმედით უყურებს.

„მე ვფიქრობ რომ ბევრი რამის შეცვლა შემიძლია, თუკი ჩემს პოლიტიკურ ძალას გამოვიყენებ”.

სამირა ისმაილოვა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პორტრეტთან, პოლიტიკური პარტიის ოფისში.
ისმაილოვა თანაბრად ანაწილებს დროს ბოლნისსა და თბილისს შორის.
ისმაილოვ აპოლიტიკაში სტუდენტობის დროს ჩაერთო და ბოლნისის მუნიციპალური საბჭოს წევრი 2016 წელს გახდა.
იგი პირველი აზერბაიჯანელი ქალია საქართველოში, რომელიც ერთ-ერთი ძირითადი პოლიტიკური პარტიის შტაბს ხელმძღვანელობს.
იმაილოვასთვის პოლიტიკაში ჩართვა ადვილი არ ყოფილა.
„ 2016 წელს როდესაც არჩევნებში ვიღემდი მონაწილეობას ბევრი რამ ვნახე. მემუქრებოდნენ, ჩემს ოჯახს ემუქრებოდნენ და იყო სხვა წინააღმდეგობებიც. ხალხი ჩემს პირად ცხოვრებას განიხილავდა. ბინძური ხერხებით ჩემს დამცირებას ცდილობდნენ”.

ტექსტი: ნურანა მამად

ფოტო: იან დეივისი & ელენე შენგელია 


 

გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია