როცა შიში გაძლიერებს

ავტორი: ლაშა შაყულაშვილი, ელენე შენგელია
23.10.19
გამოცემა: შიში

ტექსტი: ლაშა შაყულაშვილი

ფოტო: ელენე შენგელია

ოთხი
წლის წინ სალომეა გოგეშვილის ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა.

ორი შვილის დედა საშინელ ავტოავარიაში მოყვა. გადარჩა, თუმცა ექიმებს მარჯვენა მკლავის ამპუტაცია დასჭირდათ. რამდენიმე კვირა მძაფრად გრძნობდა როგორ მიექანებოდა უფსკრულისკენ. მკლავის დაკარგვასთან ერთად, მალევე დანებდა შიშს, რომელიც შვილებზე ზრუნვის უნარის დაკარგვასაც გულისხმობდა. რა თქმა უნდა, კარგავდა ფიზიკურ სილამაზესაც, რომელიც მას, როგორც ქალს, გამოარჩევდა.

როცა მეშინოდა, ძალიან დაბალი თვითშეფასება მქონდა. იმდენად სასოწარკვეთილი ვიყავი, რომ ფიქრებით მხოლოდ ამ კითხვებს ვუტრიალებდი: შეიძლებოდა კიდევ რამე კარგი მომხდარიყო ჩემს ცხოვრებაში? ნუთუ მართლა ამდენი შეცდომა დავუშვი? დავიმსახურებ, რომ კიდევ შემიყვარონ? ოდესმე შევძლებ ისევ ბედნიერი ვიყო?

საბოლოოდ, სალომეამ მაინც დაამარცხა შიში. ჩაბნელებულ ოთახში  ერთთვიანი გლოვის შემდეგ, გადაწყვიტა ცხოვრება მაინც გაეგრძელებინა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიო მოსახლეობის 15% (დაახლოებით ერთი მილიარდი ადამიანი) შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა. მათგან 80%-მდე განვითარებად ქვეყნებში ცხოვრობენ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისმიხედვით, მათ შორის არის საქართველოც.

ჩვენს ქვეყანაში საერთოდ ძალიან ცოტა კვლევა არსებობს იმაზე, თუ რა ტიპის მომსახურებას სთავაზობს სახელმწიფო შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ადამიანებს.

მომსახურების შინაარსიც ქვეყნის მასშტაბით განსხვავებულია. გაცილებით მწირია რესურსი მოზრდილებისთვის. “მართალია ჯამში სახელმწიფო, წინა წლებთან შედარებით, გაცილებით მეტ თანხას ხარჯავს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ადამიანების პენსიაზე, მაგრამ დამატებითი რესურსები კონკრეტული სერვისების განვითარებაზე არ გამოიყოფა,”აღნიშნავს  ჯერემი გასკილიMAC GEORGIA- გენერალური დირექტორისაქართველოში ყოველთვიური პენსია ერთ ადამიანზე 120 ლარია, რომელიც ქვეყანაში სახელმწიფოს მიერ დაწესებულ საარსებო მინიმუმზე დაბალია.

საქართველო ძალიან მწირი რესურსით ეხმარება მოზრდილებს, რომლებსაც ფიზიკური შეზღუდვა აქვთსახელმწიფოს არ აქვს არც-ერთი სარეაბილიტაციო-თერაპიული პროგრამა მათთვის,”- გვეუბნება გიორგი ახმეტელი, არასამთავრობო ორგანიზაციისხელმისაწვდომი გარემო ყველასთვისდამფუძნებელი.
ზოგიერთ რეგიონში, მაგალითად, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა საერთოდ არ ფარავს მკურნალობისა და სარეაბილიტაციო ხარჯებს. მიზეზი ძვირადღირებული სერვისია.

ჯერემი გასკილიMAC GEORGIA- გენერალური დირექტორი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვალა, სახელმწიფოს მაინც ბევრი აქვს გასაკეთებელი პირველ რიგში იმისთვის, რომ საზოგადოებაში დამოკიდებულება შეიცვალოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების მიმართ და ის ბარიერები შემცირდეს, რომლებიც მათ  ყოველდღიურ ცხოვრებას საშინლად ართულებს

გიორგი ახმეტელი, ხერხემლის ტრავმის გამო, ეტლით სარგებლობს. ის აღიარებს, რომ ყველაზე რთული მაინც სტერეოტიპებთან ბრძოლაა.  “ძალიან ხშირად საზოგადოება ადამიანის კონკრეტულ თვისებებს მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის კონტექსტში ხედავს. ამ დამოკიდებულებამ შეიძლება ფსიქიკა შეგირყიოს, “ამბობს გიორგი.

ადამიანები, რომლებიც მოზრდილ ასაკში ხდებიან შეზღუდული შესაძლებლობის, სტერეოტიპულ დამოკიდებულებას  გრძნობენ არა მხოლოდ უცხო ადამიანებისგან, არამედ თავიანთი სოციალური წრისგანაც. შენთვის ძალიან ახლობელი ადამიანებიც კი იცვლებიან შენ მიმართ და რაღაცნაირი სინანულით გექცევიან. ფიქრობენ, რომ შენი ეს  მდგომარეობა ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ წარმატებას ვეღარ მიაღწევ,”გვიხსნის გიორგი.

თუ უკვე ასაკში გახდი შეზღუდული შესაძლებლობის, ფაქტობრივად, უმეტესი სახელმწიფო სერვისისა და ინიციატივის მიღმა რჩები”.

სალომეას
თავგანწირული მონდომება რომ გაეგრძელებინა სრულფასოვანი ცხოვრება შვილებთან ერთად, ბევრი სხვა ადამიანისთვის მისაბაძი გახდა

როცა სარკის წინ შიშველი დავდექი და გულწრფელად დავფიქრდი, მივხვდი რა მჭირდებოდა: ჩემი თავი ხელახლა უნდა შემეყვარებინა და აუცილებლად უნდა შემეცვალა ხალხის დამოკიდებულება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ,”-გვებუნება სალომეა.

მაგრამ მალე იმასაც მიხვდა, რომ რამდენადაც თავად ახერხებდა შიშების დაძლევას და საკუთარ მდგომარეობასთან შეგუებას, სხვებს იგივე არ გამოსდიოდათ.

არ აქვს მნიშვნელობა როგორი მოტივირებული ვარ ან როგორი დარწმუნებული  საკუთარ შესაძლებლობებშიჩემს ირგვლივ მაინც ფიქრობენ, რომ  არ შემიძლია რაღაც ამოცანების შესრულება. ხალხმა უკვე წინასწარ იცის, რისი კეთება შემიძლია და რისი არა,”ამბობს სალომეა.

მაგალითად, ერთ-ერთ ვაკანსიაზე განაცხადი შევიტანე და გასაუბრებაზე მივედი, როცა მომავალმა დამსაქმებელმა დაინახა, რომ მარჯვენა მკლავის ამპუტაცია მქონდა, მაშინვე მივხვდი, რომ აღარ დამირეკავდნენ. ასეც მოხდა. ფეისბუკზე მივწერე, რომ შეიძლებოდა მათი გადაწყვეტილება დისკრიმინაციული ყოფილიყო, თუმცა, ცხადია, კატეგორიულად უარყვეს. მე კიდევ დარწმუნებული ვარ, რომ მხოლოდ იმიტომ არ ამიყვანეს სამსახურში, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ვიყავი,”იხსენებს სალომეა.

მოგვიანებით ისიც შემომთავაზეს, რომ ჩემთვის შესაფერის სამსახურს მიპოვიდნენ, ანუ ისეთს, რომელიც ძალიან დამღლელი არ იქნებოდა. ამ ფაქტმა ისე გამაბრაზა, რომ მათთან თანამშრომლობის სურვილი საერთოდ დავკარგე.”

სალომეა მაინც არ დანებდა.

დღეს ის თბილისის ინკლუზიური ცეკვის დასის წარმატებული წევრია. ამის გარდა, სალომეა საქართველოს პარა-ტაეკვონდოს ფედერაციის ვიცე პრეზიდენტია. სწავლობსქოუჩინგისა და სპიკერობის საერთაშორისო ასოციაციაში”. წელს ერთ-ერთი გამომსვლელი იყო ღონისძიებაზე, რომელიც TedX-ის გავლენით სპეციალურად შეიქმნა ახალგაზრდა ქალებისთვის, რომლებსაც შეზღუდული შესაძლებლობები აქვთ. სალომეა ცოტა ხნის წინ ისეთ ადამიანსაც შეხვდა, რომელმაც მისი შესაძლებლობების დაიჯერა. დღეს ეს კაცი მისი ქმარია.

ყოველთვის უნდა გახსოვდეს, რომ ბრძოლას აქვს აზრი და უნდა შეგეძლოს დაუპირისპირდე სწორედ იმას, რისიც ყველაზე მეტად გეშინია. როცა ამას გააკეთებ, მაშინვე აღმოაჩენ, რომ სულაც არ ყოფილა ისეთი საშიში, როგორიც მანამდე ჩანდა.”
სალომეას საჭმლის მომზადება ყოველთვის უყვარდა. დღეს ეს მისი ჰობია. კულინარიულ წიგნებსაც აგროვებს. ავტოავარიის შემდეგ, იძულებული გახდა ესწავლა როგორ გაეგრძელებინა ცხოვრება მხოლოდ მარცხენა ხელით.
მარჯვენა მკლავის ამპუტაციის შემდეგ ყოველდღიურად უამრავი ახალი გამოწვევა ჰქონდა. თუმცა, მაინც იპოვა ძალა თავიდან დაეწყო ყველაფერი.
რამდენიმე თვის წინ, სალომეა გათხოვდა. ის შეხვდა ადამიანს, რომელმაც მისი შესაძლებლობების დაიჯერა.
სალომეამ “ქოუჩინგის” პროფესიული ტრენინგ კურსი გაიარა. დღეს უკვე სამუშაო სივრცეს ეძებს, რომ სხვებს გაუზიაროს გამოცდილება და დაარწმუნოს, რომ მათაც შეუძლიათ ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალონ.
“დღეს ჩემი მთავარი მიზანია სხვებს დავეხმარო. პრინციპში, ეს ყოველთვის მინდოდა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ის საქმეა, რომელსაც უნდა ვაკეთებდე”.

ერთი თვე ვემალებოდი სამყაროს, ერთ დღესაც გავიაზრე რომ ასეთ იზოლაციაში და მარტოობაში ვეღარ გავძლებდი. უფრო ძლიერი უნდა ვყოფილიყავი, პირველ რიგში, საკუთარი თავისთვის, ჩემი შვილებისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც გულწრფელად ზრუნავდა ჩემზე”- იხსენებს სალომეა.

სარკესთან მივედი, გავიხადე ტანსაცმელი და სრულიად შიშველი დავდექი სარკის წინ. შევხედე ჩემს თავს და რაღაცნაირად შევიყვარე სხეულის ის ნაწილი, მკლავის ამპუტაციის შემდეგ რომ დამრჩა. ჩემს თავს ვუთხარი რომ ლამაზი სხეული მქონდა”.

მიუხედავად იმისა, რომ სალომეამ საკუთარი თავი ისეთი მიიღო, როგორიც არის, მას დღემდე უამრავი გამოწვევა აქვს. უჭირს მარტო ჩაცმა, დამოუკიდებლად საჭმლის მომზადება, ბავშვებზე ზრუნვა. ის, რაც ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გამოსდიოდა, მაგალითად, წერა, თავიდან უნდა ესწავლა მარცხენა ხელით.

ახლაც ახსოვს მტკივნეული გამოცდილება, როცა მისი ნაწერი ისეთი შთამბეჭდავი აღარ იყო, როგორც ადრე. იმისთვის რომ საკუთარი თავი ეიძულებინა, წერა არ შეეწყვიტა, “ სამადლობელო დღიურისწერა დაიწყო.

ბოლოს თავის თავს გამოუტყდა, რომ ყველაზე მეტად ეშინოდა სხვები როგორ აღიქვამდნენ მის მდგომარეობას.
მაკიაჟი ერთგვარი ფორმაა მისთვის საკუთარი თავის გამოსახატად. ამბობს, რომ ეს პროცესი თვითშეფასებას უმაღლებს.
სალომეა მომავალს იმედიანად უყურებს. ფიქრობს, რომ ასეთი ძლიერი და მოტივირებული აქამდე არასოდეს ყოფილა.
გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია