მერაბ ნარიკაძის ოჯახის ერთი ნაწილი თავს ქართველად თვლის, მეორე - ლაზად. სინამდვილეში, ყველანი ლაზები არიან. ამ მხრივ, ნარიკაძის ოჯახი განასახიერებს სოფელ სარფის უჩვეულო ისტორიას. სარფის მოსახლეობის უმრავლესობა ლაზები არიან, თუმცა ისინი მის მოსაზღვრე თურქეთის ტერიტორიაზეც ცხოვრობენ. ლაზური ენა განსაკუთრებით ახლოსაა მეგრულთან.
ავტორები
ირაკლი ძნელაძე
ავტორის ისტორიები
ლაზები: ერთი ხალხის ორი ამბავი
აჭარაში მშობლიური მიწიდან ამოთხრილი 650-ტონიანი გიგანტური ხე ახალი სახლისკენ მიემართება. 2016-წელს ასწლოვანი ხეტიტას ლირიოდენდრონის (ფოთოლმცვივანი ხეების სახეობა) სიურრეალისტურმა მგზავრობამ სოციალურ ქსელში საქართველოს ფარგლებსა და მის გარეთ დიდი გამოხმაურება მოიპოვა. ხეტიტა საქართველოში პირველი და უკანასკნელი მოცურავე ხე არ ყოფილა. 2015 წლიდან ყოფილ პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილს დენდროლოგიური პარკის მშენებლობის მიზნით, ხეები გურიიდან, აჭარიდან და სამეგრელოდან სოფელ შეკვეთილში, საკუთარ მიწის ნაკვეთში გადმოაქვს. „ჩემი ჰობია და ძალიან მიყვარს დიდი ხეები. გიგანტური ხეები არის ჩემი გასართობი” - აღნიშნავს ივანიშვილი. დენდროლოგიური პარკის გახსნა 2019 – 2020 წლებში იგეგმება. გადარგული ხეების ზუსტი რაოდენობა უცნობია, მაგრამ ხეების გადატანის მუშაობის პროცესში ჩართული ადამიანები ამბობენ, რომ შეკვეთილში უკვე 50-ხეზე მეტია გადარგული. გავლენიანი ბიზნესმენის და “ქართული ოცნების” დამფუძნებლის მიხედვით, პროცესი ლეგალურია და ხეები ახალ მიწაში გაიხარებენ. იმავეს ირწმუნებიან სახელმწიფო წარმომადგენლები. თუმცა გარემოს დამცველები ხეების გადარგვას აპროტესტებენ. მათი აზრით, ხეები ახალ ადგილას ვერ გაიხარებენ. ადგილობრივი მცხოვრებლების აზრი გაყოფილია. ხის ამოთხრა, გადატანა და დარგვა გრძელი და რთული პროცესია. ბათუმში მცხოვრები ფოტოგრაფი ირაკლი ძნელაძე 2016 წლიდან ხეების გადატანის დოკუმენტურ ფოტომასალაზე მუშაობს. მისი ფოტო ესე, რომელიც 2018 წლის ზაფხულში არის გადაღებული იშვიათი კადრების კრებულია, სადაც აღწერილია ორი ხეტიტას გადატანა სოფელი ციხისძირიდან, შეკვეთილში, რომელიც ასწლოვანი ხეების ახალი სახლი იქნება.