ვირტუალურად შენი: რომანი პანდემიის დროს

ავტორი: ნატა აბაშიძე-რომანოვსკაია

02.07.20

Covid-19-ის მწვავე ფაზის დროს, ონლაინ გაცნობის აპლიკაცია Tinder-მა სიყვარულის მაძიებლებისთვის ადგილმდებარეობის შეზღუდვა მოხსნა. იზოლაციაში ყოფნის დროს ჩვენ ყველას შეგვეძლო მსოფლიო რუკაზე ნებისმიერი წერტილი მოგვენიშნა და შეყვარებულის საპოვნელად ვურტუალურად გვემოგზაურა. პაემნებმა და სექსმა Zoom-ში გადაინაცვლა. სასიყვარულო წერილები დაუსრულებელ მიმოწერად იქცა, ესეც ონლაინ აპლიკაციებში. ინტროვერტებისთვის განსაკუთრებით კომფორტული აღმოჩნდა ეს უცნაური მდგომარეობა. 

კომუნიკაციის საშუალებები და ფორმები ტექნოლოგიურმა პროგრესმა შეცვალა, თუმცა მისი აუცილებლობა ეჭვქვეშ არასოდეს დამდგარა. ძველად სასიყვარულო გზავნილებს მტრედები და ფოსტალიონები დაატარებდნენ, დღეს ამისთვის ციფრულ აპლიკაციებს ვიყენებთ და გრძნობების გამოხატვას ისევ სიტყვებით ვცდილობთ.

სანამ საზღვრები გაიხსნება და შეყვარებულებს ჩავეხუტებით, სასიყვარულო ურთიერთობებს ინტერნეტსივრცე გვინარჩუნებს.

ეს პროექტი შორ მანძილზე ყოფნის დროს, იზოლაციაში წარმოშობილ ურთიერთობაზეა, რომელიც დღემდე ვირტუალურად გრძელდება. საზღვრების გახსნას მოუთმენლად ველოდები.

- გამარჯობა… როგორ ხარ? - ჰეი… როგორ მიდის საქმეები? აქ ყველა კარანტინში ვართ. - ისევ ძველებურად, მადლობა! როგორ უძლებ? - ჩვენკენაც ანალოგიურად. ძაან რთულია ასე ყოფნა… - საიდან ხარ? - ნამდვილად რთულია, მაგრამ მახსენდება რომ მთელი სამყარო ამ მდგომარეობაშია და ცოტა შვებაა იცი ეს ჩემთვის… - საქართველოდან ვარ, თბილისიდან. კავკასიის რეგიონია. საქართველო რუსეთსა და თურქეთს შორისაა. - ვიცი სადაც არის… ვაუ… საკმაოდ შორს ჩემგან. მიხარია, რომ ქართველი გავიცანი.
- საინტერესოა… ბევრი ტურსიტია თბილისში? - ბოლო რამდენიმე წელია ტურისტებისთვის ძალიან პოპულარული ქვეყანაა საქართველო. - არ ვიცი რა იქნება მომდევნო თვეებში, მაგრამ კოვიდამდე სულ სავსე იყო თბილისი ტურისტებით. - მე სადაც ვარ ეს ადგილიც ძალიან პოპულარული იყო, მაგამ ახლა არავინ იცის რა იქნება… შეიძლება გესტუმროთ…
- ძააან რომანტიკულია ეს ყველაფერი სხვათაშორის. ისე, რომანტიკული ადამიანი ხარ? - მე ვფიქრობ, რომ კი. მემგონი, ყველა ადამიანი რომანტიკულია, უბრალოდ, ხანდახან გვავიწყდება, არა? - საინტერესო დაკვირვებაა… გეთანხმები იმაში, რომ ხშირად შესაფერისი ადამიანი გვჭირდება იმისთვის, რომ თავი რომანტიკულ ადამიანად გვაგრძნობინოს.
- თუ გინდა, შეგიძლია დამიმატო მეგობრებში. - თუ მინდა? ჰაჰაჰ - მე უკვე გამოგიგზავნე მეგობრობის თხოვნა და მაშინ ან დამიდასტურე, ან არა. - შეიძლება არ დამიჯერო, მაგრამ მე უკვე… დავადასტურე…
- იცი, მე შენზე უკვე ერთი საიდუმლო ვიცი, თან ისეთი, შენც რომ შეიძლება არ იცოდე… - ოოო… - “ნატა”(ლათინური ასოებით) ესპანურად და პორტუგალიურად ნაღებს ნიშნავს. - ესე იგი, ნებისმიერი პორტუგალიელი ძაან ადვილად დაიმახსოვრებს ჩემს სახელს.
- რა მინდა გითხრა, იცი? - რა? - მომწონხარ… - რაშია იცი საქმე? მეც მომწონხარ! - :) :) - ცოტა უცნაური პაუზა.. ჰაჰაჰა - კი, ასეა :))) ამან დაარღვია ეს უცნაური სიჩუმე
- შენი თავი გიყვარს? - უი, ძალიან პირდაპირი შეკითხვაა. იცი, ჯერ ისევ ვსწავლობ ჩემს თავს. - მე ყოველთვის ასეთი პირდაპირი ვარ. - კარგია :) - შენ? - არა სხვათაშორის, რთულია… - ჩვენ ყველა ერთ ნავში ვართ მაინც… - მაგაში ეჭვი არასოდეს შემიტანია.
- მასტურბაცია ძაან ნორმალურია, ამის გამო თავი ცუდად არ იგრძნო… - არა, სულაც არ ვგრძნობ თავს ცუდად. ჩვენ ამაზე დიდი ხნის წინ შევთანხმდით. - კი, ასეა. - ხშირად მასტურბირებ? - :))))))))) ჩანაწერები შემიძლია ვაწარმოო. - ახლა კი მორიდებულია :))) - კი, ცოტა… - ყველაფერი რიგზეა…არც კი ვიცი, რატომ დაგისვი ეს შეკითხვა :)))
რაღაც მაქვს აქ შენთვის…
გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია