წიწიბურა, ზეთი, ტილო

ფოტოგრაფი: ნატა აბაშიძე-რომანოვსკაია

15.04.20
გამოცემა: იზოლაცია
იზოლაცია, კარანტინი, ვირუსი, პანდემია. ეს სიტყვები დილას, შუადღეს, საღამოს ყოველდღე გვესმის. იზოლაციაში ვართ და თან დიდი მონდომებით ვცდილობთ ჯანსაღი ფსიქიკა შევინარჩუნოთ, ისევ აქტიურები და საქმიანები ვიყოთრამდენიმე კვირის მანძილზე 24 საათი სახლში ყოფნამ, საშუალება მომცა დავკვირვებოდი ჩვენს ყოველდღიურ ჩვევებს, რასაც აქამდე იშვიათად ვახერხებდი. დავფიქრდი, როგორ მივეჯაჭვეთ ელექტრონულ მოწყობილობებს. ვირუსის გავრცელებამ და საყოველთაო კარანტინმა სუპერმარკეტში ჩვენი სიარულის სიხშირეც შეცვალა. პროდუქტების მომარაგება დავიწყეთ. რას ვყიდულობთ მაშინ, როცა გვეშინია

როგორც წესი, უფრო მეტს ვყიდულობთ, ვიდრე გვჭირდება. გადავწყვიტე, ის ობიექტები შემერჩია პროექტისთვის, რომლებსაც ყოველდღიურად ვიყენებთ და დავფიქრებულიყავი რომელია მათგან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი
მაგალითად, ჩემს ოჯახში, ძირითადად, პროდუქტებს ყიდულობენ, რადგან საჭმელს სახლში ვამზადებთ. მოვიმარაგეთ სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებები. ჩვენს ყოველდღიურ რუტინაში ერთ დროს უმნიშვნელო ჰიგიენურმა საშუალებამ, საპონმა განუზომლად დიდი მნიშვნელობა შეიძინა
გადავხედე სხვა ქვეყნების მაგალითებსაც როგორ ემზადებოდნენ პანდემიისთვის. რომელი დახლები დაცარიელდა ვირუსის გავრცელების პარალელურად. თვალში ალბათ, ყველას მოგვხვდა ტუალეტის ქაღალდის დეფიციტი, ჰიგიენის საშუალებები, მაკარონი, პურის ფქვილი და ბურღულეული. ხელისუფლებაც ამ პროდუქტებით დაეხმარა ყველაზე გაჭირვებულ, დაუცველ ხალხს.

ამ ტრანსფორმაციამ ფლამანდიელი მხატვრების მიერ შესრულებული ნატურმორტები გამახსენა. ისინი აქცენტირებული განათებით გამოყოფდნენ ობიექტებს. მათ სასწავლო დანიშნულებაც ჰქონდათ: ამ პროცესში განათებას და სხვადასხვა ფაქტურას სწავლობდნენ და შემდეგ ფერწერულ ნიმუშებში გამოსახავდნენ.
დღეს ისინი  შედევრებია და მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმშია გამოფენილიამ პროექტით მეც ის ნივთები გამოვყავი, რომლებმაც განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა საყოველთაო იზოლაციის პირობებში
გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია