იეზიდები საქართველოში: რელიგია როგორც იდენტობა
ავტორი: ელენე შენგელია, რანა აგაიევა
დიდ ფართობზე გაშენებულ ვარკეთილის უბანში, უბრალო, დაბალი და განიერი შენობა გამვლელების უმეტესობას არაფერს ეუბნება, თუმცა შენობის თავზე არსებული გუმბათი მსოფლიოში არსებული იეზიდური ტაძრებიდან ერთ-ერთზე მიგვანიშნებს.
იეზიდები ეთნიკურად ქურთებთან არიან დაკავშირებულნი და ძირითადად ჩრთილოდეთ ირანში, ჩრდილოეთ სირიასა და აღმოსავლეთ თურქეთში ცხოვრობენ. მათი რელიგია მონოთეისტურია. კავკასიის მასშტაბით იეზიდები ყველაზე დიდი რაოდენობით სომხეთში არიან წარმოდგენილნი, სადაც მათი უდიდესი ტაძარი მდებარეობს. საქართველოში მე-19 საუკუნიდან ცხოვრობენ.
დიდი ისტორიის მიუხედავად, აღნიშნული ეთნო-რელიგიური საზოგადოების წევრები ამბობენ, რომ ისინი გარკვეულ სირთულეებს აწყდებიან. 2002 წლიდან იეზიდების რაოდენობა საქართველოში სამჯერ შემცირდა. ამჟამად ქვეყანაში 12 000 იეზიდი ცხოვრობს. მათი უმეტესობა ვარკეთილსა და გლდანშია დასახლებული. დღესდღეობით იეზიდები საქართველოს მოსახლეობის 1%-ს წარმოადგენენ.
საქართველოში იეზიდების რაოდენობის კლება მეტწილად რუსეთსა და თურქეთში მიგრაციას უკავშირდება. იეზიდებმა, ტერორისტული ორგანიზაციის აისისი გამო დატოვეს ერაყი და სირია. ბოლო წლების განმავლობაში ასევე აღინიშნება მათი გადინება საქართველოდან, სამუშაოს არქონის გამო.
საქართველოში იეზიდთა სასულიერო საბჭოს წინამძღოლი დიმიტრი ფირბარი აღნიშნავს, რომ იეზიდთა რაოდენობის კლების ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი ასიმილაციის სირთულეა.
ბევრ ახალგაზრდა იეზიდს არ სურ საკუთარი თანატოლებისგან განსხვავებული იყოს და სხვა რელიგიას იღებს.
ასეთი გადაწყვეტლება დიმიტრი ფირბარის აღელვებს, რადგან მიაჩნია, რომ იეზიდებისთვის რელიგია და იდენტობა ერთი და იგივეა.
„ამ ახალგაზრებს მხოლოდ ის ახსოვთ, რომ წარმომავლობით იეზიდები არიან, სხვა ყველაფერს კარგავენ: [თავიანთ] იდენტობას, რელიგიას.”
„ნამდვილი იეზიდი რელიგიური უნდა იყოს” - ამბობს 59 წლის შეიხ ნური, თბილისის იეზიდების ტაძრის წინამძღვარი.
იეზიდები თაყვანს სცემენ ამომავალ მზეს, რომელიც მათი რწმენით ღვთის ამქვეყნიური ხატია. იეზიდთა ტაძრის გუმბათი კი ამ რწმენის გამოხატულებაა და იგი ერაყში მდებარე იეზიდთა ტაძრის მიხედვით არის გაკეთებული. უზენაეს ღვთაებას შვიდი ანგელოზი გამოსახავს. მათგან ერთ-ერთი მთავარანგელოზია, რომელსაც მალაქ-ტაუსი ეწოდება. იგი ფარშევანგის სახით არის წარმოდგენილი და ღმერთსა და ადამიანებს შორის შუამავლის ფუნქცია აკისრია. ფარშევანგის სიმბოლო ტაძარში ბევრ ადგილას არის აღნიშნული: ტაძრის ეზოში, საკურთხეველთან და წიგნებში.
ფარშევანგის სიმბოლოს გამო ტერორისტულმა ორგანიზაციამ აისისი ერაყსა და სირიაში მცხოვრები იეზიდები ეშმაკის თაყვანისმცემლებად შერაცხა.
შეიხ ნური ამბობს, რომ იეზიდებს სხვა რელიგიური მრწამსისგან განსხვავებით ასეთი ძალის არ სჯერათ. მათთვის ბოროტება მხოლოდ ადამიანის ჩადენილი საქმეა.
შეიხ ნური ამტკიცებს, რომ საქართველოში სარწმუნოების გამო იეზიდებს დისკრიმინაცია არასდროს განუცდიათ და სხვა რელიგიურ ჯგუფებთანაც აქვთ ურთიერთობა. „ჩვენ ერთმანეთს ვეპატიჟებით რელიგიური დღესასწაულების აღსანიშნავად. მუსლიმები გვეპატიჟებიან რამადანის აღსანიშნავად. ქრისტიანები გვეპატიჟებიან აღდგომის აღსანიშნავად. ჩვენ ვეპატიჟებით ჩვენს რელიგიურ დღესასწაულებზე”.
„საქართველოში ყველანი მშვიდობიანად ვცხოვრობთ“ - ამბობს შეიხ ნური.
თუმცა სხვა ჯგუფებთან ურთიერთობის მიუხედავად გარკვეული საზღვრები მაინც არსებობს. ადამიანი იეზიდია, თუკი მისი ორივე მშობელი იეზიდია, შესბამისად იეზიდებისთვის ქორწინება სხვა რელიგიური მრწამსის ადამიანებთან სასურველი არ არის.
60 წლის იეზიდი მღვდელი შეიხ თეიმურ ბაბაიანი ამბობს, რომ მას ინტეგრაციის სურვილი არ აქვს.
რელიგიასთან ერთად, მნიშვნელოვანი საკითხია ენაც. იეზიდები კურმანჯიზე საუბრობენ, რომელიც ქურთულის დიალექტია. მნიშვნელოვანია ის თუ რამდენად ხშირად იყნებენ მას ოჯახში. კურმანჯის ტაძარში და იეზიდების კულტურულ ცენტრში ასწავლიან, მაგრამ არა საჯარო სკოლაში.
„ჩვენს ენაზე მხოლოდ სახლში ვსაუბრობთ” - ამბობს 60 წლის თეიმურ ბაბაიანი, მღვდელი, რომელიც იეზიდების სულიერი საბჭოს წევრია. „ჩემი შვილიშვილები გავუშვი ტაძარში, სადაც ფირბარი კვირაში ორჯერ მათ კურმანჯის ასწავლის. ბაბაიანი ქურთულად ვერ წერს, თუმცა მის ცოლს ზოზანს და მის შვილიშვილებს ქურთულად წერა შეუძლიათ.
ენობრივი კავშირის მიუხედავად ფირბარი ფიქრობს, რომ ბევრი ქართველი, ისევე როგორც მუსლიმი იეზიდებს და ქურთებს ერთ ჯგუფად აღიქვამს.
იგი არ თვლის, რომ ქართველია და მოქალაქეობასა და ეთნიკურობას თანაბარ მნიშვნელობას ანიჭებს.
წარსულში იეზიდებს საქართველოს მთავრობისგან მიწა გადეცათ კულტურული ცენტრის ასაშენებლად. ამჟამად მსგავს დახმარებას ისინი აღარ იღებენ, მაგრამ მათი იდენტობა ისევ ისეთი ძლიერი რჩება. „ მე ვარ და ყოველთვის ვიქნები იეზიდი” - ამბობს შეიხ ბაბაიანი.