ქვეყანაში, სადაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია როგორც რელიგიური ინსტიტუტი გარკვეული ჯგუფისთვის ავტორიტეტია, ვიღაცისთვის კი კრიტიკის სამიზნე, ბუნებრივია ქუჩის ხელოვანების ყურადღებასაც იქცევს. ქუჩის მხატვრები ძირითადად ანონიმურებად რჩებიან. საქართველოში გრაფიტს ანუ ქუჩის მხატვრობას უმეტესწილად თბილისში ვხვდებით, ქვეყნის ყველაზე ხალხმრავალ ქალაქში, სადაც ნებისმიერი თემა ხმამაღალი დებატების საგანი შეიძლება გახდეს. ქუჩის მხატვრობა მიმართულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისკენ, რომელიც წარმოადგენს ქვეყნის მთავარ ქრისტიანულ აღმსარებლობას და რომელიც მოსახლეობის უმეტესობისთვის ეროვნული იდენტობის განმსაზღველ სიმბოლოდაა ქცეული.