Covid-19-ის მწვავე ფაზის დროს, ონლაინ გაცნობის აპლიკაცია Tinder-მა სიყვარულის მაძიებლებისთვის ადგილმდებარეობის შეზღუდვა მოხსნა. იზოლაციაში ყოფნის დროს ჩვენ ყველას შეგვეძლო მსოფლიო რუკაზე ნებისმიერი წერტილი მოგვენიშნა და შეყვარებულის საპოვნელად ვურტუალურად გვემოგზაურა. პაემნებმა და სექსმა Zoom-ში გადაინაცვლა. სასიყვარულო წერილები დაუსრულებელ მიმოწერად იქცა, ესეც ონლაინ აპლიკაციებში. ინტროვერტებისთვის განსაკუთრებით კომფორტული აღმოჩნდა ეს უცნაური მდგომარეობა.
ავტორები
ნატა აბაშიძე-რომანოვსკაია
ავტორის ისტორიები
ვირტუალურად შენი: რომანი პანდემიის დროს
თედოს მაშინ შევხვდი, როცა ის 4 წლის იყო. პატარა ბიჭი საოცრად დიდი ლამაზი შავი თვალებით, ასე დამამახსოვრდა. თედოს აუტიზმის სპექტრის აშლილობის დიაგნოზი 2 წლის ასაკში დაუსვეს. როგორც გავიცანი, მივხვდი, რომ ხალხთან ლაპარაკი არ უყვარდა, თავისი სამყარო ჰქონდა და იქ გრძნობდა თავს კარგად. ფოტოების გადაღება დავიწყე და თან ვნერვიულობდი, როგორი რეაქცია ექნებოდა თედოს ამაზე. სახალისო იქნებოდა მისთვის, თუ პირიქით, კამერის ხმა გააღიზიანებდა. გამიმართლა. თედოს ისე მოეწონა ჩემი კამერის “ჩხაკუნის” ხმა, რომ ყველა ფოტოზე განსხვავებული ემოციით და პოზით აღიბეჭდა. რამდენიმე ათეული კადრის მერე, მთხოვა, გავჩერებულიყავი. აი, ასე დაიწყო ჩვენი მეგობრობა.
ბიჭი საოცრად დიდი ლამაზი შავი თვალებით
იზოლაცია, კარანტინი, ვირუსი, პანდემია. ეს სიტყვები დილას, შუადღეს, საღამოს ყოველდღე გვესმის. იზოლაციაში ვართ და თან დიდი მონდომებით ვცდილობთ ჯანსაღი ფსიქიკა შევინარჩუნოთ, ისევ აქტიურები და საქმიანები ვიყოთ. რამდენიმე კვირის მანძილზე 24 საათი სახლში ყოფნამ, საშუალება მომცა დავკვირვებოდი ჩვენს ყოველდღიურ ჩვევებს, რასაც აქამდე იშვიათად ვახერხებდი. დავფიქრდი, როგორ მივეჯაჭვეთ ელექტრონულ მოწყობილობებს.