ნეგარი ეკუთვნის საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ დიასპორულ ჯგუფს და 400 წლის წინ სპარსეთში გადასახლებული ეთნიკური ქართველების შთამომავალია.
ავტორები
ელენე შენგელია
ავტორის ისტორიები
ქართველი გოგო ისპაჰანიდან
კავკასიაში ბევრი ფიქრობს, რომ ადგილი სადაც დაიბადე განსაზღვრავს იმას თუ ვინ ხარ და მომავალში ვინ გახდები. თუმცა სამმა აზერბაიჯანელმა ქალმა საქართველოში ამ საზღვრების გადალახვის გზები იპოვა და საკუთარ იდენტობა შექმნა.
ქართველი აზერბაიჯანელი ქალები საზღვრებს მიღმა
იეზიდები ეთნიკურად ქურთებთან არიან დაკავშირებულნი და ძირითადად ჩრთილოდეთ ირანში, ჩრდილოეთ სირიასა და აღმოსავლეთ თურქეთში ცხოვრობენ. მათი რელიგია მონოთეისტურია და აერთიანებს ზოროასტრიზმში, იუდაიზმში, ქრისტინობასა და ისლამში არსებული რწმენის ელემენტებს, მათ შორის რეინკარნაციას. კავკასიის მასშტაბით იეზიდები ყველაზე დიდი რაოდენობით სომხეთში არიან წარმოდგენილნი, სადაც მათი უდიდესი ტაძარი მდებარეობს. საქართველოში 19-ე საუკუნიდან ცხოვრობენ.
იეზიდები საქართველოში: რელიგია როგორც იდენტობა
ამჟამად უცნობია მედრესეების რაოდენობა საქართველოში, მაგრამ საკვირაო სკოლებზე მოთხოვნა იზრდება და შესაბამისად მედრესეები უფრო პოპულარული ხდება.
მედრესეები საქართველოში - განათლება ქალებისთვის
ორი საუკუნის შემდეგ, რაც რუსეთიდან დუხობორები (სულისთვის მებრძოლნი) კავკასიაში ჩამოასახლეს, საქართველოში მათი მომავალი ახალგაზრდა დუხობორების ხელში აღმოჩნდა. 1840 წელს დუხობორებმა მეფის რუსეთს თავი დააღწიეს და საქართველო საკუთარ სამშობლოდ აქციეს. საქართველოს ტერიტორიაზე ისინი რვა სოფელში დაფუძნდნენ, სადაც მრავალი თაობა აღზარდეს. დღესდღეობით, მასობრივი მიგრაციის შედეგად, საქართველოში დუხობორების რაოდენობა შემცირებულია. სოფელ ორლოვკასა და გორელოვკაში, რომელიც მათი წმინდა ადგილია მხოლოდ 135-ნი დარჩნენ. დუხობორების მომავალი საქართველოში მეტწილად ისეთი ახალგაზრდების ბედზეა დამოკიდებული, როგორიც ქრისტინა კრასნიკოვა და ქრისტინა ბიჩახჩიანია. მოდური, თანამედროვე და განათლებული ახალგაზრდა ქალები, მსოფლიოს წამყვანი მეტროპოლისის მაცხოვრებლებს ჰგვანან. ორივე ქრისტინა საკუთარი წარმომავლობით ამაყობს, მაგრამ სირთულეები, რომლის წინაშეც დუხობორები დგანან, მათ სხვადასხვა გადაწვეტილების მიღებას აიძულებს. 18 წლის ქრისტინა კრასნიკოვა შიშობს, რომ მალე სოფლის დატოვება მოუწევს. მისი ბევრი თანატოლი საცხოვრებლად სომხეთში გადავიდა. 24 წლის ქრისტინა ბიჩახჩიანმა კი გორელოვკაში დარჩენა ამჯობინა. საკუთარი წარმომავლობით ამაყი ქრისტინა, ქართულ საზოგადოებაში კარგად არის ინტეგრირებული. გარკვეული პერიოდით სწავლის გამო გორელოვკას მიტოვება მოუწია, მაგრამ უკან დაბრუნდა და ამჟამად გორელოვკას სკოლაში ასწავლის, სადაც თავად მიიღო განათლება. ორი ახალგაზრდა ძირითად დროს გორელოვკას ქართულ-რუსულ სკოლაში ატარებს, სადაც დუხობორი, სომეხი და ქართველი ბავშვები ერთად სწავლობენ. 200 წლის წინ, სოფელში გატარებული პირველი ზამთარი დუხობორებისთვის დიდი ზიანის მომტანი გამოდგა. ბევრი მათგანი გარდაიცვალა და გაზაფხულს უამრავი ბავშვი ობლად შეხვდა. დუხობორებმა მათთვის ბავშვთა სახლი ააშენეს და ამ შენობის გარშემო ტრადიციული სამლოცველოებიც ააგეს. წლებთან ერთად დუხობორებმა მშვიდობა და კეთილდღეობა სწორედ სამცხე-ჯავახეთში მოიპოვეს. თავდაპირველად რეგიონში 4,000 ოჯახი დასახლდა და მოგვიანებით მათ რვა სოფელი დაარსეს. რეგიონის ცივ ზამთრებთან გასამკლავებლად თეთრი სახლები ააშენეს, რომელთა კარები ცისფრად შეღებეს. ჩვენი სტუმრობის დროს ქრისტინა კრასნიკოვას და ქრისტინა ბიჩახჩიანს სალოცავ სახლში შევყავართ. გარშემო ყველაფერი თოვლით არის დაფარული, მხოლოდ სახლის ეზოში ცირცელის წითელი ნაყოფის ფერი გამოკრთის და განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს.
ორი კრისტინას ამბავი - დუხობორების მომავალი საქართველოში
21 წლის ნეგარ ხოდაივანდი ერთ-ერთია იმ ირანელებს შორის, რომლებიც საქართველოში საცხოვრებლად გადმოდიან. უფრო ზუსტად კი, ნეგარი იმ ახალგაზრდებს წარმოადგენს, რომლებიც საკუთარ ისტორიულ სამშობლოში ბრუნდებიან. ნეგარი ეკუთვნის საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ დიასპორულ ჯგუფს და 400 წლის წინ სპარსეთში გადასახლებული ეთნიკური ქართველების შთამომავალია. მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისში, იძულებით გადასახლებულმა ქართველებმა ბინა დაიდეს დღევანდელი ირანის ქალაქ ფერეიდანში და მის შემოგარენში მიმოფანტულ სოფლებში. ისინი შიიტი მუსულმანები არიან და ინარჩუნებენ ქართულ ტრადიციებსა და ენას.
ქართველი გოგო ისპაჰანიდან
ლაბირინთი, სადაც ერთმანეთთან მჭიდროდ მიწყობილი მაღაზიები მოყავისფრო თუნუქითაა გადახურული, 1995 წელს გაიხსნა. 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლამ საქართველო ორ სამოქალაქო ომამდე მიიყვანა, რამაც ქვეყნის ეკონომიკა მიწასთან გაასწორა, ხალხი კი პურის უსასრულო რიგში ჩააყენა. სასოწარკვეთილი თბილისელები ახალგახსნილ ბაზრობას მიაწყდნენ, რათა სააბაზანო ოთახებისა თუ სახლის სახურავების შესაკეთებლად მასალები იაფად ეყიდათ. მას შემდეგ, ყოველდღიურად, აქ ათასობით მოვაჭრე ყიდის საშხაპე მილებსა და ონკანებს, ქანჩებსა და ჭანჭიკებს, სახრახნისებსა და ჩაქუჩებს, კაბელებსა და შედუღების აპარატებს, საღებავებსა და ფუნჯებს – ყველაფერს, რაც შეიძლება დაგჭირდეს.
ელიავას ბაზრობა ეკოლოგიური საფრთხის წინაშე
ორი ათწლეულის შემდეგაც კი, საქართველოში ბევრი ადამიანია, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს რა ზიანის შემცველიაჯანმრთელობისთვის მავნე პესტიციდებისა და ქიმიკატების გროვები.
იაღლუჯას მთაში ჩამარხული საწამლავი
ოთხი წლის წინ სალომეა გოგეშვილის ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. ორი შვილის დედა საშინელ ავტოავარიაში მოყვა. გადარჩა, თუმცა ექიმებს მარჯვენა მკლავის ამპუტაცია დასჭირდათ. რამდენიმე კვირა მძაფრად გრძნობდა როგორ მიექანებოდა უფსკრულისკენ. მკლავის დაკარგვასთან ერთად, მალევე დანებდა შიშს, რომელიც შვილებზე ზრუნვის უნარის დაკარგვასაც გულისხმობდა. რა თქმა უნდა, კარგავდა ფიზიკურ სილამაზესაც, რომელიც მას, როგორც ქალს, გამოარჩევდა.